უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მამუკა კეკელია დაიღუპა. ინფორმაციას ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პუბლიკა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთმა განაცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“.
მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა.
დაუთი მიუთითებს, რომ ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას.
26 ოქტომბერს საქართვ
გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება გუშინ, ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.
"უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, "გამოვუცხად
არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
„მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უწესრიგობების შეტყობინებებით. ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და გააუქმოს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, – წერს უწყება.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლი
"ჩატარებული არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას, ის არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც კონკურენტული".
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1271808097341189/
საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ-ბარო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც საპარლამენტო არჩევნები სულ ახლახანს ჩატარდა. ველით, რომ ხელისუფლება დარღვევების ბრალდებებს გამოიძიებს. თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი უნდა სცეს“, – წერს მინისტრი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმე
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„სერიოზულად შეშფოთებული ვარ დარღვევებით, რომლებზეც ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები იუწყებიან.
ნდობის აღდგენისთვის, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოაგვაროს ეს საკითხები პოლიტიკურად ინკლუზიურ პროცესებში.
მზად ვართ, საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვიმუშაოთ პარლამენტში ყველა იმ ძალასთან, ვინც ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და
დანიის ყოფილი პრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
„გაყალბებისა და ძალადობის ამბები საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია.
უნდა დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, რომელიც თავისუფალია რუსეთის მავნე გავლენისგან.
საქართველო ევროპაა“, – წერს იგი.
ნეტგაზეთი
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ისინი მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას
ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
„ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება ეს ოცნება მანიპულაციით და დაშინებით მოიპაროს. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს იგი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერ
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
„შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევენოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს.
საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება“, – აცხადებს იგი.
ნეტგაზეთი
ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განმარტებით, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქ
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.
ბლინკენის განცხადებით, ისინი გმობენ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებუ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ.
„ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ“, - წერს ბლინკენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
მიშელის თქმით, იგი აპირებს, საბჭოს ბუდაპეშტში გასამართ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დააყენო.
„ყურადღებაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცესკოს და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა სწრაფად, გამჭივრვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული საარჩევნო უწესრიგობები და ბრალდებები.
უწესრიგ
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება.
„ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას და უწესრიგობას. რა სირცხვილია. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც მრავლად გამოვიდა ხმის მისაცემად, მიუხედავად დაშინებისა. ევროპული მომავლის სურვილს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა სცეს პატივი“, – ამბობს იგი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით.
„მე შეშფოთებული ვარ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით.
ასევე შეშფოთებული ვარ კარგად დასაბუთებული მცდელობებით რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესახებ.
ამიტომ, მე მოვუწოდებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, საფუძვლიანად გამოიძიოს თაღლითობის ბრალ
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2019-2022 წლებში, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არჩევნები საქართველოში პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა.
ამის შესახებ ბორის ჯონსონმა X-ზე დაწერა.
„სურათი, რაც საქართველოში ჩანს, ნათელია — გუშინდელი არჩევნები პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა თბილისში.
მე ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში”, – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.
სა
პარტია „საქართველოსვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
იგი ხაზს უსვამს, რომ „არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას“ და ამატებს, რომ პარტია ახლა ამის აღიარებაზე მუშაობს.
„ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი:
ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ ი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს გავრცელებული დარღვევების შესახებ ცნობებზე.
საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება”, – აცხადებს ის.
პუბლიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს გაყალბებას, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება.
თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გაყალბდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ამასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება”, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
პუბლიკა
გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიც