Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.088.300

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრიგოჟინი: "ვაგნერის" მეომრები ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებენ

რუსეთის გასამხედროებული, კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში. პრიგოჟინი ახლახან აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის მერე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - თუმცა კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე. 22 მაისს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი იმეორებს მის მიერ უკვე გამოთქმულ

Imagine Dragons-ის კონცერტის გამო თბილისის ავტობუსების ნაწილი 02:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ. კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი თბილისში 31 აგვისტოს, 22:00 საათზე დაიწყება. netgazeti

ანა ბუჩუკური - ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ტყუილი "რუსთავი 2"- გან და ეს არ არის პირველი შემთხვევა

„ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ტყუილი რუსთავი 2- გან. ეს არ არის პირველი შემთხვევა მათგან. ზუსტად რუსთავი 2 იყო, რომელმაც ვითომ „ექსკლუზიური“ ამბავი - აბსოლუტური ტყუილი გაავრცელა და იქიდან დაიწყო პროპაგანდა, თითქოს ვაშინგტონში გიორგი გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, ეს იყო დიდი ტყუილი #1, დიდი ტყუილი #2 - გიორგი გახარიას „კოკაინშიკობასთან“ დაკავშირებით და გუშინდელი დიდი ტყუილი #3, რაც ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან კადრში, ვიდეოში ჟურნალისტებთან გახარია სხვა რამეს ამბობს და რ2-მა მაგ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თხინვალა, ლისი, თელეების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფელბში ახალშენი, პეტრიანი, ებნისი, ლამოვანი, ბურღულები და მიმდებარე სოფლებში; 12:00

გაერო - ღაზაში იძულებით გადაადგილებულია 123 000-ზე მეტი პალესტინელი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი, - ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს. შეგახსენებთ, ისრაელმა "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა. ღაზას სექტორში დაახლოე

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა. „ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა. მისი თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს.

სასამართლომ ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის, ნინო მაჭარაშვილის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია – კულტურის სამინისტროს 20 თვის განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. მაჭარაშვილი 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს. ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლის ინტერესებს საადვოკატო ფირმა Justice League იცავდა. იურისტმა დიტო ხვიჩიამ „პუბლიკას” უთხრა: თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. დანიშვნიდან მალევე დაიწყო საკადრო ცვლილებები ხელოვნებისა და ერ

პრეზიდენტი დიპლომატებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განცხადებები არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა შეხვედრებს მართავს, როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის თუ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. იპნ

რუსეთმა ზაპოროჟიეში საბავშო კაფე დაბომბა

რუსულმა ძალებმა 20 აგვისტოს ზაპოროჟიეს ოლქში, ქლაქ მალოკატერინოვკაში საბავშვო კაფე დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი. დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. „მტერმა პირდაპირ საბავშვო კაფეს დაარტყა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულები არიან 11, 14, 15, 17 და 18 წლის პირები. ჭურვის ტიპი ჯერ დადგენილი არ არ

რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ანტიბიოტიკების მიღებას

როგორც ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამოარკვიეს, ანტიბიოტიკების კურსის მიღების შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა, დაკავშირებულია თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან.   კვლევის მიმდინარეობისას, სპეციალისტებმა შეისწავლეს თაგვების სიცოცხლის ნაადრევ ეტაპზე ანტიბიოტიკების შეყვანის ხანგრძლივი ეფექტები. საკვლევ ცხოველებს აკვირდებოდნენ პრეპარატების - ამპიცილინისა და ნეომიცინის - მიღების დაწყებიდან ხანდაზმულ ასაკამდე (102 კვირა). ანტიბიოტიკები სერიოზულად ამცირებდნ

ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს 19 თებერვალს ეწვევა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბლინკენი ჯერ ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, სადაც პირადად იხილავს თურქეთისთვის გაწეული ამერიკული დახმარების შედეგს, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსა და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს შეხვდება. დიპლომატები სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნისთვის შემდგომი დახმარების გაწევასა და ორი ქვეყნის პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

