Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.106

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შალვა პაპუაშვილი - ერთი საკითხია რადიკალური ჯგუფებისთვის ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში ხელის ჩამორთმევა, მეორეა დაფინანსება, რომელიც მათთვის ევროპიდან მოედინება

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში. ეს პირდაპირ არის რადიკალიზმის წახალისება და რადიკალიზმი თუკი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებით ენერგიას აძლევს რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს. „ვწუხვარ, ე

ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა - დაზიანებულია ოკუპანტების ძალოვანი სტრუქტურების შენობა

ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის კანონიერ მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედოროვის ინფორმაციით, დაზიანდა შენობა, რომელშიც ოკუპანტების ძალოვანი სტრუქტურებია განთავსებული. საოკუპაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, მელიტოპოლი უკრაინულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს. „წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე შენობა“, - აცხადებენ ქალაქის საოკუპაციო ადმინისტრაციაში. იპ

თეა წულუკიანი - ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველა ის შედეგი, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა

ყველა მცდელობა, დახლიჩონ საქართველო, საზოგადოება, დააპირისპირონ ახალგაზრდა უფროს ადამიანს, უფროსი – ახალგაზრდას, ერთი პოლიტიკური პარტიის მიმდევარი – მეორე პარტიის მიმდევარს, მიმართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, საქართველოს ბუნებრივი ადგილი არის ევროკავშირში და საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია. „რაც შეეხება სტატუს

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ლანა ყანჩელის განცხადების საფუძველზე, „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზას“ მიმართ დაწყებული საქმის შესწავლა – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში მოვაჭრეს დაევალა – იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალ

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. დეპუტატის თქმით, თუ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური ქარიშხალი დაატყდება თავს და გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ან არ გამოძია და აღკვეთა მსგავსი თაღლითური სქემების მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე საქართვეოს საგამოძიებო უყებებმა: „მძიმე პოლიტიკურ შედეგებამდე, შესაძლოა მიგვიყვანოს ხელ

სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებ

რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე - ეტყობა „გირჩის“ დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა

ეტყობა „გირჩის“ დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევას. მისი შეფასებით, კვლევა ფაქტებს არ ეფუძნება. "არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს "ნაციონალურ მოძრაობას." თუმცა, როგორი დეზინფორმაციული ასპექტები და პარამეტრებიც არ უნდა იყოს ამ კვლევაში, ის ფაქტი მაინც ვერ დამალეს, რომ სახელმწიფო

ნათია მეზვრიშვილი - საინტერესოა ის ხალხი რატომ არ ითხოვს ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, ვინც ხორავას საქმეზე ითხოვდა, ალბათ დანაშაულის  მასშტაბს ვერ ხედავენ, ან იქნებ ხედავენ და თავადაც ხეირობენ უკანონო ფულით

ნათია მეზვრიშვილი: "ხო, ასევე, საინტერესოა ის ხალხი რატომ არ ითხოვს ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას (ან თუნდაც ელემენტარულ გამოძიებას), ვინც ხორავას საქმეზე ითხოვდა. ა ალბათ ხელისუფლების მხრიდან ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობის მასშტაბს ვერ ხედავენ ან იქნებ ხედავენ და თავადაც ხეირობენ უკანონო ფულით" იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/9381579718548732      

ვოლოდიმირ ზელენსკი „მეორე მსოფლიო ომში“ გამარჯვების დღის 8 მაისს აღნიშვნის ინიციატივით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის ინიციატივით, რომ „მეორე მსოფლიო ომში“ ნაციზმზე გამარჯვების დღე უკრაინაში 8 მაისს აღინიშნოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამავდროულად, მან ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. „ჩვენ ვუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს პატიოსან ისტორიას იდეოლოგიური გავლენის გარეშე. სწორედ 8 მაისს იხსენებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ნაცისტებზე გამარჯვების სიდიადეს. არ დავუშვებთ ანტიჰიტლერულ კოალიციის ერების ერთო

ზაზა თავაძე - უკვირთ ხოლმე მერე, ხალხი რატომ ბრაზდება მათზე და ზოგადად ოპოზიციაზე - ფაქტია ყველა მათგანი გაიყიდა პირადი გამორჩენის მიზნით

