არალეგიტიმურ პარლამენტს ჩვენი გუნდი ლეგიტომაციას არ მისცემს.
ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივი გზებით ბრძოლას, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1191949261902946
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარჩნენ უნივერსიტეტის შენობაში და დაკავებული ჰქონდეთ ფოიე – მოთხოვნით, რომ შეხვდეს მათ რექტორი და უნივერსიტეტმა ღიად გამოუცხადოს სოლიდარობა ყველა დაზარალებულს და უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს.
publika
„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროსბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებას.
ალენ ბერსემ განაცხადა, რომ „მიესალმება მთავრობის დაპირებას, რომ შეცვლის „უცხოური გამჭვირვალობის კანონს.“
როგორც საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ალენ ბერსემ თქვა, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლიან, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
„ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს”, – ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ეხმაურებიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ხელმომწერები:
„სამართლიანი არჩევნები” (ISFED);
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” (კოალიცია აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანი
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 დეკემბერს მილიარდერი ინვესტორი სტივ ფეინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა.
ფეინბერგი კერძო კაპიტალის ფონდის Cerberus Capital Management LP-ის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორია. იგი 2017-2021 წლებში ტრამპის ადმინისტრაციაში სადაზვერვო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
აღნიშნულ თანამდებობაზე ფეინბერგი პენტაგონში რიგით მე-2 პირი იქნება ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი პიტ ჰეგსეთის შე
ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ხომალდის Eagle S ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან. ფინური მედია YLE-ს თანახმად, გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა.
ამის შესახებ 2024 წლის 27 დეკემბერს განაცხადა მომხდარის გამოძიების ხელმძღვანელმა, ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმინალური ინსპექტორმა სამი პაილამ.
ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ (NBI) 2024 წლის დეკემბერში დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომ
რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ აქციაზე დაკავებულ შაკო მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ადვოკატები, გუჯა ავსაჯანიშვილი და ლაშა ტყეშელაძე 300-300 ლარით დააჯარიმა.
სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს და თქვეს, რომ ის იმყოფებოდა რესტორანში კორპორაციული ღონისძიებაზე.
12 იანვარს მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებ
“შერატონ ბათუმის” დუმილი ნიშნავს დანაშაულის თანამონაწილეობას. ამასთან, მკაფიოდ ვნახეთ, როგორ ანადგურებდნენ თავდასხმის ღამით სამხილებს, ეს ნამდვილად რეპუტაციის ფასი დაუჯდება შერატონის ბათუმის ფილიალს.
თემო ტარიელაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/438872172597624
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ხმაური იყო. სტუდენტების ნაწილი და უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც უნივერსიტეტის დაცვამ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ მიერ დაკავებულ სივრცეში შესვლა შეძლო.
„მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ საგამოცდო ცენტრი გუშინ დაიკავა, მათ საგამოცდო სივრცეში შესასვლელი სივრცე სავარძლებით, მაგიდებითა და სხვადასხვა საშუალებებით ჰქონდათ ჩახერგილი. მათივე ინფორმაციით, ეს სივრცე დღეს დაცვამ გაარღვია.
„ეს ნ
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
მისი განმარტებით, საქმეში რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საფუძველი იქნებოდა, არ არის წარმოდგენილი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და მოსამართლემ ყველა მათგანი საქმეს დაურთო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა მზია ამაღლობელს სწორი გადაწყვეტილებისთვის!
გამოჯანმრთელებასა და თავისუფლებას ვუსურვებ“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში რამდენიმე პრობლემა იკვეთება, მათ შორის ეს არის არათანაბარი პირობები, არათანაბარი ფინანსური რესურსები და დაფინანსების გაუმჭვირვალობა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორი გარემო იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ კამპანიის სათანადოდ წარმოება.
„რამდენიმე პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც საარჩევნო პერიოდში იკვეთება.
ვინც ამბობს, პარლამენტის წევრის მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორებს სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდება - სასაცილოა ეს ყველაფერი! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ვიღაცებს კერძო პარტიული ინტერესი აქვთ, რადგან თავად პარლამენტში არ არიან და არ აწყობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 30 კაცით იყოს წარმოდგენილი.
„მათ ურჩევნიათ ვიყოთ ქუჩაში, რათა საერთაშორისო ურთიერთობებს მოვწყდეთ. თუკი დეპუტა
დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, თუმცა დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის აბსოლუტურად რადიკალური პირობების წამოყენება ნაჩქარევი იქნებოდა, „ადგილზე მაღალი დაძაბულობის“ გამო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტას, რომლის მიზეზი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვაა.
გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, – ამის შესახებ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის განკარგულება გასცა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა დ
რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა აგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის.
ერდოღანმა თქვა, რომ მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეკრებაზე შეხვდება, თუ რუსეთის ლიდერიც დაესწრება ფორუმს, ან გააგრძელებს მასთან სატელეფონო დიპლომატიას.
ავტო
ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან კი, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი.
სარაკეტო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა ხარკოვის, ვოლინის, დ
უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, ომი ჩვენთან მოვა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„ჩვენ 100 პროცენტით ჯერ არ ვიცით ფშევოდუვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები, მაგრამ ზუსტად ვიცით თავდაპირველი მიზეზი, ძირითადი მიზეზი, და ესაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია”, - განაცხადა მორავეცკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეისთვის პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და ესაა „უკრაინისთვის ზურგის შექცევა”,
მე ვიყავი შეშფოთებული, ისევე როგორც მთელი მსოფლიო და შეიძლება, უფრო მეტადაც კი. ჩემს გუნდთან ერთად, მთელი ღამე ვადევნებდით თვალს ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს შეგრძნებასთან, რომ ბირთვული ბალანსი კარგად მუშაობს დღეს და ამ ხაზს, რომელიც დაცულია ნატო-ს მიერ, ყველა ძალიან უფრთხილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რეაქციაზე, რომელიც სა
ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ხერსონში დანაღმვის მასშტაბები უკიდურესად დიდია და რუსებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს.
"ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული", - აღნიშნა სმირნოვმა.
მისი თქმით, ხერსონის ოლქის
ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიორგი ჯეირანაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
„წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. რაც შეეხება სა
ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად წინ აღუდგეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იძულებული გახდა, აშშ-ის მხარდაჭერას დაყრდნობოდა, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა, რუსეთთან ურთიერთობისას ევროკავშირის სისუსტეები და სტრატეგიული შეცდომები.
სანა მარინის განცხადებით, ბლოკმა უნდა მოუსმინოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები.
„შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავ
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორ