Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.497

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ალექსანდრე მოწერელია - თვალსაჩინო მაგალითი შესაძლო კორუფციული გარიგების არის ბალდის კანიონის გარშემო არსებული მდგომარეობა, კორუფციას დაემატა უმწვავესი დაპირისპირება ადამიანებს შორის და ამ ყველაფერს გულგრილად ადევნებს თვალს დღევანდელი „ოცნება“

" კორუფცია აფერხებს განვითარებას და ასუსტებს თანამედროვე საზოგადოებას. კორუფცია არყევს საზოგადოების რწმენას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. კორუფცია განსაკუთრებით ხელს უშლის გარდამავალი ქვეყნების პროგრესს სახელმწიფოს მშენებლობაში არსებული რესურსების გადამისამართებით.   კორუფცია  ლახავს ადამიანის ღირსებას, თანასწორობასა და თავისუფლებას.   კორუფციაა მთავარი მტერი  მოსახლეობის კეთილდღეობის და სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ყველა წარმატებული სახლმწიფოს პოლიტიკის მთავარი სამ

ალექსანდრე მოწერელია - დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში

არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში!  ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/

ალექსანდრე მოწერელია - არავის აღარ სჯერა მმართველი გუნდის ნაამბობის იმის შესახებ, რომ ჩვენ ევროპა ომში გვითრევს

31 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა და მოუწოდა მმართველ გუნდს, რომ აღასრულოს ხალხის ნება - ის, რისთვისაც ამდენი მსვერპლი გაიღო ჩვენმა ერმა, -  ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.   მისი თქმით, არავის აღარ სჯერა მმართველი გუნდის ნაამბობის იმის შესახებ, რომ ჩვენ ევროპა ომში გვითრევს. "უთუ თქვენ ამის გჯერათ? ნუთუ დღეს პარლამენტში უნდა იყოს წყენები იმის თაობაზე, თუ ვინ დაუჭირა მხარი პრ

ალექსანდრე მოწერელია - არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას

არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში!  ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/

ალექსანდრე მოწერელია - ამ კანონის მიღებით, მმართველ ძალას ხელ-ფეხი ეხსნება, რადგანაც ე.წ. აგენტები, ანუ ყველა ის ადამიანი თუ საზოგადოების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს არსებულ მმართველობას, უბრალოდ გააქროს პოლიტიკური, საზოგადოებრივი ველიდან

დღეს, რუსეთში აღარ არსებობს ოპოზიციური და სიმართლის ხმა. საქართველოშიც ასე იწყება. ყველას დასავლეთის ე.წ გლობალური ომის პარტიის აგენტებად შერაცხავენ, ვინც ხელსუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს, ჯერ სიტყვიერად, იარლიყების მიწებების დონეზე, ფინანსური რეპრესიების საშუალებით, შემდეგ ალბათ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც. ამ კანონის მიღებით, მმართველ ძალას ხელ-ფეხი ეხსნება, რადგანაც ე.წ. აგენტები, ანუ ყველა ის ადამიანი თუ საზოგადოების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება და აკრი

ალექსანდრე ლუკაშენკო - ყველაფერი უკრაინის ხელშია - თუ მათ არ სურთ სიკვდილი, კონფლიქტი უნდა შეწყვიტონ

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, რადგან შემდგომში უკრაინის სრული განადგურება იქნება", - განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, უკრაინა შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ მთლიანად განადგურდეს. ამიტომ, ის უკრაინელებს „ურჩევს“, ომი შეწყვიტონ. ლუკაშენკოს მტკიცებით,

ალექსანდრე ლუკაშენკო - როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს, თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“

პოლონელებს და ლიეტუველებს ჩვენნაირი დიქტატურა სურთ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთისა და ლიეტუვის ხალხის სურვილები მათი მთავრობების ქმედებებს არ ემთხვევა. „როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს და თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“. მაგრამ ლიეტუვისა და პოლონეთის ხალხის სურვილები მათი მთავრობების სურვილებსა და ქმედებებს არ ემთხვევა, მაგრამ ხალხი გაერკვევა. პოლონელები ხ

ალექსანდრე თვალჭრელიძე - შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები - ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით

ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, პრობლემა არა აქვს, რადგან იქ „სკადას" სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება - შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით,- ამის შესახებ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიი

ალექსანდრე ვინიკოვი - ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად

ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს. როგორც ვინიკოვი აღნიშნავს, საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობ

ალექსანდრე დარახველიძე - შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს, რათა მეტმა ქალმა იგრძნოს თავი დაცულად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად. დარახველიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის. „წლიდან წლამდე ში

ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი უკრაინის კონტროლის ქვეშ არის

რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მას რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ამჟამად, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვე

ალექსანდრ სირსკი - უკრაინელებმა კურსკში წინ კიდევ კილომეტრნახევრამდე წაიწიეს და 82 დასახლებას აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 15 აგვისტოს დასაწყისიდან, კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებით წინ კიდევ 500 მეტრიდან 1,5 კმ-მდე წაიწიეს და უკვე რუსეთის ფედერაციის 82 დასახლებას აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი შეტევა მოიგერიეს და შეტევითი ოპერაციები განაგრძეს. ამასთან, ალექსანდრ სირსკის განმარტებით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელმა ჯარებმა, საერთო ჯამში, წ

ალექსანდრ დუგინი - საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა - მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს

საქართველოს მთავრობა ხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას კოლაფსამდე მიიყვანს. ამის შესახებ რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. დუგინის თქმით, „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა“. დუგინი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც ციტირებს. „ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები გუშინ თბილისში „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების

ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. ”ის გარდაიცვალა მშვიდად საკუთარ სახლში, სამი შვილისა და მისი ოჯახის გარემოცვაში”, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში, რომელსაც „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. ალენ დელონს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. იპნ

