Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.087.076

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-ში ემიგრაციაში კიდევ ერთი უვადო მოსამართლე წავიდა

ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, რომელიც თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემაც დაუდასტურა. „საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, წავიდა… განცხადებაში დაწერა, რო

გარდაიცვალა გოგონა, რომელიც ბათუმში, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა

ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსიდან 15 წლის გოგონა გუშინ, 11 ივნისს გადმოვარდა. ის მრავლობითი დაზიანებით ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებული გოგონა დღეს, 12 ივნისს გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პუტინი აღიარებს, რომ მას თანამედროვე იარაღი არ აქვს

,,ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები გვაქვს, ზარალი კლასიკურ მაჩვენებელს აღემატება,” - განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც მან უკრაინის კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს. პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები არტილერიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, რადგან ქვეყანას ამ დროისთვის საკმარისი თანამედროვე საბრძოლო სისტემები არ აქვს. თუმც

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის - მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ც

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8432 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7963 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0469 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

„საახალწლო სოფელში“ კონცერტები 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან, „საახალწლო სოფელში“, სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება. მათივე ცნობით, გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. „კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები – გვან

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. როგოც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის. მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა, ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნესვიზი

მოლდოვის პარლამენტმა სახელმწიფო ენას რუმინული უწოდა

მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო ენისთვის სახელის „მოლდოვურიდან“ „რუმინულად“ გადარქმევის შესახებ. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ დეპუტატებმა. მმართველ ძალას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ოპოზიციონერი კომუნისტები და სოციალისტები ეწინააღმდეგებოდნენ ამ ცვლილებას და მოუწოდებდნენ უმრავლესობას, რომ კანონპროექტი არ დამდგარიყო კენჭისყრაზე, რაც ჩავარდა. სესიის დარბაზში საპრ

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა

მიმდინარე კვირას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. პრეზიდენტის მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე 31 მარტს მოუსმენენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიო კვირაა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს. „დღეს რუსებმა ქალაქ ორეხოვზე მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. დარტყმის შედეგად დაღუპულია 31 წლის პოლიციის კაპიტანი, 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციის 4 თანამშრომელი“, - წერს კლიმენკო.

საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „აგვისტოს ომის 15 წლისთავზე დიმიტრი მედვედევის განცხადება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას“. დიმიტრი მედვედევმა რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთები

ანა წითლიძე - პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც იმპიჩმენტზე მეტად აღელვებს მას

პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც ამ წუთას იმპიჩმენტზე მეტად, რაც საუბარში გამოიკვეთა, აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს. მან იცის პარტიის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი საკუთარ იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელავს. „პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდა

აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – წერს საელჩო და საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ფოტოს აქვეყნებს. რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა. საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკ

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნება” გრძნობს, რომ გეომეტრიული პროგრესიით კარგავს ამომრჩეველს (ვიდეო)

“ოცნება” გრძნობს, რომ გეომეტრიული პროგრესიით კარგავს ამომრჩეველს.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/823082259775074

გიორგი გახარია - მინდა ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა, ის ჯანმრთელი გვჭირდება

"ჩემს თავდასხმაზე საუბრის არანაირი სურვილი და მორალური უფლება არ მაქვს, მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელი 17 დღეა შიმშილობს, ბათუმში დაკავებული ცნობილი მედროშე 12 დღეა შიმშილობს, აფხაზეთიდან დევნილი თავს იწვავს,  აქციის მონაწილე ამდენი ნაცემი ახალგაზრდა გვყავს.  ჩემს შემთხვევაში, 1 კაცის ახირება იყო, რომ სხვებზე გადაეტანა შიში. მე მივხედავ ამას. საერთოდ არ მაინტერესებს შემსრულებლები, მაინტერესებს დამკვეთი იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ადამიანს აღარ ჰქონდეს საშუალება იძალადოს ხალხზე. ინდივიდუალ

მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის, ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქ

მაშველი ძაღლი „ტინტო“ სამსახურებრივი ჟეტონით დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში, სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლ

მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა - აქციაზე დაშავებულის მეუღლე

ზაზა ბირიაშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. მისმა მეუღლემ, მაია გორგოშიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია – მხედველობის დაკარგვის გარდა, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მაია გორგოშიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე აქციაზე პროტესტის ნიშნად წავიდა 7 მარტს. 8 მარტს კი, გამთენიისას, როცა აქციის დარბევა დაიწყო მძიმედ დაშავდა. მისი თქმით, მისი მეუღლე მკურნალობას „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა, დღეს კი

ბავშვები აქონდროპლაზიის წამლებს ისევ ელოდებიან

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის ჩამოვა საქართველოში აქონდროპლაზიის პრეპარატი. საერთაშორისოდ აღიარებული წამალი საქართველოში არც შემოაქვთ და არც აფინანსებენ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წელიწადზე მეტია მშობლები არაერთი წერილით, განცხადებითა და აქციით ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც საქართველოში, არაოფიციალური ინფორმაციით, 17-მდე ბავშვს აქვს. ზოგადად კი, დაახლოებით 25 ათას შემთხვევიდან 1-ში ვლინდება. გენის მუტაციის გამო აქონდროპლაზიის

თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში საქართველოს ჯონ მალკოვიჩი ეწვევა

თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა. ინფორმაციას fortuna.ge-ს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი უდასტურებს. თეატრალური ფესტივალის სპექტაკლებს შორის უკვე ასახულია მისი მონაწილეობით სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელიც 7 და 8 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება და მასზე დასასწრები ფასი 95 ლარიდან იწყება. ჯონ მალკოვიჩი საქართველოში პირველად 2011 წელს იყო ჩამოსული. საერთაშორისო თეატრ

ძლიერმა წვიმამ აფხაზეთში სახლები დატბორა, დააზიანა გზები და რკინიგზა

აფხაზეთში, გაგრაში 8-9 ივნისს ძლიერმა წვიმამ გაგრაში 800-მდე სახლი დატბორა. როგორც აფხაზური მედია წერს სტიქიის შედეგებს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამ დრომდე ებრძვის – მაშველები შენობებში დაგროვებულ წყალს ტუმბავენ. უწყების ოფიციალური ცნობითვე, სტიქიამ როგორც კერძო სახლები, ასევე მაღალსართულიანი სახლები და ქუჩები დატბორა. ასევე, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა გზები, რკინიგზის ლიანდაგი და 250-მდე ავტომობილი. დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ, საერთო

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა. „თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმა

აშშ-ს კონგრესი - რუსეთმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა

აშშ-ს კონგრესის მოხსენების თანახმად, რუსეთმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა. მოხსენებაში, რომელიც ამერიკის დაზვერვის მონაცემებზეა დაფუძნებული, ნათქვამია, რომ რუსეთმა 2022 წლის მოსავლიდან, დაახლოებით, 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა. „სატვირთო გემებს, რომლებიც მითვისებული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, მარცვლეული თურქეთის სანაპიროს გავლით, სირიის, ისრაელის, ირანის, საქართველოს და ლიბანის პორტებში გადაჰქონდათ“, - აღნიშნულია მოხსენებაში. უკ

ბორჯომში მშენებლობიდან 35 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ბორჯომში 35 წლის მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა სიმაღლიდან ჩამოვარდნას. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინება, გარდაცვლილი შპს „ბესთ ბილდ გრუპში“ იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რედაქციამ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო
×
×
  • შექმენი...