Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.995

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. იპნ

სამთავრობო „იმედის" დაკვეთილი კვლევა: „ოცნება: - 55%; ენმ და სტრატეგია - 20%

GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 55%; „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – 4%; „ლელო“ – 4%; „ევროპული საქართველო“ – 3%; „საქართველოსთვის“ – 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%; „ლეიბ

მიშა დაუშვილი - ივანიშვილმა, როგორც კი გამოჩნდა, თქვა, რომ „ოცნებას“ შეუზღუდავი ძალაუფლება აქვსო, ეს „ოცნება“ კი თვითონ არის (ვიდეო)

“ივანიშვილმა, როგორც კი გამოჩნდა, თქვა, რომ „ოცნებას“ შეუზღუდავი ძალაუფლება აქვსო, ეს „ოცნება“ კი თვითონ არის. ახლა შეუზღუდავი ძალაუფლება მე თვითონ უნდა დავაბალანსოო, ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ ამის დაბალანსება გინდა, აღვადგინოთ ძველი წესი და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, იყოს პირდაპირი წესით არჩეული. კობახიძემ უკეთ იცის ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ვიდრე ორმა მილიონმა მოქალაქემ?”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა. ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატ

ანა ბუჩუკური - თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“

თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამასთან, დეპუტატის თქმით, ბრიუსელში და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის

პრეზიდენტი - ისლანდია და საქართველო ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების განმტკიცების ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ - ევროპის მომავალი უკრაინაში წყდება, სადაც ომი აგრესორის დამარცხებით უნდა დასრულდეს

ისლანდია და საქართველო იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების - განვიხილეთ შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას პრეზიდენტებმა ვრცლად ისა

ნატო-ს პრესსპიკერი - კანონის მიღება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს

მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს, - ამის შესახებ განცხადებას ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს“, - წერს ნატო-ს პრესსპიკერი X-ზე.

„ბიბისი“ - გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა

გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა, – ამის შესახებ ნათქვამია „ბიბისის“ სტატიაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელები კონტრშეტევებზე უშიშრად მიდიოდნენ და ყველგან რისკავდნენ. „ბიბისი“ წერს, რომ ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშშიც ათი ცვლილება განახორციელა. „თუმცა მათი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩნენ იმი

გიორგი მამარდაშვილი - "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ყოფნა, ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო - მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა

გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი. "ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს", - განაცხადა მამარდაშვილმა, რომლის კომენტა

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ შევაგროვოთ მტკიცებულები, რადგან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა ეს მტკიცებულებები უბრალოდ გააქრონ (ვიდეო)

ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ შევაგროვოთ მტკიცებულები, რადგან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა ეს მტკიცებულებები უბრალოდ გააქრონ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/571075305601328

100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც გომელაურის უწყებაში არ აკმაყოფილებენ - გიორგი გახარია

დაზუსტებით ვიცი, რომ 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც გომელაურის უწყებაში არ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, უწყებიდან კადრების ძალიან დიდი გადინებაა, რის აღდგენასაც წლები დასჭირდება.  

აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები

ნატა საბანაძე - „ქართული ოცნება“ ქვეყანას აგდებს მგლების ხახაში, ყოველგვარი მხარდაჭერის და მოკავშირეების გარეშე

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში და მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებსა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორი პერსპექტივა ელის ქვეყანას 20 იანვრის შემდეგ, ანუ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, Chatham House-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის, უფროს მკვლევარს, ნატა საბანაძეს ესაუბრა. - ქალბატონო ნატა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილზე შეკრებილები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ. შეკრებილების თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 36-ე დღეა იმყოფებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. “ჩვენ პროტესტი მშვიდობიანია. გვინდა, რომ ხმა მივაწვდინოთ “რუსულ ოცნებას”, რომელიც არალეგიტიმურია”, - აცხადებენ შეკრებილები.   იპნ

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. აღნიშნულს დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროკურატურა დაკავე

SJC: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ, 11 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი დაკავების ფაქტებს და მოითხოვს: „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებას და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემას. აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში ჩატარდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში. "ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოვოთ ორმ

„რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება“ — ნათია მეზვრიშვილი 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს 613 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ მოკლე ინფორმაცია მისსავე გვერდზე დაიდო სოციალურ ქსელში. დამატებით ინფორმაცია შეწყალებულთა შესახებ უცნობია. მიხეილ ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიზანი რეპრესიებისთვის საჭირო „სამუშაო ძალის“ დამატებაა. „რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქ

მზია ამაღლობელი - არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი - ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა

ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა - იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ - არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს. როგორც ამაღლობელი აცხადებს, მისი დაპატიმრება „რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი და ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული“ პროცესების შედეგია. „ფაქტი, რი

ევროპაში რაღაცები უფრო ნელა, მაგრამ საბოლოოდ ხდება — ევროპარლამენტარი „ოცნების“ სანქცირებაზე

ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ამბობს, რომ „მოსკოვის მშვიდობის მტრედების“ მონდომების მიუხედავად, რომლებიც ევროკავშირში შიგნით სიტუაციის არევას და საერთო თანხმობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, ევროკავშირი გაამწვავებს პოლიტიკას ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, ქართველის ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს და გააღრმავებს. კოლსი ამბობს, რომ „ოცნება“, რომელიც იქცა ქართულ კოშმარად, ქვეყანას რუსეთთან აახლოებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში რაღაცები უფრო ნელა ხდება, ვიდრე აშშ-ში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმის განხილვა არ მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში საქმეზე საჩივარი გუშინ შევიდა, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთ

ანდრო ჭიჭინაძე: ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრმა“ ანდრო ჭიჭინაძისა და საპროტესტო აქციის ფარგლებში სხვა უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად საპროტესტო მანიფესტი-პერფორმანსი ჩაატარა. მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა სცენიდან ანდრო ჭიჭინაძის წერილი წაიკითხა: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, 10 იანვარს ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა. წი

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის თვითშემოქმედებაა - ეს იყო შეკვეთილი ჯგუფური თავდასხმა

ივანიშვილს „მესიჯი“ აქვს ჩაშლილი რეგიონებში, რომ თითქოს გახარიაზე თავდასხმის საქმეში სუფთაა და ეს ვიღაცის­ თვითშემოქმედებაა - მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი, წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი ჯგუფური თავდასხმა,- ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მეზვრიშვილი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ გახარიაზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო. „როგორც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაც

დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებები სავალდებულოა, თუ არ შეასრულებენ, მოუწევთ ორგანიზაციის დატოვება, რაც წარმოუდგენელი იქნება - დოკუმენტს გამოვიყენებთ, რომ უფრო გაიზარდოს წნეხი „ქართულ ოცნებაზე“

ამ დოკუმენტს [ევროპის საბჭოს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას] თითოეული ჩვენგანი - პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ იმისთვის, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, პატიმრების გათავისუფლებამდე და საქართველოს დემოკრატიულ განვითარების გზაზე დაბრუნებამდე , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტი ქმნის ფუნდამენტურ საფუძვლებ

მიხეილ ჩხენკელი - სამინისტრო UNICEF-თან ერთად სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს - განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან ერთად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მი
×
×
  • შექმენი...