Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.413

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ადვოკატი - ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. „უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებათ, მათ შორის, ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ადვოკატ ბექა ბასილაიაზეც

ადვოკატების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატზე, ბექა ბასილაიაზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. მათი უმეტესობა იზოლატორებში ადგილის არ არსებობის გამო შესახლების რიგში საპოლიციო მანქანებში იმყოფება. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თვალნათლივ ეტყობათ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს და

ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით გერმანიასა და ბელგიას მივმართეთ - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. როგორც უწყება აცხადებს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. „საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა“, –

ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა, გრძელდება უფლებების დარღვევა - EU

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ე.წ. საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დ

ადგილობრივების ცნობით, სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა

გორის სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა. ამის შესახებ ადგილობრივებმა „მთავარ არხს“ განუცხადეს. მათივე ცნობით, მოზარდი გადარჩა და ახლა კარგადაა. „მთავარ არხის“ ცნობით, შემთხვევა გუშინ, 23 სექტემბერს, საღამოს მოხდა. „ბავშვი კარგად არის და გადარჩა. წუხელ, თამაშის დროს, შემოღობილი სადაც არის, იმაზე ხელის შეხების დროს გადაიტანა დენი და რომ არა ადგილობრივის დახმარება, შეიძლება ცუდი რამეც მომხდარიყო“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან“. ადგილობრივების ინფორმაციით,

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში მოკლულ 21 წლის გოგოს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, წინუბანში მოკლულ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე იმავე დასახლების მცხოვრებია. ამასთან, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აღნიშნული პირი გოგონას ფულს სძალავდა. „მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი მიდის. ამ გოგოს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მორიგი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ერთხმად ცნო დასაშვებად

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე მას გადაწყვეტილება მოჰყვება. საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებს გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას. სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვის

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს. „მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი

აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა

აბსურდი და უსამართლობა – გაიაშვილი უკრაინულ სანქციებზე

„ჯორჯიან ეარვეიზის“ საფრენოსნო სამსახურის უფროსი, თამაზ გაიაშვილი ეხმაურება უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს და ამბობს, რომ ეს „აბსურდი და უსამართლობაა“. მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways პირდაპირ ფრენებს აწარმოებს თბილისსა და მოსკოვს შორის. განცხადებაში ის დასძენს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია, სამაგიეროდ გაუკვირვა – „საქართველოში ოპოზიციურად განწყობი

აბრამოვიჩმა წააგო სასამართლო ევროკავშირის სანქციების წინააღმდეგ

რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა წააგო სამართლებრივი დავა, რომელიც ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასაუქმებლად წამოიწყო. „როიტერსის“ ცნობით, ევროკავშირის სასამართლომ ბრიუსელში უარყო აბრამოვიჩის სარჩელი და მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ, მიუთითა რა მის როლზე რუსული ფოლადის კომპანია Evraz-ში (EVRE.L) და ის ფაქტი, რომ ფოლადი წარმოადგენდა შემოსავლის ძირითად წყაროს რუსეთის მთავრობისთვის. „საერთო სასამართლო არ უარყოფს აბრამოვიჩის მიერ წამოყენებულ სარჩელს, რითაც მხარ

აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან ინციდენტის გამო შეზღუდული ჰქონდათ, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებათ

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, – ამის შესახებ აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. „ქსელის შევსებ

აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. „საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/entrantdefault , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედ

აბაშიძე ადასტურებს, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე კარასინთან საუბრობდა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთს უდასტურებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე გრიგორი კარასინთან წარსულში უსაუბრია. მისი თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე ბოლოს 2022 წლის მარტში ესაუბრა. ამ საუბრის ჩანაწერი გუშინ, 31 ოქტომბერს იუთუბ არხ “კიბერ კმარაზე” გავრცელდა და მისი ავთენტურობა აბაშიძემ დაუდასტურა ჯერ IPN-ს, შემდეგ ნეტგაზე

აბასთუმნის ტუბდისპანსერზე გადაღებული ფილმი “ვერცხლის გარგრის” მფლობელი გახდა

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი “ჯადოსნური მთა” ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის გარგრის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია Opyodoc ავრცელებს. სტუდიის ცნობით, “ფილმი აბასთუმნის ტუბერკულოზის საავადმყოფოს შესახებ გვიყვება, რომლის არსებობის ერთადერთი და უკანასკნელი დოკუმენტი, დღეს სწორედ ეს ფილმია”. ”საქართველოს ხელისუფლება ცენზურას აწესებს. ქართველი კინორეჟისორები ამას თითქმის სამი კვირაა აპროტესტებენ. ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ მთა