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია. სხდომა შეჩერებულია.   იპნ

ალან ალბოროვი - "სამხრეთ ოსეთი" რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს მოსკოვთან განიხილავს

"სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და

აკო თოლორდავა - კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ახალგაზრდებთან და ჩვენს ლიდერთან - გიორგი გახარიასთან... ჩვენ ვართ თაობა, რომელიც შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისაკენ

კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ახალგაზრდებთან და ჩვენს ლიდერთან - გიორგი გახარიასთან, ჩვენ ვართ თაობა, რომელიც შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისაკენ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ჩხოროწყუს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკო თოლორდავა წერს და შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს. ცნობისთვის, აღნიშნული გასვლითი ტრენინგ კურსი წყალტუბოში, 5-6 მაისს ჩატარდა. ახალგაზრდები უკეთ გაეცნენ არჩევნების შემდგომი სამუშაოების სპეციფიკას და გამოცდილებებს . ასევე, აღნიშნულ

აკაკი გვიანიძე - ჯამში რუსეთზე დამოკიდებულება ორჯერ გაიზარდა... პრაქტიკულად ჩვენი მთელი ეკონომიკა - უპასუხისმგებლო, არასტაბილურ რუსეთს მივაბით (ვიდეო)

“ჯამში რუსეთზე დამოკიდებულება ორჯერ გაიზარდა. პრაქტიკულად ჩვენი მთელი ეკონომიკა და ჩვენი მომავალი მივაბით რუსეთს, რუსეთს რომელიც არის უპასუხისმგებლო, არასტაბილური და ტერორისტი სახელმწიფო.” პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი  აკაკი გვიანიძე 354224559_1414552019343258_4216216122898213888_n.mp4

აკაკი გვიანიძე - ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას ცრუ დასმენაზე, ეს არის “ოცნების” მიერ დადგმული სპექტაკლი (ვიდეო)

“ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას ცრუ დასმენაზე. რა თქმა უნდა, ეს არის “ოცნების” მიერ დადგმული სპექტაკლი, რომლითაც ცდილობს გააშავოს თავისი ყოფილი გუნდის წევრები იმ კაგებეშნიკური მეთოდებით, რომლებიც კარგად აითვისა “ოცნებამ”.  აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი.  400130386_1766106630528653_1988189442240985799_n.mp4

აკაკი გვიანიძე - როგორც თემურ ქათამაძე გახდა ამ ბრძოლის სიმბოლო, ისე გახდება გამარჯვების სიმბოლო, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დავაბრუნებთ (ვიდეო)

როგორც თემურ ქათამაძე გახდა ამ ბრძოლის სიმბოლო, ისე გახდება გამარჯვების სიმბოლო, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დავაბრუნებთ ქართველი ადამიანის საქართველოდან გაძევება არის სირცხვილიც და დანაშაულიც სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/6d6XD3PDEm8 აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" - ბათუმი

აკაკი გვიანიძე - თემურ ქათამაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ის ყოველდღიურად სუსტდება. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველ საათობრივად ექმნება უდიდესი საფრთხე (ვიდეო)

"თემურ ქათამაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ის ყოველდღიურად სუსტდება. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველ საათობრივად ექმნება უდიდესი საფრთხე." აკაკი გვიანიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/646483137870392

აკაკი გვიანიძე - დღეს ე.წ ,,რუსმა ტურისტებმა" მოგვაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა, გერთვებით ბათუმიდან, ადგილიდან, სადაც ამ შეურაცხყოფის სიმბოლო - რუსული გემი დგას (ვიდეო)

"დღეს ე.წ ,,რუსმა ტურისტებმა" მოგვაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა, გერთვებით ბათუმიდან, ადგილიდან, სადაც ამ შეურაცხყოფის სიმბოლო - რუსული გემი დგას..." აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი 363410698_967445824543464_1214162302948225870_n.mp4

აკაკი გვიანიძე - გიორგი გახარია ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერია (ვიდეო)

"ყველა კვლევებით, გიორგი გახარია, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერია".  აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი გადაცემაში "მთავარი აჭარაში“ 359846200_579255611042981_3264690013925701114_n.mp4

აკაკი გვიანიძე - გახარიას გუნდი ბათუმისთვის (ვიდეო)

ევროპული კეთილდღეობის #საქართველოსთვის გახარიას გუნდი ბათუმისთვის -  ტრამვაის სანაპირო და საქალაქო ხაზები;    ქალაქში შემოსავლელი ახალი ქუჩების მშენებლობა;  ესტაკადები გადატვირთული ქუჩების კვეთებში;  პლაჟის "ხელოვნურად კვების" მასშტაბური პროექტი და სპეციალირი ბარიერები ზღვის დაბინძურებისგან დასაცავად; ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/posts/719788470334130

აკაკი გვიანიძე - ბავშვის გადასარჩენად სტიქიასთან გმირულად მებრძოლ კაცზე კობახიძის იერიში ორგანიზებული სამთავრობო კამპანიის ნაწილია

"ბავშვის გადასარჩენად სტიქიასთან გმირულად მებრძოლ კაცზე კობახიძის იერიში ორგანიზებული სამთავრობო კამპანიის ნაწილია. ავტორიტარულ რეჟიმებს განსაკუთრებით ეშინიათ გმირებისა და ავტორიტეტების. მათთვის მთავარი მხოლოდ მთავრობისადმი ლოალურობაა. რეჟიმისთვის "არასანქცირებული" გმირობა პრობლემაა და თუ ეს გმირობა სამთავრობო ხაზში არ ჯდება, მაშინ დანაშაულიცაა. ავტორიტარული რეჟიმი ანადგურებს რეალურს და თავად
×
×
  • შექმენი...