Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.801

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს

ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის შარლ მიშელთან შეხვედრას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ხელისუფლება ამ შეხვედრით კმაყოფილია, თუმცა, მიშელის განცხადება საწინააღმდეგოზე მეტყველებს. „ხელისუფლების წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ფანტასტიკური შეხვედრები ჰქ

სამინისტრო მზად არის, დაჩქარებულად შექმნას აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი - გაბუნია

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას კომენტარს ავრცელებს. თამარ გაბუნია ასევე ამბობს, რომ აუცილებელია, პროცესები კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდეს, რათა არ შეფერხდეს აქონდროპლაზიის მართვის სისტემის დანერგვის მიზნ

ნიკოლოზ სამხარაძე - თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელია დავით კეზერაშვილი, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვა ოპოზიციონერებსაც ჰქონდეთ „ქოლცენტრები“

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვა ოპოზიციონერებსაც ასეთი „ქოლცენტრები“ ჰქონდეთ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი შემაფერხებელი და მორალური მუხრუჭი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ოპოზიციას სახელი გატეხილი აქვს საქართველოში. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი მთავარი დამფინანსებელია დავით კეზერაშვილი, რომელიც ამით არის ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვ

ჯუანშერ ბურჭულაძე - წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა, თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს გაწეული ხარჯების შესახებ საბუთები ან გამქრალი, ან გადამალული იყო. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა. „მე არ დამიანონსებია, რომ კიდევ რაიმე საქმის აღძვრას ვაპირებთ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. მე ამას არ ვარქმევ კორუფციას, ეს იყო მთელი ხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება. ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანი

გია ვოლსკი - ევროკავშირს შესაძლოა საჭიროება ჰქონდეს საქართველოს წინსვლა შეაფერხოს - არ შეიძლება უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამ ვაკეთოთ, რაც ზიანს მოიტანს, თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ?!

ევროკავშირს შესაძლოა გარკვეული კონიუნქტურიდან საჭიროება ჰქონდეს, საქართველოს წინსვლა შეაფერხოს - არ შეიძლება უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარი თავისთვის ზიანს მოიტანს, თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ განიხილოს რაიმე ზომების მიღება. ვოლსკი აცხადებს, რომ დასაშვებია მოსაზრება

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებამ ყველაფერი გადაიფორმა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

Natia Mezvrishvili • ნათია მეზვრიშვილი For English scroll down - გუშინ ხელისუფლებამ ზუსტად 3 წუთში განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარტიისადმი დაქვემდებარების საკითხი - ანუ 3 წუთში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა 2024 წლის არჩევნებზე სასურველი შედეგის გასაფორმებლად. - პარალალურად, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ჩან

სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს. შარლ მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდშ

მიხაილო პოდოლიაკი - დაე, ვიქტორ ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს. მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს. „ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან შეგუება. ეს არის აგრესორის შეგნებულ

უკრაინული მედია - უკრაინის ომთან დაკავშირებით, უნგრეთის მთავრობის მშვიდობის მხარდამჭერ ვიდეორგოლში ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაშია

უკრაინის ომთან დაკავშირებით შექმნილ უნგრეთის მთავრობის მშვიდობის მხარდამჭერ ვიდეორგოლში ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის შემადგენლობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ათიათასობით ბავშვი დარჩა ობოლი, ასობით ათასი სახლი დაინგრა, ათ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, მაგრამ ომი გრძელდება და შეიძლება, ადვილად გახდეს გლობალური. მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია დაასრულოს განადგურება, მხოლოდ მშვიდობიანმა მოლაპარაკებებმა შეიძლება, გადაარჩინოს სიცოცხ

ბერდია სიჭინავა - თუ ვინმეს სურს “ენმ-ს, ან “ოცნების” ორბიტაზე სატელიტობა, ეს მათი არჩევანია... ჩვენს პარტიას, შექმნის დღიდან არჩეული აქვს დამოუკიდებელი გზა და ერთადერთ თანამგზავრად და პარტნიორად ჩვენს მოქალაქეებს მიიჩნევს

ჩვენს მოქალაქეებს სურთ ჰქონდეთ არა წარსულის, არამედ მომავლის არჩევანი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს. მისი თქმით, ერთადერთი რაც ამ 11-მა წელმა კარგად აჩვენა, არის ის, რომ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში ერთმანეთის კარგი თანამგზავრები არიან და ეს სტატუს-კვო ამ ორი ძალისთვის, მომავალშიც მისაღები იქნება.    “ენმ”-ს ფორმალურმა თავმჯდომარემ განაცხადა, “ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვების გასაღ

იენს სტოლტენბერგი - უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან იპყრობენ პოზიციებს - მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან “იპყრობენ პოზიციებს,” და რუსებს ბრძოლით უკვე რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი წაართვეს. ამავდროულად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სწრაფ და მნიშვნელოვან წარმატებებთან მიმართ ფრთხილად ყოფნაა საჭირო. “მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება. რუს

რაფაელ გროსი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დანაღმვის ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვართ - მოდუნება არ შეიძლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება. “დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსი

აშშ-ის საელჩო - ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არადემოკრატიულია - საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია. „დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული

ანა ბუჩუკური - კობახიძემ ძალიან კარგად იცის როგორი დიდი მავნებლობაა აფხაზეთსა და კოსოვოს შორის პარალელის გავლება

კობახიძემ ძალიან კარგად იცის როგორი დიდი მავნებლობაა აფხაზეთსა და კოსოვოს შორის პარალელის გავლება. გავახსენებ ბატონ კობახიძეს, რომ კოსოვო საქართველოს მხრიდან აღიარებული არ არის - ეს ერთი, ხოლო მეორე, საქართველოს შემთხვევაში ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა სხვათაშორის აფხაზეთში ბატონო ირაკლი, ხოლო კოსოვოში იყო პირიქით - ალბანელების ეთნიკური წმენდა. კობახიძის ამ საქციელს საზოგადოება აუცილებლად დაარქმევს სახელს!” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 3653

მიშა დაუშვილი - გარკვეული ვადით ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის დატოვება ერთ-ერთი საფუძველია, რომ მოვითხოვოთ ეროვნული ბანკისგან ამ რუსული ბრძანების გაუქმება (ვიდეო)

“რუსული ბრძანება რატომ არის დღეს აქტუალური?! იმიტომ რომ ფარცხალაძე ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა. გარკვეული ვადით ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის დატოვება ერთ-ერთი საფუძველია, რომ მოვითხოვოთ ეროვნული ბანკისგან ამ რუსული ბრძანების გაუქმება.” მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384346924_1038774167368200_8180424349915848413_n.mp4

ანა ბუჩუკური - ყოველდღე მოვთხოვთ ხელისუფლებას, დანიშნონ სუბსიდირებული რეისები და გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან (ვიდეო)

ყოველდღე მოვთხოვთ ხელისუფლებას, დანიშნონ სუბსიდირებული რეისები და გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  387838323_1040170963833811_8178069425383169019_n.mp4

პარლამენტის პლენარულ სხდომათა კვლავ ხმაურია - ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი ბერაიას გადადგომას მოითხოვენ

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაურია. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო პასუხისმგებლობა აიღოს და კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს. დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენით იმ სფეროს აყენებს შეურაცხყოფას, რა მიმართულებითაც მუშაობს, ამიტომ სალაპარაკო არ უნდა გახადოს და დღესვე უნდა გადადგეს. „კაცი

"საქართველოსთვის" - მოვუწოდებთ „ოცნებას“  დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით

პარტია "საქართველოსთვის": გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, კერძოდ, დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ. ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას. ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემებზე ისაუბრა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა ოცნების

ელჩი - გაკვირვებული ვარ ყურადღებით, რომელიც სახდეპის შიდა მემორანდუმს დაეთმო - ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები - მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს

გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განაცხადა. რობინ დანიგანმა ენტონი ბლინკენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. „უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო,

ბექა ლილუაშვილი - „ოცნების“ პოლიტიკური რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა - როგორ შეიძლება, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ამბობდეს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და მეორე მხრივ, ძრწოდეს იმის შიშით, რომ ცესკოზე კონტროლს ვერ მოიპოვებს

როგორ შეიძლება, პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ამბობდეს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს და მეორე მხრივ, ძრწოდეს იმის შიშით, რომ კონტროლს ვერ მოიპოვებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე - იცით, რატომ მიდის რისკზე? საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და მისი პოლიტიკური რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებ

ბორის აკუნინი - პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ - ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე!

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, - ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით მიმართა. „

უარს ვაცხადებთ ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე - სამხატვრო აკადემიის სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ რუსულ კანონს აპროტესტებენ, საერთო სტუდენტურ ინიციატივას უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ.

ბექა ლილუაშვილი - ყველა თავის საარჩევნო ამოცანებზე უნდა იყოს კონცენტრირებული და საზოგადოებას ისეთ საკითხებს ნუ შეაჩეჩებს, რომელზედაც შემდეგ “ოცნება” პროპაგანდას ააწყობს

ყველა თავის საარჩევნო ამოცანებზე უნდა იყოს კონცენტრირებული და საზოგადოებას ისეთ საკითხებს ნუ შეაჩეჩებს, რომელზედაც შემდეგ “ოცნება” პროპაგანდას ააწყობს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3864054690582877/

რომის პაპი - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას და სხვა თავდასხმების შეწყვეტას, რამაც ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს

რომის პაპმა ფრანცისკემ მხარეებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "ხვალ ერთი წელი შესრულდება ისრაელში ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან, რომელთა მიმართაც მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღაზაში ჯერ კიდევ ბევრი მძევალია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოადანზე, სადაც ათასობით მორწმუნეს მიმართა. მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი სულ

გიორგი გახარია - მთავარი მოთხოვნაა სამართლიანი არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის - საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?

ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა - ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ, როგორ უნდა იარონ? - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს ჩიხშია. “მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მი
×
×
  • შექმენი...