ОДКБ სომხეთში მისიის განთავსების ინიციატივით გამოდის

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია –  ОДКБ სომხეთის სასაზღვრო რაიონებში საკუთარი მისიის განთავსებაზე სომხეთთან მოლაპარაკებებს ითხოვს. თუმცა უცნობია ამ ეტაპზე სომხეთის პოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა ორგანიზაციას იმისთვის, რომ შესაბამისი დახმარება არ გაუწია წევრ ქვეყანას – სომხეთს აზერბაიჯანთან საომარი დაპირისპირებების დროს. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია,

YouTube-მა ნიკიტა მიხალკოვის არხი დაბლოკა

მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოჰოსტინგ სერვისმა, YouTube-მა წაშალა რუსი კინორეჟისორისა და კონსპიროლოგის, ნიკიტა მიხალკოვის არხი „ბესოგონTV“, რომელზეც  თავისი გადაცემის, „ბესოგონის“ გამოშვევებს ტვირთავდა, იტყობინება „მედუზა“. მიხალკოვის YouTube-არხი, რომელსაც 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ახლა ჰოსტინგზე არ იძებნება. თუმცა რუსეთში მყოფ მომხმარებლებს არხზე შესვლისას ხვდებათ წარწერა, რომ იგი დისკრიმინაციული გამონათქვამების წესის მრავალჯერადად დარღვევის გამოა დაბლოკილი. თავად მიხალკოვმა განაცხად

XII კლასის უახლესი ისტორიის წიგნის რედაქტორი „რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატია

მე-12 კლასისთვის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორი „რუსული კანონის” მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილია. სოსიაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონის მიღების სასარგებლოდ ხმა სამივე მოსმენით მისცა. ავტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე არიან. ისტორიკოსის და მასწავლებლის, გიორგი ჯავახიშვილის ინფორმაციით, სახელმძღვანელო იქნება საქართველოს ისტორ

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცეს

WP: ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს. მისი ინფორმაციით, ბერნსი კიევში 15 ნოემბერს იმყოფებოდა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტს დაემთხვა კიევზე რუსეთის სამხედრო ძალების სარაკეტო დარტყმა. Washington Post-ის წყაროს ცნობით, ამ დროს უილიამ ბერნსი აშშ-ის საელჩოში, უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.   14 ნოემბერს

Wolt კურიერების პროტესტზე განცხადებას ავრცელებს

საკურიერო კომპანია Wolt კურიერების მიერ აპლიკაციის გათიშვასა და უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში განმარტებულია, რომ კურიერები არიან მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები, პარტნიორები და  არ არიან „ვოლტ საქართველოს“ თანამშრომლები. მათი თქმით, კურიერებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება და ამ თანამშრომლობას არ არეგულირებს შრომის კოდექსი. Wolt-ის მტკიცებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ „პარტნიორი კურიერების აბსოლუტური უმრავლე

Wizz Air-ის მგზავრი: გვითხრეს, რომ პილოტის გადაწყვეტილებით არ აგვიშვეს თვითმფრინავში

ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთია იმ 87 მგზავრს შორის, რომელთა გარეშეც ქუთაისიდან ბერლინში გაფრინდა თვითმფრინავი. მან რადიო თავისუფლება უთხრა, რომ 6 საათზე მეტია აეროპორტში ელოდებიან პასუხს კითხვაზე - რა შეთავაზება ექნება ავიაკომპანია Wizz Air-ს დაზარალებული მგზავრებისთვის. ქუთაისი-ბერლინის რეისს Airbus a320 ასრულებს, რომელსაც 180 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამ დილით დაახლოებით 90 მგზავრი გაფრინდა.   "მე სამსახურიდან მივლინებით მივდიოდი, ბერლინის კინოფესტივალ

Wizz Air მოლდოვაში ფრენებს შეწყვეტს

უნგრული Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს. ამის მიზეზად ავიაკომპანია უსაფრთხოების რისკებს ასახელებს. “მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება”. “მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაზრდილი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შემდეგ, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა [დედაქალაქ] კიშინიოვში 14 მარტიდან”, — აცხადებს ავიაკომპანია. მანამდე, თ

Wizz Air ბოდიშს იხდის აფხაზეთის სახელმწიფოდ მოხსენიების გამო

ავიაკომპანია Wizz Air ბოდიშს იხდის საბორტო ჟურნალში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიების გამო. კომპანიის განცხადებით, ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია და მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. “გვინდა ბოდიში მოვიხადოთ აპრილ-მაისის საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია. მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნ

Wissol ამბობს, რომ რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები კონტრაქტის შესაბამისად ამოიღეს

Wissol-ის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრილია. კომპანიის „ფეისბუქზე” განთავსებულ ვერსიაში კვლავაც ჩანს ანდრო ჭიჭინაძე, თუმცა, სატელევიზიო რეკლამებში მსახიობი არ ჩანს. Wissol ამბობს, რომ ჭიჭინაძის კადრის გამოყენების ნებართვა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ. კომპანიის განცხადებით: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კ
×
×
  • შექმენი...