Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    862.141

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი შესაძლოა ხულოს გადაეცეს – სოფიო ხორგუანი

სამცხე–ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს განხილვის გარეშე, უფლებას აძლევს საჯარო რეესტრს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ნაწილი აჭარის რეგიონს გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენელი ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს კითხვებით მიმართავს. სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 4 მაისის წერილით ადიგენის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. სააგ

„გაიყოლე“ – მოქალქეები ერთმანეთს ხმის მისაცემად რეგიონებში გამგზავრებაში ეხმარებიან

თბილისში, დიდუბის ავტოსადგურზე რეგიონებში მიმავალი ტრანსპორტის ფაქტობრივად არყოფნის პირობებში, მოქალაქეები ერთმანეთს რეგიონებში წასასვლელად დახმარებას სთავაზობენ. ეს ჯგუფ „დაიტოვეში“ ხდება, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტისას შეიქმნა. ჯგუფში უკვე ათობით პოსტია, სადაც ავტომობილის მფლობელები წერენ, რომ ამა თუ იმ რეგიონში მიდიან და რამდენიმე ადამიანის წაყვანა შეუძლიათ, ხშირად – სრულიად უსასყიდლოდ. კომენტარების მიხედვით, წასვლის მსურველი მრავლადაა. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლია

საია: წინასაარჩევნო პერიოდი არათანასწორ გარემოში წარიმართა, იყო დამაზიანებელი უარყოფითი ტენდენციები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო გარემოს ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდი  არათანასწორ გარემოში, მაღალი პოლარიზაციის ფონზე წარიმართა. საიამ მონიტორინგი 2024 წლის აპრილიდან დაიწყო. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. ანგარიშის თანახმად: რუსული სტილის კანონის მიღება და მისი თანმდევი მოვლენები არჩევნების წინა პერიოდი გამოწვევებით

ISFED: წინასაარჩევნო კამპანიაში „ოცნებას“ ჰქონდა უპირატესობა არსებული ადმინისტრაციული რესურსის გამო

ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ: ISFED-მა წინასაარჩევო პერიოდში დარღვევებს შორის გამოყო: ამომრჩევლის მოსყიდვა; ამომრჩეველზე ზეწოლა/მუქარა, ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა და პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება/დამუშავება; საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება;

„გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტიის ბანერი დააზიანეს

ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბანერი დააზიანეს,- ამის შესახებ თავად პარტიაში განაცხადეს. პარტია მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებს. „ბათუმში ბანერების ადგილები „ქართულ ოცნებას“ სრულად ათვისებული აქვს. ჩვენ არ დაგვითმეს ადგილი ბანერებისთვის, ამის ფონზე მოვახერხეთ კერძო პირისგან ორ ლოკაციაზე ჩვენი პარტიის ბანერი განგვეთავსებინა. ბენზეს ლოკაციაზე ბანერი ვანდალურად დააზიანეს. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ინტერვიუს ემთხვევა. ისინი ხელს გ

გიორგი გახარია - ჩვენი შედეგი იქნება უმძიმესი სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” - მათი ისტერიკა და სახის სასოწარკვეთილი გამომეტყველებაც აქედან მომდინარეობს

საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავარი პროცესები ფარდის უკან მიდიოდა, რომელსაც ახლდა ძალადობა, ზეწოლა, დაშინება და ა.შ. “ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო გარემო ზედაპირულად

საქართველოში პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი

საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. “საქართველოში პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.  

გიორგი გახარია - თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ მივა 1 მილიონი, მაშინ 60% - სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, ყველაფერი ჩვენს ხელშია, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე!

ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ , ისინი არ დაუშვებენ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნები

პრეზიდენტი - ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ დაგსჯით, არანაირი რევანში არ იქნება - მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე. პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, რომ „ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით!“. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ‘არანაირი რევანში არ იქნება”. “ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უ

სოფიო ხორგუანი - საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ნამდვილ სიმართლეს, სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს, ევროპულ კეთილდღეობას

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ნამდვილ სიმართლეს, სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს, ევროპულ კეთილდღეობას, ნამდვილ მშვიდობასა და ნამდვილი ღირსებით და თავისუფლებით არჩევანის გაკეთების უფლებას, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფიო ხორგუანმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა რეგიონულ მედიას თანამშრომლობისათვის და დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხორგუანმა საზოგადოე

კარლ ბილდტი - საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მიმდინარეობს - ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება

ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება. მაგრამ საუკეთესოს იმედი გვქონდეს“

ცესკო - 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს

10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პრესსპიკერის ინფორმაციითვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი, თუმცა ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულ

„ჩემი ხმა": 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით, 36 უბანზე დამკვირვებლებს ხელი შეეშალათ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლაზე საუბრობენ. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ დილის 9:00 საათისთვის საქართველოში გახსნილი 988 უბნიდან 36 საარჩევნო უბანზე გახსნის პროცესზე დამკვირვებლებს ხელი შეეშალათ. ამასთან, მათი თქმით, 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით, 13 უბანზე დაიწერა საჩივრები, ხოლო 17 უბანზე გაკეთდა შენიშვნა უბნის ჩანაწერთა წიგნში. მათივე ინფორმაციით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო დამკვირვებლებს

ზურაბიშვილი: ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. ზურაბიშვილის თქმით, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟ

ორი ბიულეტენის ერთდროულად გაცემაზე ინფორმაცია რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან ვრცელდება

დღეს, 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს ერთის ნაცვლად, ორ ან მეტ ბიულეტენს აძლევენ. დამკვირვებლებმა ბათუმის ერთ-ერთი უბნიდან გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველს ორი ბიულეტენი მისცეს, ვიდეოს მიხედვით, დარღვევაზე საჩივარი დაწერეს. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ 10 საათზე გ

გიორგი გახარია - ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები

საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, რათა საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მიერ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით შეაფასონ“, - წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. იპნ

ნათია მეზვრიშვილი - 2012 წელი იყო ისტორიული მაქსიმუმი, ამომრჩევლის აქტივობის მხრივ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდ აქტივობას ვაჩვენებთ, “ოცნების” საქმე წასულია (ვიდეო)

2012 წელი იყო ისტორიული მაქსიმუმი, ამომრჩევლის აქტივობის მხრივ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდ აქტივობას ვაჩვენებთ, “ოცნების” საქმე წასულია.   ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/855653779719426/

ისანში 56-ე უბანთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

ისანში, 56-ე საარჩევნო უბანთან, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მედიის გავრცელებულ კადრებში ფიზიკური კონფლიქტი ნათლად ჩანს. კონკრეტულად რა მიზეზით და ვის შორის მოხდა დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა.   ნეტგაზეთი

17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით აქტივობა 50.6%-ია | ცესკო

ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 768 816 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 50,6%-ია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77% იყო. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის აღნიშ

სეულის საარჩევნო უბნის შედეგებით, ოპოზიციამ ჯამში „ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 53-მა ამომრჩეველმა, ოპოზიციამ ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:  „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ – 1 ხმა; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 ხმა; „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 2 ხმა; „ევროპელი დემოკრატები“ – 1 ხმა; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 ხმა;

ლონდა თოლორაია - ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა - არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე

ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა - არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, - ამის შესახებ „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლით, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, ასევე, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობის და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი

საია: ჩვენს დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულში თავს დაესხნენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისანში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ის კლინიკაშია გადაყვანილი. პუბლიკა

ნათია მეზვრიშვილი - გუშინდელი დღიდან მოყოლებული “ოცნებაში” იცოდნენ განაჩენი, რა ელოდათ და რაც უფრო გაუსწორებენ თვალს ამას, მით უფრო დიდ სიგიჟეებს გააკეთებენ

გუშინდელი დღიდან მოყოლებული “ოცნებაში” იცოდნენ განაჩენი, რა ელოდათ და რაც უფრო გაუსწორებენ თვალს ამას, მით უფრო დიდ სიგიჟეებს გააკეთებენ. არ წამოვეგოთ ამას, არ შეგვეშინდეს და ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1085701519799761/
×
×
  • შექმენი...