Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.036.136

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჯუანშერ ბურჭულაძე - პოლარიზაცია არ არის სასურველი მდგომარეობა, შემიძლია მოვუწოდო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არავისთვის არ არის სასურველი. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები, კატეგორიულად მოაზროვნეები, თუმცა როდესაც საქმე ეხება ისეთ კატეგორიულად მოაზროვნეებს, როგორიცაა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ვერასდროს გავხდებით მათნაირები. შემიძლია, მოვუწოდო, ვთხოვო ყველას, ნუ ვიქნებით კატეგორიულად მოაზროვნეები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურ

სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანზე საგუშაგო შექმნა, ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს

აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ აზერბაიჯანის მიერ სადავო რეგიონის, მთიანი ყარაბაღის ერთადერთ სახმელეთო გზაზე საგუშაგოს დაარსებით და ამბობს, რომ ეს ხელს უშლის რეგიონში მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. „აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანზე საგუშაგო შექმნა. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-მა მოუწოდა მხარეებს, გ

კელი დეგნანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი იმ საკითხების გამოსაკვლევად, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს

პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისიები, როგორც მექანიზმი, რომ გამოიკვლიოს ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, ის საკითხები, რომელიც გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას მოითხოვს. რაც ქართველ ხალხს საშუალებას აძლევს, უფრო ინფორმირებული იყოს და მეტად გამჭვირვალე გახადოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით კომენტირებისას გან

ირაკლი კობახიძე - გულდასმით გავეცანით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ზედმიწევნით გავყვებით, შესაბამისად, სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი სათანადოდ იქნება შესრულებული

წარმოდგენილია სასამართლო რეფორმასთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენ გულდასმით გავეცანით ამ რეკომენდაციებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით გადაისინჯება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი და საბოლოო რედაქცია რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე რიონის ადიდების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

პირი, რომელიც გორი-ქარელის მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, დაკავებულია. „1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შ

გიორგი შარაშიძე - თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო... იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაული - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია

თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო, თუმცა იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაულის ნიშნები - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია , - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ეს გ

ევროპული საბჭო - შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში

დეოლიგარქიზაციის, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მართლმსაჯულების რეფორმისა და დეპოლარიზაციის მხრივ საქართველოსგან მეტი პროგრესია საჭირო. ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა. “პრეზიდენტებმა საქართველოს რეფორმების განხორციელებაში დარჩენილი გამოწვევები და 12 პრიორიტეტი განიხილეს. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიი

ბექა ლილუაშვილი - დარწმუნებულო ვარ, ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ ბელარუსისა და საქართველოს მთავრობების შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის ხელისუფლება

დარწმუნებულო ვარ, ზელენსკის განცხადებაში იყო მხოლოდ მთავრობების (ბელარუსის და საქართველოს) შედარება, რადგან ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება იმ მოცემულობას, რასაც უქმნის ხელისუფლება, თითქოს არსებობს რაიმე ალტერნატივა, გარდა დასავლური პერსპექტივისა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკის განცხადება აჩვენებს იმას, თუ რამდენად გაფუჭებულია ურთიერთობა მაშინ, როცა უკრაინა ერთ დროს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდ

ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს, უკრაინელი სამხედროები დადებითად არიან განწყობილი, ასე გადაეცით პუტინს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროების განწყობა დადებითია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“. ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში ბევრი ინფორმაცია გაჩნდა კონტრშეტევის დაწყების შესახებ და ასევე, ამის შესახებ განცხადება გააკე

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით

ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით,- ამის შესახებ განცხადება ევროკავშირმა გააკეთა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში. „ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შეს

ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილს - თუ მართლა ქვეყანა გიყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტე ეგომანიაკობა, გაწყვიტე ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადე სასჯელი, შეეგუე, რომ ეს არის წარსული და გზა დაუთმე მომავალს

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, - "თუ მართლა ქვეყანა გიყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტე ეგომანიაკობა, გაწყვიტე ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადე სასჯელი, შეეგუე, რომ არის წარსული და გზა დაუთმე მომავალს". როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ხალხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს  სამართლიანად არ აპატია -  გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მ

ბექა ლილუაშვილი - პარტია “საქართველოსთვის” პირველივე დღიდან ჩართული იყო ყველა სამუშაო ჯგუფში და კომისიაში, რომელიც შეიქმნა 12 რეკომენდაციის ირგვლივ (ვიდეო)

”პარტია “საქართველოსთვის” პირველივე დღიდან ჩართული იყო ყველა სამუშაო ჯგუფში, ყველა კომისიაში, რომელიც შეიქმნა 12 რეკომენდაციის ირგვლივ.” ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” 10000000_640533634654082_2751868758975209873_n.mp4

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერისა და რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ კიევის დახმარების მნიშვნელობას და აღნიშნა „უკრაინელი ხალხის შთამბეჭდავი გამძლეობა და დაჟინება“. „უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 500 დღე არის გასული, ახლა ჩვენს ვალდებულებას ამ ხალხის მხნეობის შესაბამისობა წარმოადგენს. შემდგომი ექვსი

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ბოლო 24 საათში, რუსების ცოცხალი ძალა, 20 საარტილერიო საშუალება და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 15 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 20 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს. ამასთან, გენშტაბ

სალომე ზურაბიშვილი - ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე

ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა. მისივე თქმით, ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის. „ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას,

ჯო ბაიდენი - ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული - მზად ვართ ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შევთავაზოთ

დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს. „პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი

"საქართველოსთვის" განცხადება - ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით

კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან? ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნავენ, ეს მკაფიოდ ჩანს აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხად

ანა ბუჩუკური - ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ვურჩევდი “ოცნებაში” გადავიდეს!

ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ვურჩევდი “ოცნებაში” გადავიდეს! ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

 პარტია „საქართველოსთვის” წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ -  ანა ბუჩუკურის და ბექა ლილუაშვილის კომენტარი ადგილიდან (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის” წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ.  ანა ბუჩუკურის და ბექა ლილუაშვილის კომენტარი ადგილიდან. 400154148_1018174179490222_5183921556615709848_n.mp4

მირიამ ლექსმანი - სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს, დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს

სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს, დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილ Megobari Act-ს. “სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს. დროა, ევროკავშირმაც

გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე" - ზოგიერთს ცოტა მეტი აქვს მოპარული და კონსპირაციის ავადმყოფური იდეები აწუხებს - ეს მცირერიცხოვანი ჯგუფია, თორემ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს საჯარო სექტორი, ბევრად უფრო ევროპულია, ვიდრე მოლდოვის ან უკრაინის

"როცა ასოცირებულ ტრიოში ვიყავით ლიდერები, ვიყავით სამაგალითოები ყველასთვის!  ეს ყველაფერი დაბრუნდება, ამას ვერ გააუქმებს ვერავინ თავისი კონსპირაციების თეორიით. ამხელა პოზიტივის მერე ვინმე გაბედავს და ამ ხალხს, ამ ერს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე რაღაც ნეგატიურ სენტიმენტებს შეუქმნის?! ყველას უნდა,  პოზიტიური დღის წესრიგის ნაწილი  იყოს, ყველას უნდა, რომ გამარჯვების ნაწილი იყოს. ჩვენ ყველას, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გვინდა, რომ დიდი გამარჯვებების ნაწილი ვიყოთ! არ გვინდა ვიყოთ ბოდვებში, ომ

ნათია მეზვრიშვილი - 2012 წელი იყო ისტორიული მაქსიმუმი, ამომრჩევლის აქტივობის მხრივ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდ აქტივობას ვაჩვენებთ, “ოცნების” საქმე წასულია (ვიდეო)

2012 წელი იყო ისტორიული მაქსიმუმი, ამომრჩევლის აქტივობის მხრივ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდ აქტივობას ვაჩვენებთ, “ოცნების” საქმე წასულია.   ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/855653779719426/

გერმანიის საგარეო უწყება - გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია

გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიც

პროკურატურა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იბარებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინე
×
×
  • შექმენი...