" ოპოზიციონერი დეპუტატი რომ გქვია, ქვეყნის მომავალი რომ სასწორზე დევს, პარლამენტში ოლიგარქის ,,ოცნება" არაკონსტიტუციურად, ხელის გადაგრეხვის პრინციპით რომ საგამოძიებო კომისიებს არ გაქმნევინებს და ამ დროს, ფარულად ისევ ,,ოცნება"-ს ურიგდები დასანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციული სინდიკატისთვის დამატებით სამი არამოსამართლე წევრით გამდიდრებაზე, ნაცვლად შენსავე დასაცავად, გამზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერისა, რა უნდა გიწოდოს ამ შემთხვევაში ხალხმა?! P.S. არადა უკვირთ ხო

ნათია მეზვრიშვილი - ახლა "ქართული ოცნება" რომც ეცადოს ორმაგი 2/3-ის წესის შემოღებას, ამაზე თანხმობა კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ, რომ საბჭოში უკვე აირჩიეს არა დამოუკიდებელი, არამედ ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები

კობახიძე და ოცნება მთელი ეს დღეები ცდილობენ მთავარი თემიდან აქცენტის გადატანას ბუღალტერიაზე. მთავარი თემაა - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკანონო გავლენების აღმოფხვრა, ბუღალტერიაა ნებისმიერი მოლაპარაკება 5 არამოსამართლე წევრზე, საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილების გამორიცხვით (რაც ოცნებამ ორშაბათსვე ცხადად და ნათლად გამორიცხა), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, ახლა "ქართული ოცნება" რომც ეცადოს ორმაგი

კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს - უვიზოდ მიმოსვლასა და ფრენებში ცუდი არაფერია

საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, აღნიშნულზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაზე ისაუბრა ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ „ცუდი არაფერია“ უვიზოდ მიმოსვლასა და ფრენაში. „თქვენ იცით, რომ ეს შეზღუდვა ცალმხრივად იყო დაწესებული. მივესალმები ა

პრეზიდენტი - ყველა ქართველს აქვს უფლება, მოქალაქეობა დაიბრუნოს - ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, „ოჰ, ქართველია თურმე“

მიმაჩნია, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, ისრაელია. „აგერ იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი [ქართველი] არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით, ნახევარი მილიონი თუ არის

ზურაბ ცერცვაძე ამბობს, რომ მარტის აქციებისას გადაღებული მისი ცნობილი ფოტო არ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსში – „მე ვხედავ ევროპას“.

ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე ამბობს, რომ მარტის აქციებისას გადაღებული მისი ცნობილი ფოტო არ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსში – „მე ვხედავ ევროპას“. ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძის ცნობილ ფოტოზე ჩანს, რომ მოქალაქეებს აქციაზე ევროკავშირის დროშა წყლის ჭავლის წინ აქვთ აღმართული. ფოტო არაერთმა საერთაშორისო მედიამ გამოაქვეყნა. თუმცა, საქართველოს სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის ფოტოკონკურსზე ვერ მოხვდა. როგორც ფოტოგრაფი ზურაბ ცე

ნათია მეზვრიშვილი - დასავლეთისთვის სურათი ნათელია: საქართველოს ანტიდასავლური ხელისუფლება ჰყავს, თუმცა პარტნიორებისთვის ნათელია ის, თუ სად დგას ქართველი ხალხი

ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მეზვრიშვილის თქმით, გერმანელ პარტნიორებთან არაფორმალურ შეხვედრაზე ჰქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ევროინტეგრაციასთა

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლების მიზანი არ არის სტატუსის მიღება, პირიქით, მის საბოტაჟირებას ახდენს... საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა დავანახოთ ხელისუფლების სახე

ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ახდენს ხელისუფლების მკაფიო ლუსტრაციას, რომ ის ცდილობს ილუზიური გარემო შექმნას, თითქოს ყველა რეკომენდაცია შეასრულეს და ჯერი ევროკავშირზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა  ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის სტატუსის მიღება და პირიქით, მის საბოტაჟირებას ახდენს. „გუშინ ვნახეთ ღია, მკაფიო განცხადებები, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მკაფიოობა იმაზე, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე „ქა

მირიამ ლექსმანი - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ეს გულწრფელად მისასალმებელი ამბავია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, რომლის დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო”, - წერს ლექსმანი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყა

მიხაილო პოდოლიაკი - პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა და სახელმწიფო დაამცირა- მან აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს

პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი… თითქმის პუტინი გაანულე, ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები აიღე კონტროლის ქვეშ, მოსკოვამდე მიხვედი და უცებ… უკან იხევ. ვინაიდან ერთმა ძალიან სპეციფიკურმა შუამავალმა საეჭვო რეპუტაციით (ლუკაშენკომ) უსაფრთხოების გარანტიები მოგცა ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების ბრძანება გასცა. დ

გიტანას ნაუსედა - თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, ნატო-მ აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მიიღებს. „თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმ

მეოთხედფინალური მატჩი დინამოზე ჩატარდება, ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, შაბათს, 1 ივლისს, დინამო არენაზე გამართავს. მათივე ცნობით, ბილეთების ყიდვა ხვალ, 28 ივნისს, 12:00 საათიდან www.under21tickets.ge-ზე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხებათ იმ გულშემატკივრებს, რომელთაც ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილ მეოთხედფინალურ მატჩზე დასასწრებად, იმავე კატეგორიის ბილეთს დინამო არენაზე მიიღებენ. ახალ ბილეთს ისინი

ბექა ლილუაშვილი - 12 რეკომენდაციის სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ სულ მცირე 12 ტყუილი, ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას

კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ოთხი თვით ადრე, დღეს, შესასრულებელი 12 რეკომენდაციების სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ სულ მცირე 12 ტყუილი. ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას და ამით ალიბის შექმნას პასუხისმგებლობისგან გაქცევისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მსგავსი მანიპულაციების საშუალებით საზოგადოების ყურადღება კვლავ მიმართოს სტატუსის მიღება

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვუყურებთ მრავალ ეპიზოდიან სერიალს ბატონი ივანიშვილის შესახებ, მისი ინტერესების ექსკლუზიურად სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან დაცვით (ვიდეო)

“ცესკოს და მის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესაძლო გაყალბებით ცვლილების შეტანა ნათლად მიუთითებს “ოცნების” განზრახვაზე, რომ დღეიდან, გუშინდელი დღიდან და კიდევ უფრო ადრეული ეპიზოდიდან მას დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბება კანონის უგულებელყოფითა და ძალადობის წახალისების გზით. ჩვენ ვუყურებთ მრავალ ეპიზოდიან სერიალს ბატონი ივანიშვილის შესახებ მისი ინტერესების ექსკლუზიურად სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან დაცვით. სახელმწიფო ინსტიტუტებმა მარტო ამ ერთი ადამიანის ინტერესებზე უნდა იზრუნოს და ს

გიორგი შარაშიძე - თუ საქართველოს პოლიტიკური ველი უნდა გაჯანსაღდეს, ეს პირველ რიგში უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებლად გაძლიერებით და არა მათი ხელოვნური გაერთიანებებით (ვიდეო)

“დღეს, გვაქვს ისტორიული გამოწვევა, ჩვენი გუნდის წინაშე, რაც ემსახურება ნაც-ქოცური ალიანსის დასრულებას, იმ ერთგვარი ეპოქის, რომელიც 20 წელზე მეტია გრძელდება. თუ საქართველოს პოლიტიკური ველი უნდა გაჯანსაღდეს, ეს პირველ რიგში უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებლად გაძლიერებით და არა მათი ხელოვნური გაერთიანებებით.” გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართვეოსთვის" თბილისის საკრებულო წევრი 362899073_723892426213184_7979997701686548622_n.mp4

რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკვე წარადგინა ზომები, რომლებიც პერსპექტივაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სატრანზიტო სიმძლავრეების მხარდაჭერისთვის იქნება გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ დეკლარაცია უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ ნატ

ჯანმრთელობის პრობლემების მქონე აბიტურიენტს დამატებით დაუშვებენ ეროვნულ გამოცდაზე — სასამართლო გადაწყვეტილება

სასამართლომ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” დაავალა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელიც წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ დაუშვა ეროვნულ გამოცდაზე. ამის შესახებ განცხადებას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აქვეყნებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. კერძოდ, მას კბილის მწვავე ტკივილები ჰქონდა და ჩაუტარდა ოპერაცია, რამაც გართულება გამოიწვია.
×
×
  • შექმენი...