ვხედავ პოლიტიზირების საფრთხეს - პაპუაშვილი ციხეში დეპუტატების არშეშვებაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა ვერ მიიღო. ანა ნაცვლიშვილის პასუხად შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და პატიმრის მონახეულება არაა დეპუტატის უფლება, ესაა პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. პაპუაშვილი ამბობს, რომ „სამწუხაროდ ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან“ და ც

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. იპნ

რუსებმა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავიანთი დანაყოფები 5 -15 კმ-ით უკან დახიეს

კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირზე რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი სამხედრო ნაწილები 5-15 კმ-ით უკან დაიხიეს. ამან მათ მარჯვენა სანაპიროს მხარეს განლაგებული ნაწილის ნაღმსატყორცნებით დაბომბვა გაურთულა, თუმცა წყალდიდობამ ხელი ვერ შეუშალა აღნიშნული ტერიტორიის საარტილერიო თუ საჰაერო დაბომბვას და სარაკეტო იერიშებს. როგორც სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა საინფორმაციო გამოსვლის დრო

ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსი “Москва Резорт” აშენდება

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის “მოსკვა რეზორტისთვის” გამოყოფილი ტერიტორია მოინახულა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 2026 წელს უნდა გაიხსნას, ოფიციალური ინფორმაციით, 31 მილიარდი რუბლის ოდენობის რუსული ინვესტიციით აშენდება. მასში 450 სასტუმრო ნომერი და ხანგრძლივი ვადით საცხოვრებელი აპარტამენტები იქნება გათვალისწინებული. სასტუმრო კომპლექსმა, ასევე ორი კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლებ

დმიტრო კულება - უკრაინა ზრდის იარაღის შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა არა მხოლოდ პარტნიორებისგან იღებს სამხედრო დახმარებას, არამედ ზრდის იარაღის შიდა წარმოებას. „რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არა მხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად ნატო-სა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს კულება. შეგახსენებთ, 22 სექტემბერს

„New York Times“-ის ათასზე მეტმა ჟურნალისტმა გაფიცვა გამოაცხადა

გაზეთ The New York Times-ის რედაქციის წევრთა უდიდესმა ნაწილმა, 1100-მდე ჟურნალისტმა, გაფიცვა გამოაცხადა და 24 საათით შეაჩერა მუშაობა. გაფიცვის მიზეზი ისაა, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელფასების ზრდის და შინ მუშაობის პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ნიუ-იორკის პროფკავშირის, The NewsGuild-ის, წევრების თანახმად, 2021 წლის მარტის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკება გაიჭიმა და მათ შედეგი სურთ. პროფესიული კავშირის თანახმად, ამ მასშტაბის გაფიცვა New Yo

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსალოდნელი დივერსიის საფრთხის გამო სამძებრო სამუშაოებს ატარებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოსალოდნელი დივერსიის საფრთხის გამო სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს. „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის გადამოწმებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობ

პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. მათი ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ე

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გმობს

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი აპროტესტებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს მხარდაჭერას უცხადებს. „საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს, მათ შორის ჩვენს მეგობრებს სამეფო უბნის თეატრიდან. კანონპროექტმა შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე და შეფ

უკრაინის საელჩო - იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა

საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლო დროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა. უკრაინის საელჩო კატეგორიულად უარყოფს “ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს. თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა

დონალდ ტრამპი დააკავეს

დონალდ ტრამპი დააკავეს. როგორც დასავლური მედია წერს, სასამართლოში მისვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ოფიციალურად არის დაკავებული და პოლიციის პატიმრობაში იმყოფება მომავალ სასამართლო სხდომამდე. ტრამპი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. ipn

,,ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება“ - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. „ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. „როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია აღარ განმეორდება

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი გერმანიაში ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრამდე შედგა. „გასული წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინას უზარმაზარი შესაძლებლობები მისცეს. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ცნობისათვის, „რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედ

შსს წუხანდელ აქციაზე 7 ადამიანის დაკავებას ადასტურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა, თუმცა უწყების პრესსამსახურში არ გვითხრეს რამდენი მათგანი რჩება ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში. განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ. უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იგულისხმებოდა, რომ ხელწერილის საფუძველზე არავინ გათა
×
×
  • შექმენი...