ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. „გუბერნატორის“, ვლადიმირ როგოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში პიატიხატკის დასახლება გაათავისუფლეს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოქცევა მოახერხეს. მტრის შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო“, - წერს როგოვი „ტელეგრამზე“.
მისი შეფასებით, თუ უკრაინა პიატიხატკში გამაგრდება, შეეცდება ჟერებიანკას მიმართულებით დარტყმის განხორციელებას და ეს გამოიწვევს იმას, რომ უკრაინი
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშსა და მეოთხედფინალში გასვლას უცხოურ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
„2023 წლამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მასპინძელთა ნაკრებმა ბოლო ტურში ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ზურიკო დავითაშვილის გოლმა გაიყვანა“.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე, ქუთაისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა.
ოკუპანტების მიერ მოკლული მალხაზ კვიჟინაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, სამხედროებმა და რიგითმა ადამიანებმა გააცილეს.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, რადგან ის ფაშისტი და სადისტია.
აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში და გაემართნენ კიევისკენ, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარზე მისი ულტიმატუმების საფუძველზე. "როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა",
ევროპის საბჭოს ასამბლეა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, „აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარული კონტაქტის გარდა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2000 წლიდანაა.
2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუ
“სად გაქრა ღარიბაშვილის ეკონომიკური სასწაული? ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერ-მინისტრის თვითქებაი საკვირველი სად წავიდა? ჩიტმა წაიღო?
იცით რატომ ვკითხულობ ამას? იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში აღტაცებული ლაქლაქით, რომ საუბრობთ და ქვეყანაში გასაოცარ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩაიფუშა ეგ ნარატივი! აგერ საერთაშორისო სავალუტო ფონფის შეფასება ვნახეთ, რომლის მიხედვითაც სომხეთის მაჩვენებლები ქვეყნის, რომელმაც ომი გამოიარა, უსწრებს საქართვრლოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს.”
ბექა ლილუაშვილი, საპარ
“ადამიანები, რომლებიც არიან სრულ გაურკვევლობაში, იწყებენ პროცესებს, ქმნიან კრიზისებს, გვაზიანებენ სახელმწიფოს, როგორც ეს იყო რუსულ კანონზე, როგორც ეს იყო იმპიჩმენტზე და ვერ მიჰყავთ თან ეს ყველაფერი ბოლომდე, საბოლოოდ კი გვიტოვებენ დაზიანებულზ სახელმწიფოს და დაზიანებულს სახელმწიფო ინტერესებს.
რაც შეეხება პრეზიდენტს, ყველას ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ ქალბატონ სალომესაც, რომ ამ პროცესების უკან რეალურად დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ის დღეს ესაუბრებოდა მხოლოდ ირაკლ
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალუირ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების იფორმაციით, აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კირბლელი კაცი თამაზ გინტური, ხოლო გატაცებულია ასევე ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თა
“ივანიშვილმა, როგორც კი გამოჩნდა, თქვა, რომ „ოცნებას“ შეუზღუდავი ძალაუფლება აქვსო, ეს „ოცნება“ კი თვითონ არის. ახლა შეუზღუდავი ძალაუფლება მე თვითონ უნდა დავაბალანსოო, ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ ამის დაბალანსება გინდა, აღვადგინოთ ძველი წესი და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, იყოს პირდაპირი წესით არჩეული.
კობახიძემ უკეთ იცის ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ვიდრე ორმა მილიონმა მოქალაქემ?”
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.
ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატ
"ჩვენთვის საქართველოს ევროპული მომავალი არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროპაში.
მაგრამ ეს ფორმატი გაუგებარია, ამიტომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. განსაკუთრებით იმ ხალხთან ერთად არის გაუგებარი, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ."
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართვე
ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, მათ შორის ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საუბრისას განაცხადა.
ბითა
თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ. ამასთან, 4 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის ზღვრული ოდენობა, რაც ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს.
ამას “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია თ
თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ბრიუსელში და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების პლენარულ სხდომაზე წარდგენისას განმარტა, თუ რატომ სიტყვა „იმიტომ“ იმის არგუმენტად, რომ ეს კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება.
ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა დავიწყო „რატომ? - იმიტომ?“ - ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციისა და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩენ
ჩვენ მზად ვიყავით, ძალიან ბევრი დაგვეთმო. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო მეორე მხარის მიერ, „ლელოს“ უნდა მოეხდინა კონსესუსი შიგნით, პარტნიორებში და ეს შეთანხმება, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა მის პარტნიორებთან.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/498932259691702/
ეს სისტემა უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით და ეს ცვლილება მოხდება სულ რამოდენიმე დღეში.
შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1297203338057702/
არჩევნების დღეს, ისე როგორც წინა საარჩევნო პერიოდში იყო სისტემური დარღვევები, რამაც გავლენა მოახდინა შედეგებზე, გვაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/472767512473716/
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2019-2022 წლებში, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არჩევნები საქართველოში პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა.
ამის შესახებ ბორის ჯონსონმა X-ზე დაწერა.
„სურათი, რაც საქართველოში ჩანს, ნათელია — გუშინდელი არჩევნები პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა თბილისში.
მე ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში”, – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.
სა
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება.
საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.
"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს", - განაცხადა მამარდაშვილმა, რომლის კომენტა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.
"აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“.
„არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრე
სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით - თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1507899233221933
ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გუშინ, ორბელიანზე, საახალწლო სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალთა მარშის აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი აგინებენ აქციის მონაწილეებს, ერთი კაცი კი ხელს ურტყამს აქციის მონაწილე ქალს.
მიმდინარე აქციების გა
სოციალური ქსელების გიგანტი Meta ფაქტების გადამოწმების ამჟამინდელ პროგრამას წყვეტს და X-ის მსგავს „საზოგადოების შენიშვნების“ პროგრამაზე გადადის.
ამის შესახებ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს თავისუფალი გამოხატვის გარშემო. ჩვენ ვცვლით ფაქტების შემმოწმებლებს Community Notes-ით, ვამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და ყურადღებას გავამახვილებთ შეცდომების შემცირებაზე“, — თქვა მარკ ცუკერბერგმა.
ცვლილება გავლენას მოახდე