Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.935

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

EU-ს მხრიდან არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული ტერმინი ოკუპაცია - სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ როცა ევროკავშირი დემარშში საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რუსეთის სანქცირებას სთხოვს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთს საქართველოს მთლიანობაც აქვს დარღვეული. სამხარაძის მტკიცებით, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში დღემდე დაფიქსირებული არ არის ტერმინი ოკუპაცია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. „ეს არის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური, როდესაც ევროკავშირს ს

EU-ს ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, იმედი არ დაკარგონ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აფასებს ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას და ამბობს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. „ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირ

EU-მა საქართველოში ორგანიზაციებისთვის €9-მილიონიანი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ევროკავშირმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროგრამის ბიუჯეტი 9 200 000 ევროა. წარდგენილი განაცხადი უნდა ემსახურებოდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორობას, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, სურსათის უვნებლობას, გარემოს დაცვას და სხვა საკითხებს.  "ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, როგორც მმართველობის სფეროს მნიშვნელოვან აქტორებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგი მიმართულებით: ლოტი

EU-მ გააუქმა გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილი, რომლებმაც ფერმერთა პროტესტები გამოიწვია

ევროკავშირი უარს იტყვის გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილზე, რომელთა გამოც ბლოკის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში, ბოლო ხანია, ფერმერების აქტიური პროტესტები მიმდინარეობს. Financial Times წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უქმდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების განახევრების გეგმა. პესტიციდები — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეული კულტურების, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრე

EU-ის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები: ვუერთდებით მოთხოვნას მიუკერძოებელ გამოძიებაზე

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში გამართული არჩევნების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი უერთდებიან გამოძიების შესახებ მოწოდებას და აკრიტიკებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს. განცხადებას უერთდებიან: მარტინ დვორაკი ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი მარი ბიერი დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი ანა ლიურმანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში

EU-ის წევრი 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონთან დაკავშირებით ბორელს მიმართავს

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს  საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ. წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. წერილში ნათქვამია, რომ „ახლა პირდაპირ და მკაფიო გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად”.

EU-ის წარმომადგენლობა: საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან და ევროკავშირი ახალგაზრდების გვერდით მტკიცედ დგანას. პუბლიკა

EU-ის წარმომადგენლობა: სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხურჩაში, ე.წ. ძალოვანებმა დროებით დააკავეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღეს ნაშუადღევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირებისას ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზთან, ხურჩის რაიონში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს. EU-ის წარმომადგენლობის თანახმად, ისინი უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. პუბლიკა

EU-ის წარმომადგენლობა: EU სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გუშინ, 28 იანვარს, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შ

EU-ის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ, ერთ ქართველიც მოხვდა – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების სანქციის ფარგლებში 18 პირსა და 3 კომპანიას დაასანქცირებს. მათი სახელები ორშაბათს გახდება ცნობილი. ქართული საზოგადოებისთვის კი საინტერესო აქედან ის არის, რომ ზემოხსენებული 18 პირიდან, იოზვიაკის ინფორმაციით, ერთი ქართველია. ნეტგაზეთი

EU-ის სანქციებს დაემატოს გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლები — ევროპარლამენტარები

ევროპული საპარლამენტო ჯგუფის „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი მარკეტა გრეგოროვა ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპაციაზეც იგივე რეაგირება ჰქონდეს, რაც უკრაინაზე. გრეგოროვა თანაავტორია ევროპარლამენტის რეზოლუციის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ. საქართველოს გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების, კერძოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი ევროკავშირის სიის მიღე

EU-ის ელჩები მზია ამაღლობელის საქმეზე ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორებს შეხვდნენ

„ევროკავშირის შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისკენ“, – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ X-ში, საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, რომელიც ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძეს შეხვდა. „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დაპატიმრებულია და უკვე მე-

EU-ის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდებიან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით. რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

EU შეშფოთებას გამოთქვამს “ოცნების” ლიდერების კომენტარების გამო მოსამართლეების მიმართ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო განცხადებით ეხმაურება საქართველოში სასამართლო რეფორმის საკითხებზე მიმდინარე მოვლენებს. პიტერ სტანოს განცხადებით, მართლმსაჯულების სიღრმისეული რეფორმა, რომელიც მათ შორის შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თანხვედრაში იქნება ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების ანგარიშსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე. მისივე თქმით, ეს ასევე

