თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს და ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალებისა და ერთი დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე ეხმაურება.
ერმაკის თქმით, თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში და ისინი სწორედ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
„ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 3 დეკემბერს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების 17 დასახლებაში მოიგერიეს.
მათივე ცნობით, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო თავდასხმა და 16 საჰაერო იერიში განახორციელეს. ამასთან, რუსმა სამხედროებმა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული დასახლებების მისამართით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან 30-ზე მეტჯერ გაისროლეს.
უწყება დასძენს, რომ ხარკოვის ოლქსა და დ
ირანის გენერალური პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს.
ირანული მედიის ცნობით, გენერალურ პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ამ ორი ორგანოს მიერ კანონში.
მისივე თქმით, საკითხზე მომუშავე ჯგუფი ოთხშაბათს პარლამენტის კულტურის კომისიას შეხვდა და შედეგები „ერთ-ორ კვირაში“ გახდება ცნობილი.
შეგახსენე
ირანის ხელისუფლებამ „მორალის პოლიციის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. ირანის გენერალური პროკურორის, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“.
პარალელურად, ირანის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ სასამართლო აგრძელებს ქცევითი ქმედებების მონიტორინგს. მონთაზერმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება განიხილავს ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს, რათა დადგინდეს, „სჭირდება თუ არა მას რაიმე ცვლილება“.
ე.
უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს.
არახამიას თქმით, რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი.
„ამის შემდეგ ჩვენ მზად
რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ნავთობის შესყიდვისთვის მსგავსი ფასის დაწესება რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის კომფორტულია.
ზელენსკის განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციით, რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანას.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბა
უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს სავარაუდოდ გაგრძელდება ზამთრის მომავალ თვეებში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა.
ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაც და რუსი სამხედროებიც ზამთრის შემდეგ კონტრშეტევისთვის მოემზადებიან.
ჰეინსის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახის გამოწვევები აქვთ მის სამხედროებს.
„რამდენადაც ჩ
მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
„მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? ჩვენ მართალია ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ, რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით და დაჩა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთი უკრაინაში ომში "წინასწარ განზრახულ სისასტიკეში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღებას ახორციელებს.
„წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს“, - განაცხადა ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმითვე, რუსული თავდასხმების შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა.
IPN
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრან
რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა.
ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, - წერს Bloomberg.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და დაადგინა სად იყო ხორბლის მოსავალი აღებული.
ხორბლის თითქმ
ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე მეტად ბახმუტსა და სოლედარში ცხელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მებრძოლების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება.
“დონეცკის ოლქში - ბახმუტი, სოლედარი - ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელია, ყველაზე მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ მიმართულებით ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ. ჩვენს გმირებს, რომლებსაც მანდ დაცვა უკავიათ. ყვე
4 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს.
„მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით. ისინი წერენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების "მაისის მოძრაობამ" უკვე აიძულა თსუ-ს ადმინისტრაცია ააშენოს სტუნდენტური საცხოვრებელი და ახლა დადგა დრო, მათაც აიმაღლონ ხმა და ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე.
"სტუდენტების უმრავლესობა ბინის სიძვირის, არასათანადო შრომითი პირობების, გაზრდილი ხარჯების გამო ღირსეული საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რაც საგრძნობლად აუარესებს სწავლი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრება ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვდება პრეზიდენტ ანჯეი დუდას.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
“6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ
რუსეთი, ალბათ გეგმავს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ალყაში მოაქციოს და ტაქტიკური გაჭრა განახორციელოს ჩრდილოეთით და სამხრეთით, იტყობინება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 3 დეკემბერს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით.
სამინისტრო აცხადებს, რომ მართალია, ბახმუტის დაკავებას შეზღუდული ოპერატიული მნიშვნელობა ექნება, ის რუსეთის არმიას მისცემს შესაძლებლობას, დაემუქროს კრამატორსკს და სლოვიანსკს. Twitter-ით გავრცელებულ ცნობაში სამინისტრო აცხადებს, რომ „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუ
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ამავე შეჯიბრზე ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ამარელა ვერესი 15:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას.
რადიო თავისუფლებას უწებაში უთხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა საქარველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი.
ცნობილი გახდა დაღუპული ქართველი მებროლების ვინაობაც. ესენი არიან:
ავთო რურუა;
რომეო ფირჩახია;
როლანდ კვარაცხელია;
ბადრი მარკელია;
მერაბ ალადაშვილი.
ქართული რაზმის წევრები "კადიროველთა" თავდასხმას ემსხვერპლნენ
ირანში დააპატიმრეს პოპულარული კინომსახიობი მითრა ჰაჯარი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. მეჰდი კოჰიანმა, რომლის ჯგუფი მსახიობების დაპატიმრების შემთხვევებს უწევს მეთვალყურეობას, დაადასტურა ჰაჯარის დაპატიმრება.
ჯერჯერობით არ იტყობინებიან, რატომ დააპატიმრეს მსახიობი ქალი, რომელიც ამავე დროს გარემოს დამცველი აქტივისტია.
გასულ თვეში ჰაჯარი ერთ-ერთი იყო იმ მსახიობთაგან, რომლებიც პროკურატურაში დაიბარეს და დაკითხეს ინტერნეტში „პროვოკაციული“ შინაარსის კომენტარების გამოქვეყნებისთვის ქვეყა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რომელსაც სააგენტო УНІАН-ი ავრცელებს, რუსეთის არმიამ უკრაინის არმიის პოზიციებზე, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ენერგეტიკული და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაზე განახორციელა 2 სარაკეტო და 10 საავიაციო თავდასხმა, წერია გეშტაბის მიერ 18 საათისთვის გავრცელებულ ცნობაში.
გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის არმია განსაკუთრებით ძალისხმევა მიმართულია ბახმუტის და ავდეევსკის მიმართულებით, რათა განიმტკიცოს ტაქტიკური პოზიცია.
რუსეთის არმია თავს იცავს ნოვოპავლოვი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განზრახვის შესახებ, ეწვიოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
ამის შესახებ იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. პესკოვს არ დაუსახელებია დონბასში პუტინის ჩასვლის დაახლოებითი თარიღიც კი.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში „მობილიზაცია დასრულდა“, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ დამატებით ცნობას არ გაავრცელებს. პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს დონბასის ნ
რუსეთის მთავრობა ევროკავშირის შეთანხმებას რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე, რომელსაც „დიდი შვიდიანიც" მიემხრო“, არ მიიღებს.
ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი მალე გაავრცელებს ინფორმაციას, როგორი რეაქცია ექნება ამ გადაწყვეტილების მიმართ.
ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა მუქარა გამოთქვა, რომ რუსეთი ევროპის კავშირს ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს. მომავალში ევროპის კავშირმა რუსეთის
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე იქნება აკრძალული.