„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.
მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებს მოცეკვავეებისთვის სპეციალურად დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული.
მოცეკვავეების ხორუმი დღეისთვის ბოლო პერფორმანსია. შესაბამისად, პარლამენტთან აქცია დაიწყო.
როგორც მოცეკვავეების პერფორმანსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ომიკო ხოფერიამ განაცხადა, ისინი შეიკრიბნენ იმისთვის, რომ აჩვენონ მსოფლ
- დარწმუნებული ვარ, გახარიაზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად, იყო გზავნილი - გასაქცევად გამზადებული საკუთარი გუნდის წევრებისთვისაც.
- როგორ ფიქრობთ, ფულის ტომრები რომ უზით პარლამენტში, ვინც ფული ივანიშვილის გარეშე იშოვეს, გამოიარეს მხედრიონი, ნაციონალი მოძრაობა და აქამდე მოვიდნენ, დათმობენ ფულს?
- გიორგი გახარიაზე თავდასხმა იყო დაგეგმილი, ეს იყო ჩასაფრება. ცდილობდნენ ზვიად ქორიძე გაერიდებინათ ადგილიდან, რომელიც ჯიუტად იჯდა, რათა მოწმეები არ ჰყოლოდათ.
სოფიო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი რევაზ კაკულია თანამდებობას ტოვებს.
ეს ინფორმაცია მან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტთან ერთად გამოაქვეყნა.
იმის პარალელურად, რომ ბოლო რამდნიმე კვირაში სახელწიფო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, ბევრი მათგანი, ძირითადად მაღალი თანამდებობის პირები, პოსტებს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებენ. ისინი ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკ
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
მისი
გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ- მინისტრმა რიში სუნაკმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე იმ დამანგრეველ შედეგებზე ისაუბრა, რაც „რუსეთის ბარბაროსულმა ომმა“ მსოფლიოს მოუტანა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი.
„ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება შეცვალოს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა სუნაკმა.
სიტყვით გამოსვლისას მან დაგმო რუსეთის მიერ „ენერგორესურსებისა და სურსათის ომის იარაღად ქცევა“ და განაცხადა, რომ ეს არის „სრულიად მიუღებელი“, რადგან ზიანს აყენებს ყველაზე დაუცველ
არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის ან სხვების სასიკეთოდ, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას ერთი მხრივ ნიკა გვარამიას დაკავების, მეორე მხრივ კი იმის შესახებ, თუ ვის ეხება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ და ვის გულისხმობს ევრ
რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გაუძლებს.
„85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრ
რუსები კლავენ, აწამებენ და იტაცებენ უკრაინელებს სისტემატიურად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში ბეთ ვან შააკმა განაცხადა.
„არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იყო განლაგებული“, - აღნიშნა ბეთ ვან შააკმა.
მისი თქმით, გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მტკიცებულებები „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზ
მმართველ უმრავლესობაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს გააგზავნიან თუ არა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და ამ მხრივ, გაითვალისწინებენ თუ არა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაციას.
შესაბამისი კითხვის პასუხად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ვენეციის კომისიაში კანონპროექტი უკრაინის პა
გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული.
„ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ე
ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას.
მან ამასთან განმარტა, რომ თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შე
საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს არამხოლოდ სიმბოლისტური, არამედ ძლიერი და თბილი გრძნობები, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აზროვნებით და ამოცანის მიმართულებით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ბუქარესტში განაცხადა.
ბოგდან აურესკუს განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა, საქ
საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
„მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველები ძალიან კარგად, სიღრმისეულად გრძნობენ იმ ბრძოლას, რომლის წინა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას.
ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მიმდინარე „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამომავლო საგარეო ვიზიტებს არ გამორიცხავს, თუ მათზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების კონკრეტული შედეგები. ამის შესახებ მან უკრაინის ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.
შეხვედრაზე ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდა განიხილონ მისი აშშ-ში ვიზიტი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი და “აწეული თამასა”.
“არ მაქვს საგარეო ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა. დრო არ არის. ისე, როგორც ეს ადრე სხვა პირობებში კეთდე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, -აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელები არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან. მისი თქმით, ეს ბრძოლა მარტივი არ არის, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.
“ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო. ეს არ არის ადვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავუმკლავდებით და რუსულ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება.
„მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპულ საბჭოში.
ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“დღე გაეროს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ღონისძიებაზე ვისაუბრე.
მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას საქართველოს მთავრობასთ
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად.
როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, კვერცხის მიღების შემთხვევაში სალმონელოზის ინფექციის რისკია, რის გამოც, მისი შენახვის პირობების დაცვა აუცილებელია.
რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, აუცილებელია კვერცხი განთავსდეს მაცივრის სიღრმეში და არა მისთვის გამოყოფილ თაროზე, ამასთან, დასძენს,
საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება. ამის შესახებ საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში წერია.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს.
პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტი-მონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არ
ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, რათა დემოკრატიისადმი და ევროპული ღირებულებებისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ვარჰეის თქმით, ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია და ქართველებს მომავალი აქვთ ევროკავშირში.
ამასთან, ევროკომისარი აცხადებს, რომ ახლა 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო.
“წი
საქართველოს რაგბის კავშირი წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.
როგორც რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, „ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ“.
„ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყ
ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები, უპერსპექტივობის გამო კვლავ გარბიან ქვეყნიდან. ეს იმ "თავმომწონე" ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ევროპულ კაბინეტებში "განცვიფრებას" რომ იწვევს ჩვენ პარტნიორებში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა.
"დიახ განცვიფრდებიან, როცა ქვეყნის პრემიერ-მინი