Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.452

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომის დანაშაულების სისტემატიური ჩადენა ახლავს თან - არსებული ვითარება „ახალი ნიურნბერგის მომენტია“

რუსები კლავენ, აწამებენ და იტაცებენ უკრაინელებს სისტემატიურად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში ბეთ ვან შააკმა განაცხადა. „არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იყო განლაგებული“, - აღნიშნა ბეთ ვან შააკმა. მისი თქმით, გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მტკიცებულებები „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზ

ურმას რეინსალუ - მოლდოვისთვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის მთავარი გზავნილია, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს მეზობლებს, უსაფრთხოების რა ვარიანტები აირჩიონ

დღეს ვფიქრობ, მთავარი გზავნილი პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, არის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, თუ რა უსაფრთხოების ვარიანტები ან ცხოვრების წესი აირჩიონ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. ესტონელმა დიპლომატმა უპასუხა კითხვას, რა უნდა იყოს გზავნილი საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტიდან 14 წ

ლოიდ ოსტინი - წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთი უკრაინაში ომში "წინასწარ განზრახულ სისასტიკეში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღებას ახორციელებს. „წინასწარ განზრახული სისასტიკით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებს თავის სამიზნეში აქცევს“, - განაცხადა ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმითვე, რუსული თავდასხმების შედეგად ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა. IPN

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო სარაკეტო იერიშების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეზღუდულია კიევში, ხარკოვსა და კიროვოგრადის ოლქში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის კუთხით სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა სისტემის სტაბილიზაცია მოხდეს. ყოველი შემთხვევისთვის მო

იენს სტოლტენბერგი - რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, საჭიროა, დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას თავის მთავარ მიზანზე – უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ამიტომ საჭიროა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა. „ბიბისისთნ“ ინტერვიუში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის წარმატებებმა მცდარი წარმოდგენა არ უნდა შექმნას კიევის სწრაფ გამარჯვებასთან დაკავშირებით. „უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ კონტრშეტევას, თუმცა ჩვენ

ილია დარჩიაშვილი - იმედი გვაქვს, ევროპული მხარე გაითვალისწინებს პრიორიტეტების შესრულების შედეგს, ანგარიშში აღნიშნულ პროგრესს, რაც უმნიშვნელოვანესი ელემენტია სრულფასოვანი წევრობის გზაზე

იმედი გვაქვს, ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის შესრულების შედეგს, ანგარიშში აღნიშნულ პროგრესს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ევროკომისიის ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებ

თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილება მოქალაქეების საკუთრების უფლებას არღვევს - „შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაცია"

„შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტის, სოფო პეტრიაშვილის განცხადებით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილება არამართლზომიერია და ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან დაზარალებულთა რიცხვი გაიზრდება. როგორც პეტრიაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული დადგენილებით ადამიანის საკუთრების უფლება ირღვევა. „კონკრეტულმა სამართალშემოქმედმა სუბიექ

ირაკლი კობახიძე - ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთის უპირატესობა არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან ადასტურებენ. „მაგალითად, ბოლო 1-2 კვირ

გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიიწევს და აქვს დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს

პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიივევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებს მოჰყვა იმის თაობაზე, რომ "რუსეთს ომში უპირატესობა აქვს". ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტ

ელისო ბოლქვაძე გელათზე - საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ყველა დოკუმენტს არ ვიცნობ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ყველა დოკუმენტს არ ვიცნობ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან გელათთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ბოლქვაძე აცხადებს, რომ გელათთან დაკავშირებით "თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ხედავს". „გელათის თემატიკა ყველა ჩვენგანისთვის არის ძალიან მტკივნეული, რა თქმა უნდა, ჩვე

„ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან გიორგი ხახუბიას განათლებასა და პროფესიული გამოცდილებაზე ისაუბრა. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნებ

უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა - სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ევგენი პრიგოჟინის ორი ქალიშვილი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები აამოქმედა. სანქციები სამ სფეროში დაწესდა და პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები მის ოფოციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პირველი განკარგულება ეხება სანქციებს რუსული სპორტული ინდუსტრიის ოთხი წარმომადგენლის - სპორტსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის ელენა ისიმბაევას, მოცურავისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრ ალექსანდრე პოპოვის

ნათია მეზვრიშვილი - მივედით იქამდე, რომ არცერთ პარტნიორს აღარ სჯერა ხელისუფლების - „ოცნება“ იღებს კანონს კონტექსტით, რითაც მიიღეს რუსეთში, რაც არის იერიში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას რაიმე რეაქცია ექნება მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ იუსტიციის მინისტრისთვის ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშის გადაცემას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ ქ

ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს არის დრო, რომ გადაწყდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი - ერთად ბრძოლაში, ერთად გამარჯვებაში!

ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-5 დღეს, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და კანდიდატის სტატუსი მიიღო, წელს არის დრო, რომ გადაწყდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპა. „სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი ისე, როგორც არასდროს. სწორედ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს მომავალი თაობებისთვის. სწორედ უკრაინაა, ს

ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად. როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, კვერცხის მიღების შემთხვევაში სალმონელოზის ინფექციის რისკია, რის გამოც, მისი შენახვის პირობების დაცვა აუცილებელია. რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, აუცილებელია კვერცხი განთავსდეს მაცივრის სიღრმეში და არა მისთვის გამოყოფილ თაროზე, ამასთან, დასძენს,

ოლივერ ვარჰეი - კანონპროექტების გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია - ახლა ევროკომისიის 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო

ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, რათა დემოკრატიისადმი და ევროპული ღირებულებებისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ვარჰეის თქმით, ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია და ქართველებს მომავალი აქვთ ევროკავშირში. ამასთან, ევროკომისარი აცხადებს, რომ ახლა 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო. “წი

გიორგი წერეთელი - უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის დროებითი გამაგრება ჩამოიშალა - ფერდის მუდმივი გამაგრებითი სამუშაოები დაიცავს ამ ფერდს, ამ გზას რაიმე ზეგავლენისა და მეწყრული პროცესებისგან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლის ალბათობა დროებითი გამაგრების პირობებში არსებობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფერდს მუდმივი გამაგრება ექნება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა, ეს არ უნდა მოხდეს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კომპანია აკეთებს ყველაფერს, რომ მსგავსი შედეგები არ გაუმეორდეს, რადგან მას აღმოსაფხვრელად ზედმეტი ხარჯის გაწევა უწევს. „რიკოთის პროექტი არის ურთულესი კონსტრუქციული გადაწყვეტილ

საქართველოს რაგბის კავშირი - წუხილს გამოვთქვამთ პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო

საქართველოს რაგბის კავშირი წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო, - ამის შესახებ ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში. როგორც რაგბის კავშირის განცხადებაშია ნათქვამი, „ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ“. „ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყ

საბა ბუაძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ ოქროყანაში უკანონო მშენებლობას აწარმოებს, თბილისის მერია კი პირდაპირ ხელს აფარებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, ოქროყანაში, სააგარაკე ტერიტორიაზე „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია „გორბი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს, რომელიც მუნიციპალურ რეგულაციაში არ ჯდება. ის მუნიციპალიტეტის ინსპექციას მიმართავს, რომ „ამ უკანონო მშენებლობით“ დაინტერესდნენ. „მინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო უკანონო მშენებლობის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების“ რეიტინგების მთვლელი კომპანია „გორბი“ აწარმო

ზურაბ აზარაშვილი - ონკომედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია, თავის გამართლების მცდელობები კი - არასწორი

ონკომედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია, ეს თავის გამართლების მცდელობები კი არასწორია, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს PSP-ს არგუმენტს, რომ „ონკოლოგიური პროდუქტი ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე სამჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა, ამიტომ ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოხდა და არა – გაძვირება“. „ჩვენ

ვიოლა ფონ კრამონი - „უფლება, რომელსაც არ იყენებენ, კვდება, თავისუფლება, რომელსაც არ იყენებენ, ქრება" - ქართველმა ხალხმა ეს ყველაზე კარგად იცის

გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ქართველი ხალხი ხშირად და ხმამაღლა იყენებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. განცხადებასთან ერთად, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ევროდეპუტატი გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ გამართული აქციის ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელიც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად გაიმართა. “ჰაინრიხ ბიოლმა თქვა: "უფლება, რომელსაც არ იყენებენ, კვდება, თავისუფლება,

პრეზიდენტი - 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა დღევანდელი აგრესია - იმ დროს ევროპის ერთიანობა, ალბათ, დაგვაკლდა

ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას დღევანდელის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. ევროპის ერთიანობა, იმ დროს, ალბათ, დაგვაკლდა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუბრუნდეს თავის ტერ

რვა ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში იბარებს

რვა ოპოზიციონერი დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში იბარებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მათი კითხვა ეხება იმას, რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 7-8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. „ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალ

თბილისის მერია, პროგრამაში „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ჩასართავად, სპორტული ობიექტების რეგისტრაციას იწყებს

პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სპორტული ორგანიზაციები) ჩართვა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ობიექტების რეგისტრაციას იწყებს. დედაქალაქის მერია, 60 წლის და ამავე ასაკს გადაცილებული მოქალაქეების ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ს

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამ
×
×
  • შექმენი...