Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.019

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს – საინიციატივო ჯგუფი

საინიციატივო ჯგუფი ,,ხელოვნების მუზეუმისთვის“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, თეა წულუკიანმა 20 სექტემბერს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა, რომ „მომზადდა მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია სოლიდური თანხა“, თუმცა, არცერთი კომპანია არ დათანხმდა მის განხორციელებას, ვინაიდან „პროექტი ქაღლდზე კარგია“, მაგრამ ტექნიკურად მისი რეა

არ მესმის როგორ იბრუნებს კობახიძე რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ და აღიარებულ აფხაზეთსა და ოსეთს - ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია კობახიძის განცხადებაზე, როცა მან თქვა: “ჩვენი ქართული ოცნებაა, ვიცხოვროთ გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში 2030 წლისთვის, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად”.

არ ვემხრობი ივანიშვილის შექმნილ კანონს, ამიტომ ვარ აქ - „იმედის“ ტელეწამყვანი აქციაზე

ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი აქციაზე იმყოფება, სადაც რუსულ კანონპროექტებს  აპროტესტებენ. ის სამთავრობო ტელევიზიის, „იმედის“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია. სალომე ღვინიაშვილის კომენტარი აქციაზე „მთავარმა არხმა“ ჩაწერა. ის ამბობს, რომ აქციაზე ქვეყნის და საკუთარი შვილების ევროპული მომავლისთვისაა. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. მოქა

არ ვაღიარებთ გაყალბების შედეგს, მოვითხოვთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებს – პენცენტრი

ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ისინი სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ “ხმა ამოიღონ”. დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე გავრცელებულ განცხადებაში ლიტერატურის სფეროში მომუშავე პროფესიონალები იხსენებენ მის მემკვიდრეობას. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების – დამფუძნებე

არ აქვს უფლება, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებზე – ადმინისტრაცია კრევოზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება თავიანთი ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. ალექსანდრ კრევო ენმ-ში გაწევრიანებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე  მუშაობდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ კრევო „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ენმ-ში დანიშვნის შემდეგ მან „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტო

არ აქვთ სუფთა წყალი, საკანალიზაციო სისტემა, სველი წერტილები - ომბუდსმენი გორის სოციალურ საცხოვრისზე

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახალხო დამცველის ცნობით, საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  2023 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა

აპრილ-ივნისში, საქართველოში შემოწმებული 1339 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 968-ს დაუდასტურდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი - ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1339 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სამ თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 3 იყო არასრულწლოვანი, რომელთაგან ყველას ნარკოტიკული თრობა დაუდა

ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს. ვიზიტის ფარგლებში დუდა მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რა დროსაც განხილული იქნება უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნის საკითხები. ასევე, პრეზიდენტები განიხილავენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებას და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხეს. ამასთან, ანჯეი დუდა და

ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას განიხილავს

პოლონეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად საერთაშორისო კოალიცია თუ შეიქმნება, ვარშავა კოალიციას შეუერთდება. როგორც ანჯეი დუდამ განაცხადა, „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია, ხოლო „მიგ 29“-ის ან „სუ“-ს ტიპის თვითმფრინავების სამართავად, უკ

ანჯეი დუდა - ჩემი გზავნილია: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პირდაპირი და მკაფიო გზა უნდა დავადგინოთ

იმედი მაქვს, რომ ძალიან ეფექტური და გადამწყვეტი სამიტი გვექნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა განსახილველი. იმედი მაქვს, მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნატო-სთვის, უკრაინისთვის და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგისთვის. რადგან მე ვარ პოლონეთის პრეზიდენტი, აღმოსავლეთის ფლანგი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა“, - აღნიშნა დუდამ. მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინ

ანჯეი დუდა - სალომე ზურაბიშვილთან საუბარში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება განვიხილე

სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აცხადებს დუდა.   იპნ

ანჯეი დუდა - რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს - თუ მხეცი ადამიანის ჭამას დაეჩვია, უნდა მოკლა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აუცილებელია რუსეთის შეიძლება სწრაფად შეჩერება, რადგან მან შემდგომში, შეიძლება, უკრაინის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე თავდასხმა მოინდომოს. დუდამ, უკრაინულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში, რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს ჭამს“. „არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს იქნება მისი იმპერიალიზმის ხელშეწყობა. რუსეთი ჰგავს გარეულ მხეცს, რომელიც ადამიანს შეჭამს. თუ მხე

ანჯეი დუდა - პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო დერეფნები მოამზადა

მსოფლიო პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. "ჩვენი ფერმერების მუშაობის წყალობით, პოლონეთი თვიკმარია. ჩვენ არ გვჭირდება მარცვლეული უკრაინიდან. ომის დროს მათი შესანიშნავი მოსავლიდან ძალიან ცოტა მიდიოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები, რომლის წყალობითაც უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება გაიაროს პოლონეთ

