Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.414

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

Washington Post - რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს

რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს. აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოების მიერ მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, Washington Post-ი წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე დაასრულეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტ

Washington Examiner – „ქართული ოცნება“ არ არის არც ტრამპისა და არც ამერიკის მეგობარი - ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს სანქციების გამო

„ქართული ოცნება“ თავდაჯერებით დებს ფსონს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას სურს, რომ დონალდ ტრამპმა უგულებელყოს სახელმწიფო რესურსების ძარცვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ქალებსა და მამაკაცებზე თავდასხმები, - ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. „ქართულ ოცნებას“ ასევე სურს, რომ ტრამპმა არ შეამჩნიოს მისი ხვეწნა-მუდარა რუსეთისადმი, პრემიერ-მინისტრის დასწრება „ჰამასის“ ლიდერის დაკრძალვაზე და „ქ

Warner Bros.-მა რუსეთის ტელეარხებით თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

ჰოლივუდის კინოსტუდია Warner Bros.-მა აკრძალა თავისი ფილმების ჩვენება რუსული ტელეარხებით, რომლებიც „ნაციონალური მედიაჯგუფის“ შემადგენლობაში შედიან. ესენი არიან "ესტეესი", "რენ-TV-ი", "მეხუთე არხი" და "დომაშნი", ისევე როგორც more.tv-ის ვიდეოსამსახური. Warner Bros-მა აკრძალვა დააწესა იმის მიუხედავად, რომ რუს დისტრიბუტორთან მისი სალიცენზიო ხელშეკრულებები ძალაშია, სულ მცირე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში. Warner Bros.-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოკომპანიაა. მის ყველაზე პოპულარულ პროექტე

VoA: აშშ-ის ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამ პირობით საუბრის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბო

VIDEO: როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ - პირველი კადრები ბაზიდან

ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დღეს „ნაპოლის“ ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. მიზეზი კი ტრავმის შემდეგ არსებული ტკივილებია. Prime Time   ნახეთ კადრები ↓

VIDEO: ემოციური შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია - ,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტუმრნენ

,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტრუმნენ. ეს იყო შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია. მაყურებელმა დღეს პროექტის მონაწილეები სულ სხვა კუთხით დაინახა. ემოციებით ატირებული ახალგაზრდებისა და მოხუცების სიხარულის ცრემლები გაერთიანდა. ნახეთ, ,,პრაიმ ჰაუსის" ყველაზე ემოციური ვიდეო: prime time

USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა

USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ USAID-ში განუცხადეს. USAID-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ამერიკის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შეჩერებული 95 მლნ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი იყო. „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ, აშშ-ს მთავრობამ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველ

USAID-ის ხელმძღვანელი: ეს კანონი პირდაპირი საფრთხეა აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით რუსული კანონის მიღება და აღნიშნა, რომ კანონი საფრთხეს უქმნის მრავალწლიან პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომელიც ადრეულ 90-იანებში დაიწყო. “მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კენჭისყრას “უცხოური გავლენის” კანონპროექტის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. საბ

USAID-ის ხელმძღვანელი - საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე - უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის

USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, "უცხოელი აგენტის" შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. სენატის წინაშე სააგენტოს წლიური ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე საუბრისას სამანტა პაუერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციები

USAID-ის წარმომადგენლობა - მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს მათი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობაში პირველ არხს განუცხადეს. „აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაო

USAID საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს

USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს 14 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. პროგრამის წარდგენა დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი. პროგრამა „განათლება მომავლისთვის“, რომელსაც USAID საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზო

UNICEF-ის ექსპერტი - მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს - მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს

მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს, მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს და ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცულია, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული. კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზა

UNICEF-ის ექსპერტი - კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს

კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული. კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამ

UNICEF - უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა. UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთრინ რასელის განცხადებით, ეს მხოლოდ გაეროს მიერ შემოწმებული ოდენობაა და „რეალური რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მაღალია“. ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 467 ბავშვი მოკლეს, ხოლო 944-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. inter

Unesco-მ უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული კულტურის ობიექტები აღნუსხა და მათ სატელიტურ ფოტოებს გამოაქვეყნებს

გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციამ, Unesco-მ, აღნუსხა და აღწერა უკრაინის კულტურის ობიექტები, რომლებიც რუსეთთან ომის შედეგად დაზიანდა. ორგანიზაციამ შექმნა სატელიტური ფოტოების ბაზა, რომელშიც გამოსახულია მათი მდგომარეობა ომამდე და შემდგომ. 26 ოქტომბრისთვის განადგურებული და დაზიანებულია კულტურის 207 ობიექტი. Unesco-მ შექმნა საგანგებო ონლაინ პლატფორმა შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, ჯერ მხოლოდ ექსპერტებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მალე საჯ

UN: რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს, სულ მცირე, 184 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 856 — აგვისტო უკრაინაში ყველაზე სისხლიანი თვე იყო 2024 წლის განმავლობაში. გაეროს ანგარიშისვე თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში დაშავდა 24 614 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიღუპა – 11 743. ანგარიშისვე მიხედვით, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმებს დონეცკსა და ხარკოვში. თავდასხმების შედეგად აგვისტოში რუსეთმა გაანადგურა 2 სამედიცინო და 13 საგანმანათლებლო დაწესებულება

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია

UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აერპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ, რის შემდეგაც დვალიშვილი ფილარმონიისკენ გაემართა, სადაც ის გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს. „ამას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი და ეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში. მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია“,

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა. სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვ

UBER-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის

BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black. კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ. U

U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა!

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენიმეჯერ გაჩერდა - მოედა

TIME-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა. გამოცემის რედაქტორებმა უკრაინის პირველი პირი აირჩიეს პირად, რომელსაც 2022 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ახალ ამბებზე. „ვინც უკრაინის ამ ისტორიას იმედიანად თუ შიშის გრძნობით აღსავსე უყურებს - და ისტორია, რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე არ არის დაწერილი - ზელენსკიმ მართლაც მუხტი მისცა მსოფლიოს ისე, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“ - აღნიშნა TIME

TikTok-მა საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციული ანგარიშები წაშალა

ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში. საუბარია 18 ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ისინი 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს. „ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში იყვე

TI:ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილმა და მისმა პარტნიორებმა „ოცნებას“ ნახევარ მილიონამდე შეწირეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, „ქართული ოცნების“ შემწირველ  კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას”. – ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია. TI-ის ცნობით, გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლ

TI: ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო

TI-ის ინფორმაციით, ხობის მერიამ 10.8 მილიონი ლარის ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის, დემურ გადელიას კომპანიას მოარგო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ხობის მერიამ გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 10,818,151 ლარი იყო. ზუსტად ეს თანხა, ორგანიზაციის ცნობით, ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ შესთავაზა, ეს სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სს „არქეოპოლისი” იყო.

TI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაიზარდა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ დათვლილი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია. ამ პერიოდს ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყება. ორგანიზაციამ 2022 წლის მონაცემები გასულ და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდს შეადარა. მიმდინარე წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,6-ჯერ მეტია და 64 პროცენტით
×
×
  • შექმენი...