Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.815

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტი - ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს „გულწრფელ ახალგაზრდებისადმი“. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება. „ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე

ედგარს რინკევიჩი - იმ დროს, როცა საქართველო გზაჯვარედინზე დგას, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ - გადაწყვეტილების დროა

თბილი მილოცვა ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ლატვიის მხარდაჭერას ადასტურებს. „იმ დროს, როცა საქართველო გზაჯვარედინზე დგას, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა“, -წერს რინკევიჩი. იპნ

ნატოს მისიის ხელმძღვანელი - დაშინება, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა - მე ეს საკითხები მაწუხებდა - არჩევნები ერთი კრიტიკული ტესტი იყო, შედეგები მეორე ტესტი იქნება

დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, საარჩევნო უბნებს გარეთ ამომრჩეველზე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა - ეს არის საკითხები, რაც პირადად მე მაწუხებდა, - აღნიშნული შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოსთრეკმა გააკეთა. ოსთრეკის განცხადებით, ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, ხოლო მისი შ

გიორგი გახარია - ეს ხალხი უნდა დასანქცირდეს და ისეთი წნეხი განხორციელდეს მათზე, რომ იძულებულები გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი, ეს იქნება გამოსავალი

გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე, რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გა

მეთიუ მილერი - სანქციებს ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ, როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ვაკეთებთ - აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას

ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს, აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ საპასუხო ზომებზე. „როგორც იცით სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მათ ვაკეთებთ. თქ

„ბოიკოტს ვუცხადებ პრეზიდენტის არჩევნებს“ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას გეგმავს. დღეს, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ ატარებს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს. ეს „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია. მან საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური გ

პატიმრობა შეუფარდეს ფოტოგრაფს, რომელსაც ეგონა, რომ “ტიტუშკები” მისდევდნენ და პოლიციას დახმარება სთხოვა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 1-კვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 22 წლის ფოტოგრაფს, ლუკა ღვინიაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, თავად ღვინიაშვილი კი ამბობს, რომ პირიქით, პოლიციას დასახმარებლად მიმართა ღვინიაშვილი 12 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე დააკავეს. ის მეგობრის სახლიდან გამოვიდა და საკუთარ სახლში მიდიოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა BMW-ს მარკის, თეთრი, დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესი

მარგუს ცაჰკნა - არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი, რადგან ასეთი არ ყოფილა - თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს, არსებობს მომავალში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა

არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურ

დაკავებულის თქმით, სპეცრაზმელები ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ

საპროტესტო აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის თქმით, სპეცრაზმელებმა ლისის ტბასთან მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ. „მასმენინებდნენ, ტრაქტორი რომ უნდა ამოეყვანათ, მიწა ამოეთხარათ, შემდეგ თითქოს შიგნით უნდა ჩავეგდე და დავემარხე.. რათა მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. ასეთი ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი დღე“, — განაცხადა მან სასამართლო პროცესზე, რომლის ვიდეოსაც „ტვ პირველი“ აქვეყნებს. ადვოკატის განცხადებით, სპეცრაზმელები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნე

გიორგი შარაშიძე - ”ოცნებას” არათუ აღიარებენ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ყოველდღე ახალ სანქციებს უწესებენ (ვიდეო)

“ოცნება” ჩამოყალიბდა რეჟიმად, რომელიც სრულ იზოლაციაში აგდებს მთელს ქვეყანას. ”ოცნებას” არათუ აღიარებენ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ყოველდღე ახალ სანქციებს უწესებენ. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/481400888302342

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინისადმი გამოცხადებულ სრულმასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. „თავისუფალი საქართველოს“ დანაყოფის მეთაური, ჯაბა კვარაცხელია კურსკის ოლქში კონტაქტურ ბრძოლაში დაპირისპირებისას დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და

მეშახტეები აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რასაც „საქნახშირი“ უარყოფს

მეშახტეები გიორგი აბულაძე და ხვიჩა გაბუნია აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მედიასთან საუბარში ის აცხადებს, რომ არჩევნებამდე იყო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, რასაც მოჰყვა მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა: მეორე მეშახტე ხვიჩა გაბუნია წერს, რომ ის და 100-მდე მეშახტე დარჩა უმუშევარი. მედიასთან სატელევიზიო კომენტარში მან განაცხადა, რომ კიდევ აპირებენ სხვა მეშახტეების გათავისუფლებას. კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენელი გვანცა დელიბაშვილი „

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. შემთხვევა დაახლოებით, 3-4 საათის წინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. იპნ

გიგა სოფრომაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოსტზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთაგანაც ირკვევა, რომ სოფრომაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კახა კალაძეს საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიმართა. მიმართვის საფუძვლად წერია, რომ სოფრომაძის შტატგარეშე პოზიცია საჭირო აღარაა, რადგან ჯანდაცვის ყველა პროგრამას ჰყავს კოორდინატორი. გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ხელ

აქტივისტები აცხადებენ, რომ ზუგდიდში აქციაზე სახის დაფარვის გამო მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს

„დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებისადმი დაუმორჩილებლობის მიზნით 30 დეკემბერს ზუგდიდში აქციაზე დაიფარეს სახე და გამოიყენეს პიროტექნიკა, რასაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება მოჰყვა. „გუშინ აქციაზე რამდენიმე ადამიანი მოვედით ე.წ. ბალაკლავებით, რომელშიც მხოლოდ თვალი ჩანს. ადამიანები ამ ბალაკლავებს იყენებენ სიცივისგან თავდასაცავად. შუბლი, პირი რომ არ გაეყინოთ. მოვედით ბალაკლავებით, რა დროსაც ჩვენთან მოვიდა კრიმინალური პოლიციის ე

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აქციას სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე" გამართავენ

საპროტესო აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. პროტესტის 33-ე დღეს მოქალაქეები კვლავ გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოქალაქეებს თავადაც შეუერთდება. მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” . სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან - "ახალი წლის ჯადოსნური მარშით". ასევე, აქცია არის

„დურუჯის” ლაურეატებმა ლაშა პაპაშვილს ჯილდოები დაუბრუნეს

თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პრემია „დურუჯის“ ლაურეატები, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს თეატრალური პრემია დაუბრუნეს. თეატრალური პრემია „დურუჯის“ დამფუძნებელია ლაშა პაპაშვილის „რედიქს ჯგუფი“. ხელოვანებმა მისთვის ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასულ ინტერვიუში მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია. ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილ

თსუ-ის სტუდენტები: ვცვლით ბრძოლის სტრატეგიას, სადამდეც საჭირო იქნება დავრჩებით პირველ კორპუსში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აპირებენ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის პირველი კორპუსში ღამე გაათენონ და იქ დარჩნენ, იქამდე, სანამ საჭირო იქნება. მათი თქმით, ბრძოლა მანამდე გაგრძელდება სანამ თანამებრძოლებს თავისუფლებას არ მოუპოვებენ და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არ დაბრუნდება. სტუდენტები ამბობენ, რომ ახალა, როცა მათთვის ყველაზე ძვირფასს – ქვეყანას ართმევენ, მიუღებელია აუდიტორიებში ყოფნა და ქულებზე ნერვიულობა. მათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოუწოდე

ბერდია სიჭინავა - საგამოძიებო ორგანოსთან კომუნიკაცია იყო - სავარაუდოდ, დღეს მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას თავდასხმის საქმეზე სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „საგამოძიებო ორგანოსთან კომუნიკაცია იყო. სავარაუდოდ, დღეს მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „კარგად არის, სახლშია. უახლოეს დღეებში ის საზოგადოების წინაშე წარდგება და აუცილ

დავით ბლუაშვილი - მე, შესაძლოა გავმხდარიყავი უსამართლობის მსხვერპლი და გიორგი გახარია იდგა იქ, სადაც კეთილსინდისიერი სახელმწიფო პირი უნდა მდგარიყო - ასე შენდება ქვეყანა და მადლობა ამისთვის

"ვერიდები საჯაროობას, მითუმეტეს პოლიტიკურ თემებზე. საუბრით, მეგობრებთან ვსაუბრობ, პოლიტიკურ არჩევანს კი კაბინაში ვაკეთებ. ეს ამბავი იმ ადამიანზეა, ვინც საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა თავის დროზე. პრეისტორიით დავიწყებ, მიშას რეჟიმის დროს ჩემმა მშობლებმა კომპანიის წილები არ დათმეს და ზეწოლის შემდეგ მოგვიწია ქვეყნის დატოვება, სავაჭროდ რეჟიმმა მეც მიმაბა საქმეს და საერთო ჯამში 32 წელი მოგვისაჯეს. 2011 წელს დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მობილიზება გავუკეთეთ ემიგრანტებს, ვიბრძოლ

თანამშრომლების თქმით, პარლამენტის კვლევით ცენტრს მათი საჯარო აქტიურობის გამო აუქმებენ

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების თქმით, დღეს დირექტორმა გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდება და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა, კერძოდ, ევროინტეგრაციასთან და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერაა. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან ბრიფინგზე ისაუბრეს ცენტრის თანამშრომლებმა - ნინი ლეჟავამ, სალომე ნატროშვილმა და მარიამ ჩაჩუამ. მათი თქმით, აღნი

ტატა ხვედელიანი - ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რის წინაშეც დღეს ქალები დგანან

ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რის წინაშეც დღეს ქალები დგანან. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3871179713134823

კელი დეგნანი - დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია - იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპარლამენტის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას. დეგნანის განცხადებით, დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. “დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმ

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა სავარაუდოდ ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი დაკარგა და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი

რუსეთმა სავარაუდოდ დაკარგა ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კამპანია კრემლის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარცხი გახდა. „პუტინმა წარუმატებლობა განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო დასუსტებული გამოვა, ვიდრე მის დაწყებამდე იყო“, – აცხადებს კალი. როგორც მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რუსეთის დანაკარგები უკრაინა

დავით ნარმანია - სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გა
×
×
  • შექმენი...