ანჯეი დუდა - იმედი გვაქვს, არც თუ ისე შორეულ პერიოდში, საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, შევა ნატო-ში, პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ მისწრაფებებს

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. როგორც ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მისცემს კარგ პირობებს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის. „მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ჩრდ

ანჯეი დუდა - ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ვეღარავის დაესხას თავს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი დღეს აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან საერთო ინტერესებით, რათა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგების საშუალება არ მიეცეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დუდამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის ფუნდამენტურად მნ

ანჯეი დუდა - ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან

საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე , - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პლატფორმა X-ზე წერს. როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. “კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, -

ანჯეი დუდა - არ არსებობს მინიშნება, რომ პოლონეთზე წინასწარ განზრახული თავდასხმა მოხდა - ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, არ არსებობს მინიშნება, რომ სამშაბათს ჩამოვარდნილი რაკეტა პოლონეთზე „წინასწარ განზრახული თავდასხმა“ იყო. "არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 ტიპის რაკეტა. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ამასთან, დუდამ დასძინა, რომ არსებობს „ბევრი მინიშნება“, რომ ეს იყო საჰაერო თავდა

ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე: ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას ევროპული მომავლის გზაზე

გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე რუსული კანონს და მის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. დღეს, 17 აპრილს „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნები

ანტონიუ გუტერეში - კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია. როგორც გუტერეში აღნიშნავს, გაერო-ს ინფორმაციასთან დამოუკიდებლად წვდომა არ გააჩნია, რის გამოც, კაშხლის აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენას ვერ ახერხებს. „ჩვენ ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონიდან მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები დღეს. დღევანდელი ტრაგედია, კიდევ ერთი მაგალითია ომის

ანტონიო ტაიანი: პრიგოჟინის მიერ გამოწვეულმა სამხედრო არეულობამ დაამსხვრია მითი ერთიანი რუსეთის შესახებ

,,ევგენი პრიგოჟინისა და ,,ვაგნერის“ მცდელობამ, მოეწყოთ გადატრიალება რუსეთში, გაანადგურა მითი პუტინის ერთიანი რუსეთის შესახებ და აჩვენა რუსეთისა და მისი ხელისუფლების სისუსტე." - განაცხადა იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ. ის დარწმუნებულია, რომ პუტინის ეპოქა რუსეთში ,,ვაგნერელების“ შეტევამ დაასრულა. ,,შიდა დაძაბულობა რუსეთის სამხედრო ძალებს შლის. ეს გარდაუვალი შედეგია, როდესაც დაქირავებულ ლეგიონს მხარს უჭერ და აფინანსებ". - განმარტავს ტაიანი. გარდა ამისა, იტალიის მთა

ანტონიო გუტიერეში: მსოფლიო უფრო ფართო ომისკენ მიემართება

მშვიდობის პერსპექტივები მცირდება, შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შანსები კი სულ უფრო იზრდება, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. „ვშიშობ, რომ მსოფლიო უფრო ფართო ომისკენ ძილის მდგომარეობაში კი არა, ფართოდ გახელილი თვალებით მიემართება,“, - აღნიშნა გუტიერეშმა. გენერალურმა მდივანმა მშვიდობის სხვა საფრთხეებზეც ისაუბრა, მათ შორის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე, ავღანეთზე, მიანმარზე, საჰელსა და ჰაიტიზე. ,,თუ ყველა

ანტონიო გუტერეში - სატვირთო მანქანები ღაზაში რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს, ეს არის სამაშველო თოკი, განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტიონ გუტერეშის განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზას დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს. „ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის“, - განაცხადა გუტერეშმა ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას. მ

ანტონიო გუტერეში - მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა - მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ძალადობა უნდა დაგმოს. მისი თქმით, გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები. „ამ შემზარავ თავდასხმას ისრაელის და სხვა ქვეყნების 1 250-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 250-ზე მეტი კი გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. 7 ოქტომბრის თავდასხმამ სულ

ანტისახელმწიფოებრივი კანონის ავტორს, სოზარ სუბარს ჩამოერთვას ფოთის საპატიო მოქალაქეობა - პეტიცია

სამოქალაქო პლატფორმამ „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ პეტიცია შეადგინა, სადაც ხელმომწერები მიმართავენ ფოთის მერიასა და საკრებულოს, ჩამოერთვას სოზარ სუბარს ფოთის საპატიო მოქალაქეობა. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი – ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია. მოქალაქეთა მრავალდღიანი პროტესტისა და თავგანწიირული წინააღმდეგობის გარეშე, კანონი სახელმწიფოს მომავალსა და მის არჩეულ კურსს შეუქცევადად დააზია

ანტირუსული პროტესტი ქუჩაში და მისი მედია გაშუქება

ტატა ხვედელიანი და იაკობ ჯანგავაძე  თბილისში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაზე, ამ პროტესტის თავისებურებებსა და მის გაშუქებაზე    
×
×
  • შექმენი...