Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.980

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის. მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები საავადმყოფოში. ალექსანდრე ქეშელაშვილს ჩამოართვეს აპარატურა. პოლიციამ სცემა „ტვ პირველის” ოპერატორ გიორგი შეწირულს –  ის წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორნენ. დაუმტვრიეს კამერა. ფოტოზე: გიორგი შეწირული აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრ

ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენები კვერცხში - momxmarebeli.ge აუცილებელი კვლევისთვის თანხას აგროვებს

momxmarebeli.ge მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შემოწმების მნიშვნელობაზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. momxmarebeli.ge თანხის შეგროვებას იწყებს და აცხადებს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს. მათივე თქმით, შეგროვებული თანხით მოხდება შე

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. შესაბამისი განცხადება ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „სიტყვა - „გაუმჭვირვალობა“ - შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან. ფაქტების უკანონო დამალვიდან მომდინარე საფრთხე ბევრად აღემატება იმ მიზეზებს, რითაც ცდილობენ გაუმჭვირვა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ხელშეუხებლობის გარანტიით იქნება დაცული - მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, ჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის თანხმობით იქნება შესაძლებელი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ხელშეუხებლობის გარანტიით იქნება დაცული - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პროექტით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნე

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - გვიხარია, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა

გვიხარია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე. ჩვენ, დაახლოებით, ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატო-ს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ანტიკორუფციული

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა - კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, საკონკურსო კომისიის სხდომაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა უკვე განიხილეს. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია აპლიკანტების მიერ

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ. მსგავსი აკრძალვა არსებობდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველ ვერსიაში არსებობდა. კორექტირებული ვარიანტში კი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციიდან განომდინარე, ეს ამკრძალავი ნორმები ამოღებულია. კანონპროექტში ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება. კომიტეტის თავმჯ

ანტიკორუფციული ბიურო ფეისბუკზე რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს

სახელმწიფო უწყება, ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს,  ფეისბუკზე რეკლამაში 30 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ბიუროს ხელმძღვანელმა ამ მიზნით შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა და ითხოვა, გამარტივებული შესყიდვის წესის საფუძველზე მისცენ უფლება, 2025 წელს 30 000 ლარი დახარჯონ ფეისბუკზე რეკლამაში. შესყიდვების სააგენტომ ამ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა. netgazeti

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტით, პირის ოლიგარქად ცნობაზე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, პირის ოლიგარქად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სამართალწარმოების დასრულებამდე ძალაში არ შევა. შესაბამისი ცვლილება მეორე მოსმენის რეჟიმში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონში შევიდა, რომელზეც ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. კორექტირებული ვერსიით, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, ჩაატაროს მოკვლევა, რათა გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი. კომიტეტის თა

ანრი ოხანაშვილი: დღემდე არ არის არავითარი დამატებითი ახსნა, რა მტკიცებულებები არსებობს, რომ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში იყოს დასანქცირების კონკრეტული საფუძველი

ადამიანს ერთგვარი ბრალი წაუყენო ისე, რომ არავითარი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, უცნაურია ერთი მხრივ და მეორე მხრივ სამწუხაროც. საუბარია კონკრეტულ პირზე, რომ შესაძლოა ის გავლენას ახდენდეს ქართულ საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე, თუმცა არ არის საუბარი არავითარ მტკიცებულებაზე. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, საზოგადოება რომ შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ მტკიცებულებები არსებობს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

ანრი ოხანაშვილი „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ განცხადებაზე - ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს

ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს, - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი “დროას“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“, და “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებს, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე“ შეხვედრას სთავაზობენ. რაც შეეხება ამ სამი პოლიტიკური ორგანიზაციის შესაძლო გაერთიანებას, როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, “როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებ

ანრი ოხანაშვილი „აგენტების შესახებ“ კანონზე - წუხილი საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს და არა ისე, რომ ვინმემ ტაბუ დაადოს თემას - უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ

წუხილი საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს და არა ისე, რომ ვინმემ წინასწარ ტაბუ დაადოს თემას - უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ, - ასე ეხმიანება აგენტების რეგისტრაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული 2 კანონპროექტის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, თუ წუხილი ტერმინოლოგიას შეეხება, ამაზე მსჯელობა შესაძლებელია და დასაბუთებას და არგუმენტებს მოისმენენ, თუმცა, პრინციპი რომ ყველაფერ

ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობით

მამუკა მდინარაძეს არ უთქვამს და ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული საქართველოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, არავის უთქვამს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, ვინმეს მოქალაქეობა ჩამოართვას. „ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის

ანრი ოხანაშვილი - ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ყიფიანის კრიტიკას. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა. „ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თან

ანრი ოხანაშვილი - ვინმე თუ მზადაა, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამას ძლიერი პროტესტი მოჰყვება, ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა

ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალება იქნება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ხალხის შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება. ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხალხს პროტესტი გაუჩნდეს და საზოგადოე

ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გადააგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს. მისივე თქმით, ჯერ უნდა გაარკვიონ, რა ხდება დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ვენეციის კომისია ამუშავებს. „ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომის

ანრი ოხანაშვილი - დასანქცირება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, ფაქტობრივად ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს - ეს ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი

მე წინასწარმეტყველი არ ვარ, სხვის ნაცვლად რაიმეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ყველაფერს სჭირდება ლოგიკა, არგუმენტი, ვერ ვისაუბრებ ვერავის სახელით,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კითხვას, ელოდება თუ არა, რომ სანქციები გაგრძელდება და შესაძლოა, ის გავრცელდეს, მათ შორის პოლიტიკოსებზეც. მისი თქმით, საინტერესოა, რა წყაროებზე დაყრდნობით ხდება ინფორმაციის მიწოდება, რამდენად ობიექტურია ეს წყარო და რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რაზე დაყრდნობითაც სანქცირების გადაწყვეტ

ანრი ოხანაშვილი - არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ - რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" კვალს

არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით განაცხადა. „რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის" კვალს. გავაკეთე კომენტარი, არავის უთქვამს, რომ ხალხი ვინც გულწრფელად იბრძვის, ბრძოლის ველზეა, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით მოქალაქეობის ჩამორთმევით და დავამატე, რომ საქართველოს კან

ანრი ოხანაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ამის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს

„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგე

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას, რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს განუცხადა. ჩუბინიძის განმარტებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშ

ანზორ ჩუბინიძე - ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არასერიოზულია კითხვა, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა თუ არა ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრას. ჩუბინიძის თქმით, როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასრულებდა თავის სამუშაოს, უზრუნველყოფდა დაცვას და დანამდვილებით იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. „მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, იქ ვიყავი და ვუზრუნველყოფ

ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რუსულ ძალებს მოქალაქეები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჰყავთ. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რეგიონში კონტრიერიში წამოიწყეს, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოკლეტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე ტერიტორიის დაბომბვას დაიწყებს“. საერთო ჯამში, 50-დან 60 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება. ა

ანექსირებულ ყირიმში პოლიგონი იწვის

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხანძარი გაუჩნდა სამხედრო პოლიგონს. ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონზე ხანძრის გამო დაკეტილია საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“. ხანძრის გამომწვევ მიზეზს აქსიონოვი არ ასახელებს. მანამდე ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" წერს, 250

ანდრო ჭიჭინაძის დედა მამუკა მდინარაძეს - ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს, ჩაგყვებით ბოლომდე!

მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე! - ასე უპასუხა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ“. „ანდრო ჭიჭინაძე თუ აღი
×
×
  • შექმენი...