საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელსა და ყოფილ ელჩს, ამჟამად აშშ-ში მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის საირუს ვანსის სახელობის პროფესორს, გიორგი გახარიას მრჩეველს, ანალიტიკოსს, ნატალი საბანაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ნატა, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ცხელი ზაფხული იყო, მათ შორის საქართველოშიც და ამერიკაშიც, დარწმუნებული ვარ არდადეგებზეც ადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
დაგიკავშირდით ახალი პოლიტიკური სე
ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ეტაპი რამდენიმე საათებში ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით დასრულდება.
„ ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელი გაიმარჯვებს.
„ჩვენ აღ
სადეპუტატო კითხვით მივმართავ ღარიბაშვილს: ელაპარაკა თუ არა თავის მეგობარ ორბანს ნაცების რეჟიმის მაღალჩინოსნების ექსტრადირებაზე?
ორბანთან მეგობრობით მიხეილ სააკაშვილი ამაყობდა, დღეს ღარიბაშვილი ამაყობს. ღიმილის მომგვრელია, როცა ნაცებს და ქოცებს მეგობრებიც საერთო ჰყავთ.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
"ნახევარი საათის წინ, “ოცნებამ” პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი აირჩია!
“ოცნებას” არ ჰქონდათ საკმარისი ხმები, საინტერესოა, რომელი გაიყიდა ამჯერად.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული ერთ-ერთი წევრი საკონსტიტიციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია, რომელმაც გუშინ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა!"
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
Facebook: https://www.facebook.com/ber
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცოს თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტი საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, თავდასხმის დაწყებისას შოლცი უკვე თვითმფრინავის ბორტზე იყო, თუმცა მალევე გადაიყვანეს ახლომდებარე შენობის თავშესაფარში.
შემთხვევის ადგილიდან კადრებს გერმანელი ჟურნალისტი ავრცელებს.
“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანული დელეგაცია თავდასხმისგან ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ე.წ. “
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის საავადმყოფოზე თავდასხმაში “ჰამასს” ადანაშაულებს.
“მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს: ღაზაში საავადმყოფოს ბარბაროსი ტერორისტები დაესხნენ თავს და არა ისრაელის თავდაცვის ძალები. ისინი, ვინც სასტიკად მოკლა ჩვენი შვილები, კლავენ საკუთარ შვილებსაც”, – წერს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა, ღაზიდან ისროლეს.
რამდენიმე საათის წინ ღაზაში, საავადმ
“ქართული საზოგადოება დაიღალა ბიძინაზე და მიშაზე აქცენტირებით, რადგან ორივე საბოლოო ჯამში იქცა წარსულად, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
394015968_778306420721415_7640041711152801_n.mp4
პარტია „საქართველოსთვის” წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ.
ანა ბუჩუკურის და ბექა ლილუაშვილის კომენტარი ადგილიდან.
400154148_1018174179490222_5183921556615709848_n.mp4
აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
იპნ
GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ – 55%;
„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%;
„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – 4%;
„ლელო“ – 4%;
„ევროპული საქართველო“ – 3%;
„საქართველოსთვის“ – 3%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;
„ლეიბ
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.
ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატ
თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ბრიუსელში და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის
ისლანდია და საქართველო იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების - განვიხილეთ შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას პრეზიდენტებმა ვრცლად ისა
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ძალადობა უნდა დაგმოს.
მისი თქმით, გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები.
„ამ შემზარავ თავდასხმას ისრაელის და სხვა ქვეყნების 1 250-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 250-ზე მეტი კი გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. 7 ოქტომბრის თავდასხმამ სულ
ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განმარტებით, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქ
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება.
საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.
"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს", - განაცხადა მამარდაშვილმა, რომლის კომენტა
ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ შევაგროვოთ მტკიცებულები, რადგან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა ეს მტკიცებულებები უბრალოდ გააქრონ.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/571075305601328
დაზუსტებით ვიცი, რომ 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც გომელაურის უწყებაში არ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, უწყებიდან კადრების ძალიან დიდი გადინებაა, რის აღდგენასაც წლები დასჭირდება.
„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია.
მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.
გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები
დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა, პროცესი 23 დეკემბრისთვის გადაიდო.
„ჩემი პროცესი გადაიდო, მაგრამ არ დაიშალოთ, იმიტომ, რომ ახალი წარმოდგენა დაიწყება - ლექსო მაჭავარიანის პროცესი და ვნახოთ, რაღაც საინტერესო მოხდება, დარწმუნებული ვარ.
სასამარ
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.
"აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“.
„არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრე
აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილზე შეკრებილები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ.
შეკრებილების თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 36-ე დღეა იმყოფებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
“ჩვენ პროტესტი მშვიდობიანია. გვინდა, რომ ხმა მივაწვდინოთ “რუსულ ოცნებას”, რომელიც არალეგიტიმურია”, - აცხადებენ შეკრებილები.
იპნ
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
აღნიშნულს დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროკურატურა დაკავე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ, 11 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი დაკავების ფაქტებს და მოითხოვს:
„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებას და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემას.
აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”
აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში ჩატარდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში.
"ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოვოთ ორმ