აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს – POLITICO-ს ბოლო მონაცემებით, ტრამპს 267, ხოლო კამალა ჰარისს 214 დელეგატის ხმა აქვს.
ტრამპმა მოიგო ორი მერყევი შტატი, ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია. დარჩენილია 5 შტატი, სადაც ორივე კანდიდატს გამარჯვების შანსი აქვს. სწორედ ამ შტატებში წყდება არჩევნები და მათ უწოდებენ გადამწყვეტ ან მერყევ შტატებს. ესენია: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი. POLITICO წერს, რომ ჩრ. კაროლინაში ხმების 90 დათვლის შედე
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე.
„ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების გვერდით. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს. [პრეზიდენტ ზურაბიშვილთან] საუბარში ხაზი გავუსვით დიალოგის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – წერს იგი.
გარეკანის ფოტო: EPA
ნეტგაზეთი
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა.
სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდება.
იპნ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება. როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ცირკი და ყალბი გამოძიება.
„ეს არის ყალბი გამოძიება, ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ დაიწყო ცესკოს და ივანიშვილის კარნახით. შესაბამისად, ამ გამოძიების მიმართ არავითარი ნდობა არ გამაჩნია. მოვედი მაგისტრატ მოსამართლესთან იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის სახელი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიკერძოებაში ადანაშაულებს. ქურდოვანიძის თქმით, ამის დასასაბუთებლად ცესკო სააპელაციო სასამართლოში ხუჭუას ცოლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ პოსტებს წარადგენს.
ამის პარალელურად, ცესკო ითხოვს საქმიდან ამორიცხოს რაიონულ სასამართლოში, ხმის ფარულობის შემოწმების მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტი.
“თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტ
ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო და ევროპის კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ხელომწერების თქმით, მტკიცედ უჭერენ მხარს ქართველ ხალხს და მის ევროპულ არჩევანს.
ხელომწერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ:
ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულაციებზე (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩევლის დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ გამჭვირვალ
მათ (ქართულ ოცნებას) წარმოდგენა არ აქვთ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში. "ოცნება" ძალიან ცდება, თუ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში, მათ რაიმე შეუმსუბუქდებათ - პირიქით, საქართველოსთან ამერიკის პოზიცია უფრო გამკაცრდება.
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.
ვიდეო: https://www.facebook.com/reel/2239494939758384
დღეს ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, რაც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
არალეგიტიმური პარლამენტი, არის დიდი საფრთხე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=1276864193664929
პროკურატურას და სამთავრობო მედია საშუალებებს ერთნაირი კითხვები ჰქონდათ, ფაქტიურად მე მთხოვდნენ გამოძიების ჩატარებას.
გამოძიების მიზანი გაყალბებული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაა.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/452568517437308
ყველაზე საშიში რასაც ივანიშვილი ცდილობს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დააკარგინოს რწმენა არჩევნების, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1102929648124288
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა, განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარა
ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.
„ასევე, ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ“, - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.
ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება, ლიდე
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რომელიც საქართველოში არჩევნებს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ფარგლებში აკვირდებოდა, ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში იმ დარღვევებზე ილაპარაკა, რომლებიც აქ თავისი თვალით ნახა და აღბეჭდა.
ნატალი ლუაზოს თქმით, ის აკვირდებოდა არჩევნებს თბილისის გარეუბანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში.
რაც შეეხება დარღვევებს, ლუაზოს თქმით, მან მარნეულში ნახა დაშინება, გაყალბება, ხმების ყიდვის შემთხვევები.
„ეს იყო გაყალბების ფესტივალი“, – თქვა ნატალი ლუაზომ.
თბილისის სააპელაციომ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა – გაუქმდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც. სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა.
ამ საქმეთა შორის გაერთიანებული იყო საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა (1293) ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე.
საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კ
ქუთაისის მერიის თანამშრომელი, აქტივისტი, ცოტნე თვარაძე „მთავარ არხთან“ ჰყვება, რომ სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც არჩევნების დღეს დამკვირვებელმა დაინახა, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცა. მისი თქმით, ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი დამკვირვებელმა გამოართვა იმ მოტივით, რომ თითქოს აპარატი კონვერტს არ მიიღებდა თუ კარგად არ გაწევდა.
თვარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ის ვარაუდობს, რომ „ოცნებას“ ექნებოდა მცდელობა მერიაში დასაქმებული სხვა პირე
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით პროცესი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ, საქართველო ამ გზიდან გადავიდა. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით და შესაძლოა, ასევე მთავრობის ქმედებით, ისინი დაუბრუნდებიან ევროპულ გზას, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მისი მოსმენა გაიმართა.
მისი თქმით, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებ
ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატების და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება სრულად ასახავს ჩვენს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს. ამ დოკუმენტების გამჟღავნებას 29 ოქტომბრიდან ვითხოვთ, რადგან სწორედ ეს მიგვაჩნია არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზად. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მალავს მტკიცებულებებს, ხოლო პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მძევლად ა
"თითქმის 4 წელია, რაც რუსთავი 2-ის ეთერი დაკეტილია გიორგი გახარიასთვის. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და გუნდის წევრები კი რუსთავი 2-ის ეთერში ხშირად არიან წარმოდგენილი. ამ ქმედებებით „ოცნება" პირდაპირი მნიშვნელობით აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას" და ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობაა", რასაც შემდგომ საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს.
რუსთავი 2-ს „იმედისგან" განსხვავებით, ღიად არ აქვს აღიარებული, რომ პარტიული ტელევიზიაა. ამიტომ ან ღ
იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს , - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„განხილვის თემას ასევე წარმოადგენს ევროპული დემოკრატიის მოდელი : საქართველო, მოლდოვა. ჩვენ გვქონდა კიბერთავდასხმები, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მანიპულაცია. ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა ეს. მინდა, მივულოცო მაია სანდუს გამარჯვება და იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება.
კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.
GWP-ის ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველ
საქართველოს არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმ
არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს.
არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ქართულ ოცნებას მოპარულ არჩევნებს გაუთეთრებს.
ეს არის ჩვენი მარტივი პოზიცია.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627442161200312
7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/530897939719111
რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი გუ