EU მკაცრად გმობს სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკანონოა.   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს. პუბლიკა

EU განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას — სტანო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებას. Europa Press-ის ინფორმაციით, სტანომ თქვა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ბლოკმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გაყინა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება. „ჩვენ განვიხილავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას“,

EU 22 ივნისს იტყვის, როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას

ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ზეპირ მოხსენებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. ევროკომისიის ზეპირ მოხსენების განხილვა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე მოხდება, რომელიც 21-22 ივნისს სტოკჰოლმში გაიმართება. ზოგადი საქმეთა საბჭო ევროკავშირის საბჭოს კონფიგურაციაა და თვეში ერთხელ, ძირითადად წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იკრიბება. დღის წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომებზე ევროპულ საკითხებზე პასუხ

EstLink 2-ის დაზიანებაში ეჭვმიტანილი ხომალდის ეკიპაჟის ნაწილი საქართველოს მოქალაქეა

ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ხომალდის Eagle S ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან. ფინური მედია YLE-ს თანახმად, გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა. ამის შესახებ 2024 წლის 27 დეკემბერს განაცხადა მომხდარის გამოძიების ხელმძღვანელმა, ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმინალური ინსპექტორმა სამი პაილამ. ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ (NBI) 2024 წლის დეკემბერში დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომ

Ekho Kavkaza: 30 მარტს ირაკლი ბებუას გაათავისუფლებენ

Ekho Kavkaza ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ 30 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლებენ – ბებუას 9 წელი ჰქონდა მისჯილი. ე.წ. მინისტრი უარყოფს, რომ ის ვადაზე ადრე თავისუფლდება – როგორც Ekho Kavkaza წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორები, რის გამოც სასჯელის ვადა „ერთი ორად“ აითვლება. ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპ

EECMD მოუწოდებს პარლამენტს, დაიწყოს ემიგრანტებისთვის ხმის ონლაინმიცემის კანონპროექტის განხილვა

„მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD) მოუწოდებს პარლამენტს, დროულად დაიწყოს განხილვა ნოემბერში დარეგისტრირებული კანონპროექტისა, რომელიც ემიგრანტებისთვის ხმის  ონლაინმიცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს. EECMD-ის ავტორობით და ოპოზიციის დეპუტატების ინიციირებით, 2023 წლის 21 ნოემბერს დარეგiსტრირდა კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ონლაინ სისტემის გამოყენებით მონაწილეობის შესაძლ

Edison Research: ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო არის უმუშევრობა, 45% ფასების ზრდას ასახელებს, 43% კი სიღარიბეს. კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა: უმუშევრობა – 47% ფასების ზრდა – 45% სიღარიბე – 43% ოკუპირებული ტერიტორიები – 25% ემიგრაცია – 19% განათლება

Edison Research: მოსახლეობის 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას, 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია. კითხვაზე, გსურთ, რომ „ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია (ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა: ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 68% ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 32% სექტემბერში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვი

Edison Research: 90% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, 85% — ნატოში

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90% — ევროკავშირში, 85% კი ნატოში გაწევრიანებას ემხრობა. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, შესაბამისად, 10 და 15 პროცენტია. გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ იქნება უზრუნველყოფილი მჭიდრო ურთიერთობებით დასავლეთთან, 13%-ის აზრით — რუსეთთან, ხოლო 9% ფიქრობს რომ არცერთთან. 84%-ის აზრით, რუსეთის აგრესიული რეაქცია საქართველოს ევროკავშირსა დ

Edison Research: „ოცნება" — 34%, „ერთიანობა" — 19.2%, გახარია — 10.6%

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 34% ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19.2% გახარია – საქართველოსთვის – 10.6% ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.8% ახალი ერთობა გვარამია მელია – 9.1%

ECHR-მა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა საქმეზე, რომელშიც მოსამართლე ფიგურირებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს. საქმე ეხება 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოს პლიაჟზე მომხდარ ინციდენტს. მაშინ 13 წლის არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [მაშინ მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო]. დედამ პოლიციას მიმართა, მანამდე კი პლიაჟზევე, ინციდენტის შემდეგ
×
×
  • შექმენი...