Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.496

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აკაკი გვიანიძე - 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჩემს მიერ მერისთვის გაგზავნილი შენიშვნა გათვალისწინებულია - ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ, რაც პირველ რიგში შშმ პირებისთვისაა აუცილებელი

2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჩემს მიერ მერისთვის გაგზავნილი შენიშვნა (წინადადება) გათვალისწინებულია - ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს.   მისი თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტოზე ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე ტენდერი ავტოტრანსპორტმ

აკაკი გვიანიძე - “შერატონი” ჩართულია მტკიცებულებების განადგურების სქემაში, იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც “ოცნება” ატარებს (ვიდეო)

“შერატონი” ჩართულია მტკიცებულებების განადგურების სქემაში, იმ სპეცოპერაციაში, რომელსაც “ოცნება” ატარებს. აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" - ბათუმი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1063574698859561

აკაკი გვიანიძე - "ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა

"ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა.  ბათუმელები, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებული, შემოსავლების გარეშე დარჩნენ. უმძიმესი სეზონია ჩვენი ქალაქისთვის. რუსებმა იყიდეს ბინები, გახსნეს კაფეები, რესტორნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები... ტაქსებიც კი მათი ჰყავთ...   ეს არ გვეყოფოდა, ახლა ჩამოდიან და ოკუპანტობაში აქეთ გვადანაშაულებენ

აკაკი გვიანიძე - "ოცნება" ძალადობის ორგანიზებული კამპანიით "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებას უწყობს ხელს

"ოცნება" ძალადობის ორგანიზებული კამპანიით "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებას უწყობს ხელს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი  აკაკი გვიანიძე წერს. მისი თქმით, ამ პროცესების მართვა უკვე შეუძლებელია.   "თითქოს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობა ყოველთვის დაჩაგრულს გულშემატკივრობს, ვერ იტანს რა უფრო სუსტის ჩაგვრას. რა საჭიროა პოლიტიკურად განადგურებულ და ხაბეიშვილის პირველკაცობას (თუნდაც ფორმალურად)

აკაკი გვიანიძე - "მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა

"მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს. მისი თქმით, ქუჩები და მეტროც პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რაც მერიის მიერ არაკომპეტენტურად დაგეგმილმა და შესრულებულმა  სამუშაოებმა გამოიწვია.     "დედაქალაქის ქუჩები და მეტროც კი პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კო

აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) 1ტვ

ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები. თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი. შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 200

ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს. ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან. „გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს,

აზოვსტალის ქართველ მცველს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. TASS წერს, რომ 22 წლის ქართველ მებრძოლს სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობას ედავებიან. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გაწერელია უკრაინის არმიას 2022 წლის მარტში შეუერთდა და პირველი აპრილიდან მარიუპოლში იბრძოდა. მამუკა გაწერელია მარიუპოლში

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ფისკალური მედეგობის განვითარებისთვის 100-მილიონიანი სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პოლიტიკაზე დაფუძნებული 100-მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს ფისკალური მენეჯმენტის, კაპიტალის ბაზრებისა და საპენსიო სისტემის რეფორმების ხელშესაწყობად დაამტკიცა. „აზიის განვითარების ბანკის“ ცნობით, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მეორე ქვეპროგრამა, 2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის შედეგებზე დაფუძნებით განხორციელდება. „აზიის განვითარების ბანკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანაახმად, პირველი ქვეპროგრამა კოვიდ-19-ის პანდემი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა - არიან დაჭრილები და დაღუპულები

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ. “11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს,” - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მათი ცნობით, აზერბაიჯ

აზერბაიჯანმა ყარაბაღს ინტერნეტის კაბელი გადაუჭრა – სტეპანაკერტი

17 აგვისტოს აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტთან ახლოს, ლაჩინის კორიდორში, აზერბაიჯანულმა მხარემ ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გადაჭრა, რითაც ყარაბაღელებს ინტერნეტთან წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა არტაკ ბაგლარიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით, კაბელის დაზიანების შემდეგ ყარაბაღელი სპეციალისტები რუს სამშვიდობოებთან ერთად შეეცადნენ ადგილზე მისვლას და დაზიანებული კაბელის შეკეთებას, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი არ დაუშვა. როგორც

