დიდი ბრიტანეთი უკრაინას უგზავნის ლაზერული დამიზნების სისტემის მქონე მაღალტექნოლოგიური რაკეტა Brimstone-ის მეორე თაობის მოდელებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი წერს. ერთი რაკეტა Brimstone 2 დაახლოებით 175 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს. ის ძირითადად, განკუთვნილია სახმელეთო სამიზნეების, მათ შორის დიდი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გასანადგურებლად და შეუძლია წინასწარ დაპროგრამებული სიიდან, მაღალი სიზუსტის რადარის მეშვეობით თავად აირჩიოს შესაფერისი სამიზნე ისე, რომ არ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ატარებს „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სისტემური მუშაობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის".
უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, რუსეთის სამხედრო ა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 9 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანებულია სამოქა
მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საუბარია საქართველოზე. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მადრიდიდან იუწყება.
შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, მოახდინონ დროული იმპლემენტაცია სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტებისა, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის.
რეზ
დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ მომენტში მთავარია სტრატეგიული საკითხი და რუსეთისთვის საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილის მიცემის რისკები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.
ევროკავშირის მიერ ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე,
არგენტინული ტელეარხის Todo Noticias-ის რეპორტიორი დომენიკა მეცგერი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გაძარცვეს – ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.
მეცგერს კატარი-ეკვადორის (0:2) მატჩის წინ, ჩართვა ჰქონდა დოჰას კორნიშის რაიონიდან. პირდაპირ ეთერში გულშემატკივრებთან ინტერვიუებს იწერდა, რა დროსაც მისი ჩანთიდან ფული და დოკუმენტები გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის მომენტი კადრებში არ მოხვდა, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ის გადაღების დროს გაძარცვეს.
უკრაინის უმაღლესი რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის ცნობით, მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი რუსი კრიმინალების დასასჯელად. ეგორ ჩერნევის ცნობით, ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
„ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებას. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო ჩამდენები, არამედ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გადაეგზავნებ
რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში.
გენერალურ შტაბში აცხა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა.
ჩინეთში, გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტში. დაინფიცირების შემთხვევებმა ახალ რეკორდს მიაღწია დედაქალაქ პეკინშიც, სადაც, გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების ორი ახალი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 9 ხმა სახალხო დამცველობის კანდიდატმა და ომბუდსმენის მოქმედმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. იგი სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული ერთ-ერთი კანდიდატია.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველას, ვინც თავისი კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრება გაიარა. საკითხი ახლა პლენარულ სხდომაზე გადავა.
კენჭისყრამდე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კომიტეტის ფარგლებში "ქართული ოცნების" ფრაქ
თბილისის ზოოპარკი facebook-ზე რამდენიმე დღის წინ ზოოპარკიდან გაქცეულ მამკაკის ისტორიას ჰყვება. როგორც ადმინისტრაცია facebook-პოსტში აღნიშნავს, ვოლიერიდან გაქცეული მაიმუნი უკან მალევე დააბრუნეს, გაქცევის წინაპირობა კი ასეთი იყო:
ბათუმის პორტში საათზე მეტია, სამართალდამცველები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე ნაღმს ეძებენ.
როგორც პორტის პროფკავშირების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და აღნიშნა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. პორტი ამ დროისთვის ჩაკეტილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განმარტებები არ გაკეთებულა.
ავტორი - მერაბ წულუკიძე
ხერსონის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ქალაქ ხერსონს. ამის შესახებ ტელეგრამარხზე წერს ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე იური სობოლევსკი.
„ისევ დარტყმები, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არიან დაჭრილი სამოქალაქო პირები, მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება“ – წერს სობოლევსკი ტელეგრამში.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობა, დაღუპულების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული.
ავტორი - ლევან ახალაია
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7178 ლარი ეღირება, ევრო – 2.7814 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2111 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7188 ლარი ღირდა, ევრო – 2.8213 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2419 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ნოემბრისთვის ამოქმედდება.
ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, როგორც მოკავშირეებს, რომ დავიცვათ ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორები, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიის წინაშე ყველაზე დაუცველები, როგორიცაა საქართველო, რომელმაც უკვე განიცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია 2008 წელს, ჩვენს მხარდაჭერას იღებდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო უნდა დაეხმაროს პარტნიორებს, რომ თავი დაცულად იგრძნონ.
„მტკიცედ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია.
ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლის სულ მცირე ერთი კერაა და დაკვამლიანება შეინიშნება. უცნობია, ხანძარი რა ფართობს მოიცავს. მათი თქმით, შესაბამის სამსახურს ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს.
სოფელში მერის წარმომადგენელი ზვიად შარიქაძე ამბობს, რომ ხანძრის კერამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი, რასაც დაახლოებით 2 საათი სჭირდება.
მისივე ინფორმაციით, შ
დღეს საქართველოში ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტთა თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება ჩვეულ დროზე ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. შესაბამისად, ექიმები ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება. ისინი თვლიან, რომ დღეს, ქვეყნისთვის, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსის, რომლის მუტაციაც - ომიკრონი, არ გამოირჩევა გართულებებით და გრიპთან შედარებით, მისი მიმდინარეობა უფრო მს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა, რომ მას არ აქვს ძალაუფლება, შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „მე ეს ძალაუფლება არ მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, „თქვენ შეიძლება, ეს მოითხოვოთ. თქვენ იყავით საგარეო მინისტრი მის ადმინისტრაციაში“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ.
„მე ა
ქართველმა მთასვლელებმა ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ დაიმსახურეს – არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მწვერვალი სარაგრარი დალაშქრეს, რომლის სიმაღლეც 7 300 მეტრია. ჩვენმა ალპინისტებმა მწვერვალის დასალაშქრად უნიკალური მარშრუტი აირჩიეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მხრიდან განსაკუთრებულ მიღწევად შეფასდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია საფრანგეთში, ქალაქ ბრიანსონში გაიმართა.
ავტორი - ალექსანდრე ქურხული
ბოროტების ახალი ტალღა მიმართულია უკრაინისა და უდანაშაულო უკრაინელების განადგურებისკენ. ეს ყველაზე სასტიკი მიდგომა და რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ქმედებაა, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბელაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს და ამისთვის აუცილებელია ერთიანობა და სიმტკიცე.
„ჩვენ უნდა დავეყრდნოთ და ვიბრძოლოთ მულტილატერალიზმისა და კანონის უზენაესობისთვის. ბალიზე დიდი ოცეული სამიტზე ჩვენ მივაღწიეთ კონსენ
200-ზე მეტმა ინდოელმა, რომელიც კატარისა და ეკვადორის ნაკრებთა გახსნის მატჩისთვის საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე სამუშაოდ დაიქირავეს, ექვსი საათი წყლისა და საკვების გარეშე გაატარა „ალ-ბაითის“ სტადიონის შესასვლელთან. ბევრი მათგანი უკმაყოფილოა შრომის პირობებით და მათდამი მოპყრობით.
205 მამაკაცისა და შვიდი ქალისგან შემდგარი ჯგუფი სტადიონზე დილის 10 საათზე მივიდა, მაგრამ 16 საათამდე ისინი არენაზე არ შეუშვეს. მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში ისინი საკვებისა და წყლის გარეშე დატოვეს.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საკუთარ პარტნიორებთან – მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ასევე სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან.
როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართვ
მე ვიყავი შეშფოთებული, ისევე როგორც მთელი მსოფლიო და შეიძლება, უფრო მეტადაც კი. ჩემს გუნდთან ერთად, მთელი ღამე ვადევნებდით თვალს ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს შეგრძნებასთან, რომ ბირთვული ბალანსი კარგად მუშაობს დღეს და ამ ხაზს, რომელიც დაცულია ნატო-ს მიერ, ყველა ძალიან უფრთხილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რეაქციაზე, რომელიც სა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) ხორცპროდუქტებში განმეორებით აღმოჩენილი ცხენისა და ვირის ხორცის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ხორცის ფარშში ვირისა და ცხენის ხორცის კვალის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად 16 ნოემბერს გაავრცელა, განმეორებითი კვლევების ჩატარების და მისი შედეგების შესახებ კი - დღეს, 21 ნოემბერს.
სააგენტოს მიერ გ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს ვიდეომიმართვით მიულოცა ღირსების და თავისუფლების დღე, რომელსაც უკრაინა 21 ნოემბერს აღნიშნავს.
ზელენსკის განცხადებით, ყველამ დაინახა, რომ უკრაინელი ხალხი მზად არის ბოლომდე იდგეს, არ დაკარგა ღირსება, ვაჟკაცობა, საკუთარი თავის რწმენა და გაერთიანდა, რათა არ დაკარგოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უკრაინა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელები შეიძლება დარჩნენ ფულის, ბენზინის, ცხელი წყლის და შუქის გარეშე, მაგრამ - არა თავისუფლების. "ყ