Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    866.497

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა ჯერ დაკავებისას სცემეს, შემდეგ განყოფილებაში

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანატოლი გიგაური ჰყვება, რომ აქციაზეც და  განყოფილებაშიც პოლიციამ აქეთ სცემა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა. როგორც ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, 25 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები პარლამენტის ლეგიტიმაციაზე იოსელიანის განცხადებას ემიჯნებიან

სახალხო დამცველის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”. ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ „სამწუხაროდ მიიჩნევს სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”. ლევან იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს „ქართული ოცნების” პარლამენტის შეკრებასაც და

ცესკომ „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ პარტიული სიები გაუუქმა

საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. „აქვე გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნ

გიორგი გახარია - ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის - გადამეტებული მოლოდინების შექმნას, ადამიანების ემოციებსა და სენტიმენტებზე თამაშს, დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება მოჰყვება

ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი, სადაც ვართ, მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის , - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას მოსაზრებით, აქციის შედეგების ხალხზე დაბრალება „არის ისეთი წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც ხალხი არავის აპატიებს“. „ნებისმიერი რადიკალიზაცია, სადაც არ უნდა იყოს: ქუჩაში, დაპირისპირება.... ეს ივანიშვილისთვის ისეთი საჩუქარი იქნება, რომ ამის გაკეთება არცერთ შემთხვევაში არ შე

ნათია მეზვრიშვილი - ვისაც გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას - არჩევნების დაცვის გარანტად დამოუკიდებლები გვჭირდებოდა და არა ოჯახებში და მეგობრებში „კაი ბიჭები"

"ვისაც 2023 წლის მარტიდან გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას. დიახ, 7 მარტიდანვე ცხადი იყო „ოცნების“ მიერ მისი არჩევის, მისი თითოეული მოქმედების და მეტწილად უმოქმედობის მიზანი - გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. არც „რას ერჩი, კარგი ბიჭია“ კალანდარიშვილი მყავდა „ამოჩემებული“. უბრალოდ ცოტა მეტი დაკვირვება, სტრიქონებს შორის კითხვა და პოლიტიკის ანალიზი იყო საჭირო. სხვა დროს რომ უნდა გავითვალისწინოთ, იმ გაკვეთილებიდანაა. არჩევნების დაცვი

მარკეტა გრეგოროვა - რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები - მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან

რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები. მაგალითად, ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარკეტა გრეგოროვას თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, საუბარი იქნება მოგზაურობის აკრძალვაზე ინდივიდებისთვის, რადგან „ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ ევროპაში და არ უნდა მივ

პეტრას აუსტრევიჩუსი - მოვუწოდებთ, დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება, რაც შეიძლება სწრაფად - ამ არჩევნებს საქართველოში ექნება უზარმაზარი გავლენა ევროკავშირთან ურთიერთობებზე

როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. აუსტრევიჩუსი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება. „ველოდებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საკმაოდ

ცესკომ დაადგინა პრეზიდენტის არჩევნების კოლეგიის კვოტები და გრაფიკი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა 14 დეკემბერს ჩანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ღონისძიებების გრაფიკი და კოლეგიის კვოტები. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, არაუგვიანეს 5 დეკმებრისა საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა უნდა წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გატარდება რეგისტრაციაში. პარლამენტმა, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭოებმა არჩევნების თარიღის დანიშვნიდან ორი დღის ვადაში, არაუგვიანეს 28 ნოემბრი

ლევან გოგიჩაიშვილი - სიის ჩახსნაზე უარის თქმის უფლება ცესკოს არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას , ეს "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, შესაბამისად ჩვენ ამ თამაშში შესვლას არ ვაპირებთ (ვიდეო)

სიის ჩახსნაზე უარის თქმის უფლება ცესკოს არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას , ეს "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, შესაბამისად ჩვენ ამ თამაშში შესვლას არ ვაპირებთ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1086900336553709

გიორგი შარაშიძე - ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ერთპიროვნულად დანიშნული პაპუაშვილის გადასაწყვეტი გახდეს ჩვენი მანდატების ჩახსნა არ ჩახსნის საკითხი (ვიდეო)

ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ერთპიროვნულად დანიშნული პაპუაშვილის გადასაწყვეტი გახდეს ჩვენი მანდატების ჩახსნა არ ჩახსნის საკითხი. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მთავარია, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9151502004883060

ანა ბუჩუკური - გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა (ვიდეო)

გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა დღეს. რა ფორმით ჩავხსნით სიებს, როდის ჩავხსნით ეს არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან გვაქვს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/556539093655789

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზ

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წე

მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. “საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომი

ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილმა წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთი ადამიანი, როგორც ხედავს თვითონ ქართულ სახელმწიფოს (ვიდეო)

ივანიშვილმა წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთი ადამიანი, როგორც ხედავს თვითონ ქართულ სახელმწიფოს. ივანიშვილის გარემოცვის 80% არიან ყოფილი ნაცები, მან გათვლა ამ ხალხზე გააკეთა, რადგან მონობაში კარგად გამოწრთობილები არიან. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2306769163035258

სოფო ხორგუანი - ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმ ხალხზე, ვის დასჯასაც ცდილობს "ოცნების" რეჟიმი - მინდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო და მათი ბრძოლა არ არის ფუჭი (ვიდეო)

"ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმ ხალხზე, ვის დასჯასაც ცდილობს "ოცნების" რეჟიმი - მინდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო და მათი ბრძოლა არ არის ფუჭი." სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7232904170166709

გიორგი გახარია სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის, გაერთიანებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა (ფოტოები)

გიორგი გახარია სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის, გაერთიანებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე:  

დიმიტრი ცქიტიშვილი - ამ ადამიანს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური წონა, შესაბამისად ყაველაშვილის არჩევით ივანიშვილმა დააკნინა და საბოლოოდ გაანადგურა პრეზიდენტის ინსტიტუტი (ვიდეო)

ამ ადამიანს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური წონა, შესაბამისად ყაველაშვილის არჩევით ივანიშვილმა დააკნინა და საბოლოოდ გაანადგურა პრეზიდენტის ინსტიტუტი. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1282382552983608

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მიიღებს

28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით

პარლამენტი მთავრობას ნდობას დღეს გამოუცხადებს

დღეს, 28 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს. მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება. მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა: პრემიერ მინისტრი

„რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია“ — რას წერს რუსული მედია ყაველაშვილის კანდიდატურაზე

რუსული მედიასაშუალებები – განსაკუთრებით, სპორტული მიმართულების – საინტერესოდ აშუქებენ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატადად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას. ისინი იხსენებენ ეპიზოდს ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერიდან, როცა 1995 წელს ალანიას „სპარტაკის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა. „ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა“ — ასეთი ან მსგავსი სათაურით მასალა სულ მცირე რვა რუსულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. მათ შორისაა რუსეთში საკმაოდ პოპუ

გერმანიის ელჩი: ურთიერთობები კრიზისშია, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აღარ ვართ კარგი პარტნიორი

ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: "ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ". სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობი

ტრამპმა უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა

დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა. კელოგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ივლისში კელოგი საუბრობდა გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინაში ომს დაასრულებდა, რომელიც, მისი თქმით, ტრამპსაც მოეწონა. გეგმის თანახმად, თუ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა, კიდევ უფრო მეტ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, ხოლო ცეცხლი არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა შეწყდეს.

პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს - დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ულოცავს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ახალ მანდატს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს, რათა დაეხმაროს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე. “გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე იგივე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის

29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით
×
×
  • შექმენი...