ყველა პროცესში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს, ევროკავშირის ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ, ასე რომ კონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.
ელჩის თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი.
„რეკომენდაციები არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ ცნობად ვიღებთ პროგრესს, რომელიც მიღწეულია, თუმცა ამავე დროს წინ ჯერ კიდევ გზა ა
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ პოლონეთში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბოგდან აურესკუმ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ნეგატიურ ეფექტს ახდენს მთელ რეგიონზე და განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე.
აურესკუმ ყურადღებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან ოთხი კვირის განმავლობაში 1920-1930-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, კინოჩვენებები 2 დეკემბერს, 19:00 საათზე რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“(„უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით სულ 19 ქართული მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები.
მათივე ცნობით, რეტროსპექტივაზე წარმოდგენი
არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის" კვალს. გავაკეთე კომენტარი, არავის უთქვამს, რომ ხალხი ვინც გულწრფელად იბრძვის, ბრძოლის ველზეა, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით მოქალაქეობის ჩამორთმევით და დავამატე, რომ საქართველოს კან
პირველად მოხდება ისე, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში გაფართოების საკითხზე მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სტანჩიკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირს გაფართოების, სტაბილიზაციის და ასოციაციის პროცესი.
მინისტრის თქმით, სლოვაკეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„სლოვაკეთს სჯერა, რომ უ
სოციალური ქსელები აჭრელებულია, პრეტენზიაც კი წამოვიდა ხელისუფლების მიმართ, რატომ არის ეს ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ იმას ახერხებს, რასაც კადრულობს სამედიცინო პერსონალის მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ შეურაცხყოფას აყენებს მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალს.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც მისი სიცრუე გამოვლინდ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის და ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავს იკავებს.
მისი თქმით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაეხმარება ქვეყანას, დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ენერ
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წინასაშობაო მიმართვაში უკრაინელებს სამართლიან მშვიდობას უსურვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
„სანამ მშვიდობა არ დადგა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, ვინც თავდასხმების, მუქარებისა და ჩაგვრის მსხვერპლი ხდება. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შიშები - ეს ბევრ ადამიანს აშინებს ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნავს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევა“, -აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველო
30 დეკემბრის ღამით უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით რუსეთის ძალებმა შვიდი კამიკაძე დრონი გაუშვა, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისი ცნობით, დრონების ნამტვრევებმა დააზიანა ორი შენობა კიევის გოლოსეევსკის რაიონში.
„ჩვენი თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კიევის მიმართულებით შვიდი კამიკაძე დრონი მიემართებოდა, ორი მათგანი ჩამოაგდეს დედაქალაქის მისადგომებთან, ხუთი – კიევის თავზე. ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად,
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, აღნიშნული ზომა დეკომუნიზაციის ფარგლებში მიიღეს, რაც თავის მხრივ ლუსტრაციის კანონის შედეგია.
მინისტრის თქმით, უკვე ორი თვეა, უწყებაში ასეთი კადრი აღარ ფიქსირდება. ზბიგნევ რაუ განმარტავს, რომ„ МГИМО-ს კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ ემუშავათ“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ცხრა საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას.
„მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ის
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია დასრულდა და ახლა უკვე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ელოდებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში წილოსანი აღნიშნავს, ეს მეტროსადგური მერიისთვის „აქილევსის ქუსლი“ გახდა.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და
მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, რა იქნებოდა ქუჩაში, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროპამ დამნაშავის შეფარებით ქვეყანა მიიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, როცა შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა.
„ერთი რამ უნდა ითქვას და ამას გეტყვით როგორც
მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე - მე თქვენს გევრდით ვარ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღებას აპროტესტებენ.
როგორც პრეზიდენტის განმარტავს, ევროპული მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას.
„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ
პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება და დაწვა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას ეხმაურება.
ასევე, ლევან იოსელიანის თქმით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულე
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს.
„სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა დ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების დისკრედიტაციისთვის და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანონი, რომელიც სახელმწიფო დუმამ 14 მარტს მიიღო და ფედერაციის საბჭომ მეორე დღეს დაამტკიცა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
კერძოდ, მკაცრდება ჯარიმები შეიარაღებული ძალების საზ
ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე მასზე და დათო ტურაშვილზე, ბოლო პერიოდში აგორებულ შავ პიარზე კიდევ ერთხელ წერს.
"დღეს უკანასკნელად დავწერ და დაგემშვიდობებით. არავის განვსჯი, ყველას აქვს საკუთარი ლოგიკური არგუმენტი და ფიქრი და ეს ხალხიც გათათხეს და მიწასთან გაასწორეს, 'იუნესკოს საქმე" ადამიანის თითქმის დამართებულ ინფარქტს გაუთანაბრეს, ადამიანისვე დახვრეტის ბრალდებით რომ შეემთხვა, ორგანიზებ
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.
ამასთან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ სამედიცინო პერსონალის იმ ნაწილსაც, ვისი სხვა კლინიკაში გადაყვანაც ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდება.
„ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დ
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ მედიის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების შესახებ გახმაურებულ ფაქტებს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლების სურვილისა და მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის
პარტია "საქართველოსთვის" - ქალთა გაძლიერების პლატფორმა, სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე. planeta.ge გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ვეხმაურებით ხელისუფლების მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღეა უწყვეტად გრძელდება და მიზნად ისახავს ხელისუფლ
„რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არ ეხება მხოლოდ ქალებს. გაცილებით მძიმე რამე ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კანონმორჩილი ადამიანი ხარ თუ არა, თუ სისტემას დასჭირდა შენი განადგურება, ის მოგაკითხავს...“
სოფო ხორგუანი სტუმრად დიანა ტრაპაიძესთან „დღის ამბებში“
338219675_746667890261244_794173371575529849_n.mp4
შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს ბანკში მილიონობით დოლარის განთავსებაში დაეხმარნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მსჯავრდებულები „გაზპრომბანკის“ ციურიხის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელები არიან, მათ შვიდი თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ვლადიმირ პუტინის მეგობრის, ცნობილი მევიოლინის, სერგეი როლდუგინისთვის ანგარიშების გახსნისას არასაკმარისი შემოწმებების ჩატარებაში. სერგეი როლდუგინი ცნობილია მეტს