Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.514

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ვურჩევდი “ოცნებაში” გადავიდეს!

ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ვურჩევდი “ოცნებაში” გადავიდეს! ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ანა ბუჩუკური - ვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის კი შემოვიღოთ განსხვავებული პირობები

ჩვენმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილი გვაქვს, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული პირობებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ბუჩუკურის განმარტებით, რუსი მიგრანტებისთვის სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ 30 დღის განმავლობაში მათ შეეძლებათ საქართველოში, როგორც ტურისტები, უვიზოდ იყვნენ, რითაც საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ეკონომი

ანა ბუჩუკური - ვიზალიბერალიზაცია ქართველი ხალხის მონაპოვარია და ჩვენი პოზიციაა, რომ ამის შეჩერებით არ დაზარალდეს ქართველი ხალხი და დაისაჯონ ისინი ვისაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე მივყავართ (ვიდეო)

“ოცნების” წინა საარჩევნო კამპანია იყო ეროვნული ინტერესების ღალატი. ვიზალიბერალიზაცია ქართველი ხალხის მონაპოვარია და ჩვენი პოზიციაა, რომ ამის შეჩერებით არ დაზარალდეს ქართველი ხალხი და დაისაჯონ ისინი ვისაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე მივყავართ. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1834825223989027

ანა ბუჩუკური - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილს შუშის კოლბიდან მოუწევდა საკუთარ მოქალაქეებთან და საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი. საიდან სადამდე მივიდა (ვიდეო)

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილს შუშის კოლბიდან მოუწევდა საკუთარ მოქალაქეებთან და საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი. საიდან სადამდე მივიდა.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1498597437710825/

ანა ბუჩუკური - ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით უპრეცედენტოა - დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე

ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის უპრეცედენტო - დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება. "გამოქვეყნდა ვენეციის კო

ანა ბუჩუკური - ვართ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს (ვიდეო)

„ვართ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს“ — პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის კომენტარი აქციიდან. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/930233781822061

ანა ბუჩუკური - ვადასტურებ, ნამდვილად არსებობდა იდეა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ

იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში, თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკური ადასტურებს არსებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების სტრასბურგში გამგზავრებაზე სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „თქვენ იცით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა სხვადასხვა ქალ დეპუტატებთან კომუნიკაცია,

ანა ბუჩუკური - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენმა გუნდმა ოფიციალურად მიმართა პროკურატურას კორუფციის საკითხზე, გამოიძიონ "ჯორჯიან მანგანეზის" საკითხი და ნუ შემოდებენ თაროზე, როგორც სხვა შემთვევებში მოხდა (ვიდეო)

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენმა გუნდმა ოფიციალურად მიმართა პროკურატურას კორუფციის საკითხზე, გამოიძიონ "ჯორჯიან მანგანეზის" საკითხი და ნუ შემოდებენ თაროზე, როგორც სხვა შემთვევებში მოხდა."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GA9--Bizuc0CUhwHAAibcarM5nsGbmdjAAAF.mp4

ანა ბუჩუკური - ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც მკვეთრად გამოვრიცხეთ "ნაც.მოძრაობასთან" და "ოცნებასთან" კოალიცია და მკაფიოდ ვთქვით, რომ არჩევნებზე მივდივართ მარტო

"ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც მკვეთრად გამოვრიცხეთ "ნაც.მოძრაობასთან" და "ოცნებასთან" კოალიცია და მკაფიოდ ვთქვით, რომ არჩევნებზე მივდივართ მარტო, არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. დანარჩენი პარტიები კი რას როოგორ აპირებენ გაურკვეველია."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/284709011306678/

ანა ბუჩუკური - ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა

ერთ მშვენიერ დღეს და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განუცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული საერთაშორისო მიმართულების გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია. „დონალდ ტრამპი არის აშშ-ის მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს. რაც შეეხება მის გზა

ანა ბუჩუკური - ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას რომ ახსენებენ, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს

ის, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა-მოლდოვას ახსენებენ და საქართველო ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახს ადასტურებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ანა ბუჩუკური წერს.   მისი თქმით, ოცნების წარმომადგენლების მტკიცება, რომ უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ომში ყოფნის გამო მიიღო, არის მორიგი უსუსური მცდელობა ამით  პასუხისმგე

ანა ბუჩუკური - დღეს, რაც ერთის მხრივ „ოცნებას" და მეორე მხრივ „ნაცებს" სჭირთ, არის ბელადომანია. მათ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის, საკუთარ ბელადებს გადაუხადეს მადლობა (ვიდეო)

- დღეს, რაც ერთის მხრივ „ოცნებას" და მეორე მხრივ „ნაცებს" სჭირთ, არის ბელადომანია. მათ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის, საკუთარ ბელადებს გადაუხადეს მადლობა. არავის გახსენებია ანწუხელიძე, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გინტური... -  ვინმეს არ ეგონოს, რომ სტატუსი მივიღეთ და ამით მორჩა. ყველაფერი ახლა იწყება, მთავარი სამუშაო წინაა. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GFR6fhjAVrBpFikDAHJi2lNVSGMMbmdjAAAF.mp4

ანა ბუჩუკური - დღეს ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არის, რომ ამ არჩევნებმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ მიიღოს (ვიდეო)

დღეს ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არის, რომ ამ არჩევნებმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ მიიღოს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/535980892609612

ანა ბუჩუკური - დღეს ყველაზე ნათლად ჩანს "ოცნების" შიშები, პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ 60 %იანი მხარდაჭერა აქვთ და ამის პარალელურად ცესკოს სრულად იქვემდებარებენ

"დღეს ყველაზე ნათლად ჩანს "ოცნების" შიშები, პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ 60 %იანი მხარდაჭერა აქვთ და ამის პარალელურად ცესკოს სრულად იქვემდებარებენ პარტიულ ვერტიკალში."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ანა ბუჩუკური - დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან (ვიდეო)

“დღეს მივიღეთ ვითარება, როდესაც “ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” იცავს ჩვენგან.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 10000000_341621458529461_2930644199278329113_n.mp4

ანა ბუჩუკური - დიახ, დღეს ივანიშვილის ფულს ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის! 

დიახ, დღეს ივანიშვილის ფულს ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის!  ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1667679114126002

ანა ბუჩუკური - დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა

დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ადამიანები პოლიტიკაში არაფორმალურად არ უნდა მონაწილეობდნენ. „ძალიან უცნაური ეთერი ჰქონდა ბატონ კეზერაშვილს, ბოლომდე ვერ ვუყურე, კვარაცხელიას თამაში იყო, მაგრამ რასაც ვუყურე, კითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე რამეს უპასუხა. ზოგადად, ვერავის აუკრძალავ პოლიტიკაში ყოფნას, მაგ

ანა ბუჩუკური - დააკორექტირეთ კანონის მიზანი და გამჭვირვალობის ნაცვლად, რაც ტყუილია, მიუთითეთ, რომ ის ემსახურება საზოგადოების დაპირისპირებას (ვიდეო)

დააკორექტირეთ კანონის მიზანი და გამჭვირვალობის ნაცვლად, რაც ტყუილია, მიუთითეთ, რომ ის ემსახურება საზოგადოების დაპირისპირებას.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: 

ანა ბუჩუკური - გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობას" და "ლელოს" არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”

გუშინ გაირკვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ნაცმოძრაობას და ლელოს არაერთი კულუარული შეხვედრა ჰქონდა “ოცნებასთან”, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.     "ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა არ შეიძლება და ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები მისაღებია? თუ არ გამოხვალთ და არ ახსნით საჯაროდ, რატომ ფარულად და რატომ კულუარულად, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხელისუფლებასთან ვაჭრობა დაერქმე

ანა ბუჩუკური - გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა (ვიდეო)

გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა დღეს. რა ფორმით ჩავხსნით სიებს, როდის ჩავხსნით ეს არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან გვაქვს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/556539093655789

ანა ბუჩუკური - გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის

გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და პარლამენტის  დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ე

ანა ბუჩუკური - გვეჩქარება ძლიერ დასავლელ პარტნიორებთან დაახლოვება, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა აღვიდგინოთ დაკარგული ლიდერის სტატუსი ასოცირებულ ტრიოში (ვიდეო)

"გვეჩქარება ძლიერ დასავლელ პარტნიორებთან დაახლოვება, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა აღვიდგინოთ დაკარგული ლიდერის სტატუსი ასოცირებულ ტრიოში და რაც შეიძლება მალე მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეთ."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GHDZvBjBcCW1PfkEAMyDY1UqjRhybmdjAAAF.mp4

ანა ბუჩუკური - გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ „გორბით“ ჩაატარეს კვლევა და მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა - ალბათ, გადააკეთებენ და სასაცილო „ფეიკს“ გამოაქვეყნებენ

გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ „გორბით“ ჩაატარეს კვლევა და მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა, ამითაა გამოწვეული მათი ისტერიკა გახარიას წინააღმდეგ - მადლობა „ოცნებას”, რომ ჩვენი პარტიის სანიტარულ დასუფთავებას აწარმოებს, ასე გააგრძელეთ, ბიჭებო!- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლევის შედეგებს გადააკეთებს და „სასაცილო „ფეიკს” გამოაქვეყნებს. „გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ

ანა ბუჩუკური - გგონიათ, „ქართულ ოცნებას“ და „ნაცებს“ ერთმანეთში სავაჭრო ცოტა აქვთ?! დამერწმუნეთ „ნაცებს“ და „ოცნებას“ ბიზნესინტერესებიც ძალიან ბევრი აქვთ საერთო

თქვენ გგონიათ, სავაჭრო ცოტა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცებს“ ერთმანეთში?! დამერწმუნეთ „ნაცებს“ და „ოცნებას“ ბიზნესინტერესებიც ძალიან ბევრი აქვთ საერთო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ამასთან, ბუჩუკური არც იმას გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც ვაჭრობდეს. „ცოტა გამკვირვებია, როცა ამ კითხვას (თუ რაზე დაყრდნობით საუბრობს ამაზე) სვამთ, მე ვიყავი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომ მხარდაჭერა გამოუცხად

ანა ბუჩუკური - გახარიას პრემიერობის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ამაყობდა საქართველოთი, ახლა კი ვხედავთ ვითარებას, როცა საქართველო ნახსენები შეიძლება არ იყოს - ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის ყველას პასუხისმგებლობა დაეკისრება

ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე ნახსენები შეიძლება არ იყოს - გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. „2022 წლის სექტემბერში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ა
×
×
  • შექმენი...