აზერბაიჯანმა ირანიდან გაიყვანა საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა ირანიდან საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია. საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახების წევრები თეირანიდან ბაქოში სპეცრეისით 29 იანვარს, ღამით ჩაიყვანეს. აზერბაიჯანული სააგენტოს, Trend-ის ცნობით, თეირანი დატოვა საელჩოს 53-მა თანამშრომელმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, საელჩოში დარჩა 5 ადამიანი, რომლებიც დიპლომატიურ საქმიანობას არ განახორციელებენ და მხოლოდ საელჩოს შენობის და მისი ქონებ

აზერბაიჯანმა “ამერიკის ხმას” აკრედიტაცია გაუუქმა

BBC-ის შემდეგ,  აზერბაიჯანმა კორესპონდენტთა აკრედიტაციის საკითხზე დაწესებული შეზღუდვები გააფართოვა. ამჯერად საუბარია „ამერიკის ხმაზე“. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, აიხან გაჯიზადეს განცხადებით, “ამერიკის ხმას” აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი კორესპონდენტის მუშაობის უფლება მისცეს. “ამერიკის ხმის” აზერბაიჯანული სამსახური მუშაობს 1952 წლიდან, თუმცა 2008 წელს უცხოური მაუწყებლების შეზღუდვის შემდეგ, რადიო და სატელევიზიო პროგრამების მაუწყებლობა ინტერნეტითა და სატელიტური გზით

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევის პარტიამ „ენი აზერბაიჯან“ უმრავლესობა შეინარჩუნა და მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 68-ს დაიკავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 37% მივიდა. აზერბაიჯანში ხმის მიცემის პროცესი გუშინ, 1-ელ სექტემებერს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დასრულდა. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის ივლისში

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ლაჩინი-ხანქენდის გზაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოწყობა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია

კატეგორიულად უარვყოფთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ლაჩინი-ხანქენდის გზის სასტარტო პუნქტზე სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოწყობის შესახებ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა და მიუღებელია. სომხური მხარის მსგავსი განცხადებები, გარდა იმისა, რომ არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, აზე

აზერბაიჯანის პრემიერი - საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ორი ქვეყნის ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში. ამასთან, როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე გა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ილჰამ ალიევი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, თურქეთის „ყოვლისმომცველი განვითარება“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. „აზერბაიჯანის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ერდოღანს ქვეყნის წინსვლაში და

აზერბაიჯანი უკრაინას გამნაღმველ აღჭურვილობას გაუგზავნის

“აზერბაიჯანი მზადაა ახალი ჰუმანიტარული ტვირთი გადმოგვცეს, მათ შორის გამნაღმველი აღჭურვილობა. განაღმვის საკითხი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს. უკრაინა საჭიროებს ამ დახმარებას პატნიორებისგან”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ციტირებს. ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინაში ამჟამად 174 ათასი კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია ამ კუთხით საფრთხეს წარმოადგენს. აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, ზელენსკის მიმ

აზარტული თამაშების კომპანიების კანონდარღვევები, რომელზეც სახელმწიფო დუმს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ საქართველოში სათამაშო ბიზნესის კომპანიების მხრიდან კანონდარღვევებს იკვლევს და საზოგადოებასა და სახელმწიფო უწყებებს ინფორმაციას პერიოდულად აწვდის. „ბიზნესპრესნიუსს“ ორგანიზაციის დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე იმ კანონდარღვების შესახებ ესაუბრა, რაზეც სახელმწიფო დუმს. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში მისი აღსრულების მექანიზმები პარლამენტმა ძალიან ბუნდოვნად ჩაწერა.

ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ. ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ინტერპრესნიუსს“ მოზარდის დაღუპვის ფაქტი კლინიკაში დაუდასტურეს. ინფორმაციისთვის, „ტიტანიკის“ კორპუსი ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წ####ბით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა

ავჭალაში, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა – შსს

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, საქალაქთაშორისო მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა, რადგან მატარებლის სიგნალის ხმაზე რეაგირება არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნეტ

ავღანეთში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რუსეთშია რეგისტრირებული

ავღანეთში ჩამოვარდა სამგზავრო ჯეტი, რომელიც ინდოეთიდან რუსეთში ჩარტერულ რეისს ასრულებდა. რუსული მედიის ცნობით, ხომალდი რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრში ირიცხება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის დროს ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი და 2 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა გამომძიებელთა ჯგუფი. თუმცა, პირველადი ცნობებით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და მთას შეეჯახა. ნეტგაზეთი

ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რეფორმის საწყის ეტაპზე 2017 წლიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტომფლობელების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების საფასურისაგან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ინსპექტირება ტარდებოდ

ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა პროკურატურამ გამოიძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ფორმულას“ ცნობით, თბილისში, ყაზბე
×
×
  • შექმენი...