Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.500

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ამირან გამყრელიძე „რესპუბლიკურზე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ დაკავშირებით წარდგენილი გეგმები მოუმზადებელი იყო, პროცესი კი ტრანსპარანტული უნდა ყოფილიყო. ამასთან, განმარტა, რომ არ შეიძლება ხელაღ

ამირან გამყრელიძე - ათობით პროექტი დაპაუზდა - ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ქვეყნის განვითარება გაგვიჭირდება!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ამჟამად არსებულ დინამიკაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ახლა ხდება „კარგი არ არის“. „რაც დაავ

ამილახვარმა დეგნანს მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც სამინისტრო იუწყება, მინისტრმა დიპლომატთან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით ხორციელდება. „გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშ

ამერიკულ კანონში აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება პარტნიორებზე არ ვრცელდება, რაც თარგმანში გამოტოვეს - პლატფორმა

"საქართველოს ეროვნული პლატფორმა" აცხადებს, რომ ე.წ. “ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 – ის (გამონაკლისები/ EXEMPTIONS) კონკრეტული და "ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი "f". მათი თქმით, ამერიკულ კანონის (FARA) ამ პუნქტში წერია, რომ ქვეყნის პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება. პლატფორმის განცხადებაში ნათქვამია,

ამერიკის ხმა: ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ ცნობით, ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.

ამერიკის საელჩო - 45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ

გაერო-ში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა, - ამის შესახებ დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული. „გაეროში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა“. 45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ. გილო

ამერიკის ელჩი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტიბორ კოზმასა და დამკვირვებელთა ჯგუფს შეუერთდა.

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის. მფრინავი ობიექტ

ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ

ამერიკელი ქალი ირწმუნება, რომ წითელი ლაქის წასმის შემდეგ, მას პაემნებზე უფრო ხშირად პატიჟებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.  „წითელი ფერის ლაქის თეორია - რეალურია. მას შემდეგ რაც წითელი ლაქის წასმა დავიწყე, უამრავი მამაკაცი მპატიჟებს პაემანზე", -  ამბობს მელის მარტინო.  ნუნუკა სუხიაშვილი

ამერიკელი სენატორი - აშშ-ის გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა

ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატი“ სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის საგარეო დახმარების დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი მსოფლიო დიქტატორებისთვის. „ვფიქრობ, ამერიკა კვლავ შეტევაზეა და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ორპარტიულად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გავუგზავნოთ გზავნილი ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინს, მსოფლიოს დიქტატორებს - ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა, ამერიკა დემოკრატიის დაცვ

ამერიკელი სენატორები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს. „წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღ

ამერიკელი სენატორები - საქართველოსთვის წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია

საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, - ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხე

ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები - თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი

თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები ავრცელებენ. განცხადებაში, ასევე, მოწოდებაა ერთიანი სანქციებისკენ. “ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი

ამერიკელი გენერლის ცნობით, უკრაინაში მოკლული და დაჭრილია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის ინფორმაციით, უკრაინასთან ომში მოკლული და დაჭრილია 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. ამერიკელი გენერლის თანახმად, სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც. მილის ინფორმაციის წყარო არ დაუკონკრეტებია. სააგენტო Reuters-ის ცნობით, 9 ნოემბერს, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას მარკ მილიმ განაცხადა, რომ ომმა იმსხვერპლა უკრაინის 40 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც. ამერიკელ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის 3 შემთხვევა დადასტურდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განცხადების სამივე შემთხვევაში, ვირუსი ძაღლს დაუდგინდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა „გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. მოსახლეობის ინტერესების გათვალ

ამაზონის ჯუნგლებში 2500 წლის წინანდელი ქალაქები აღმოაჩინეს

ლაზერულ-სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით, ტროპიკული ტყეების ეკვადორის ნაწილში თიხის ბორცვებისა და დამარხული გზების ქსელი გამოავლინეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამაზონის ჯუნგლებქვეშ, ამ დაკარგულ ქალაქებში, 2000-ზე მეტი წლის, წინ სულ მცირე 10 000 ადამიანი ცხოვრობდა. ეს თიხის ბორცვები და დამარხული გზები ეკვადორში დაახლოებით 30 წლის წინ პირველად შეუმჩნევია საფრანგეთში კვლევების ეროვნული სააგენტოს არქეოლოგ სტივენ როსტეინს, რომელიც მაშინ ორ დასახლებაში აწარმოებდა გათხრებს. “მაგრამ მაშინ

ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ - Tbilisi Open Air

Tbilisi Open Air/AlterVision განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წელს პროექტი 14 წლის ხდება, თუმცა ეს ძალიან მცირე მონაკვეთია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ქვეყანასა და ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში აქვს გატარებული.

ამ მედროვეებმა ქვეყნის და ძალაუფლების ოკუპაცია ვერ უნდა მოახერხონ - გიორგი გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა ახლა არის ის, რომ “ამ მედროვეებმა ქვეყნის და ძალაუფლების ოკუპაცია ვერ მოახერხონ“. გახარიას თქმით, ასეთი მედროვეები ყველა ეპოქაში იყვნენ და სამწუხაროდ, მომავალშიც  იქნებიან. ტვ პირველი

ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების საჭიროება არ არის - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” – ზე 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. „ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების

ამ დროისთვის ცნობილია რომ შოვში 2 რუსთაველი გარდაიცვალა

შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. "ინფო რუსთავი" გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა. "დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძზალი

ამ დროისთვის საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, რადგან ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა არჩია. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა. „უნდა ვაღიაროთ, რომ დღეისათვის საქართველოში რუსეთმა მოიგო. მათ ჯერ მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, მერე შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობაა, პრორუსული პოზიციები. ა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს

აშშ-ში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებს“ 49, „დემოკრატებს“ კი 48 მანდატი აქვთ. „დემოკრატებს“ სენატში უმრავლესობის მოსაპ

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებ

ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატს შეიყვანს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ 18-ს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ 17-ს, „ძლიერი საქართველო“ 14-ს, გახარიას პარტია კი 12 წევრს

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18 მანდატი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ - 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი. ამ დ

ალცჰაიმერის სამკურნალო ექსპერიმენტულმა პრეპარატმა დაავადების პროგრესი სამჯერ შეანელა — #1tvმეცნიერება

მრავალწლიანი სტაგნაციის შემდეგ, ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატებზე მუშაობა განახლდა. ფარმაცევტული გიგანტის, Eli Lilly-ს განცხადებით, მისმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა Donanemab-მა წარმატებით შეანელა კოგნიტური და ფუნქციური დაქვეითება ალცჰაიმერის ადრეული ეტაპის მქონე პაციენტებში, რაც დიდ იმედს წარმოადგენს იმ ფონზე, როდესაც დღეს ამ დაავადების სამკურნალო კარგი მედიკამენტი არ არსებობს. კომპანიის განცხადებით, აშშ-ის მარეგულირებლებს მონაცემებს ივნისის ბოლომდე გაუგზავნის და იმედი აქვს, რომ მომავ
×
×
  • შექმენი...