დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს და გონიერი მოსახლეობა საკუთარ სიტყვას ნამდვილად იტყვის.
ამომრჩეველს უნდა პოლიტიკურად პროგნოზირებადი გარემო.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო; https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1223635195320324/
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხე
ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების - მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გავრცელებულ მიმართვაში.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ „მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე“, არამედ მთავარი მოვალეობაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება.
„საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩ
"ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმ ხალხზე, ვის დასჯასაც ცდილობს "ოცნების" რეჟიმი - მინდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო და მათი ბრძოლა არ არის ფუჭი."
სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7232904170166709
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება.
და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო
რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების აქცია-მსვლელობა იმართება. ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. მათ საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი აქვთ.
აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები: „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“.
როგორც ისინი აცხადებენ, უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მა
ვუსამძიმრებ "ოცნებას" - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნას.
მისი თქმით, ოდირმა ამ დასკვნით საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმ
სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, რომლის დროსაც სამთავრობო უწყებებზე დროშები დაშვებული იქნება.
გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვ
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან, აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
მოქალაქეები 35-ე დღეა ქუჩაში გამოდიან და უცვლელად ითხოვენ: ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.
მოქალაქეები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”
მანამ სანამ პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები გზას გადაკეტავდნენ, პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა გაკეთებული.
ცნობისთვის,
„6 წლის შემდეგ ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა, 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა“ — განაცხადა პროევროპული აქციების მონაწილე რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისა.ს
მან თქვა, რომ თუ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, მიმალვას არ აპირებს და გადაადგილების ყველანაირ შეზღუდვას დაეთანხმება, გარდა რუსთაველის გამზირზე მისვლის აკრძალვისა.
კიკნაძეს, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად, თქვა, რომ არც ჯგუფურში და არც ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.
თავისი სიტყ
„planeta.ge“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს!
მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, რამდენიმე საათით მუშაობას წყვეტს.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საპროტესტოდ, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას აჩერებენ ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილი.
ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკ
დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად საუდის არაბეთსა და OPEC-ის ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა საუდის არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) მოუწოდა, დაწიონ ნავთობზე მსოფლიო ფასები და აღნიშნა, რომ ამის ამას მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების “დაუყოვნებლივი” დაწე
როდესაც მეგობრებს დაკარგავ, რუსეთთან ერთი ერთზე დარჩები - „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე კი, ამ ქვეყანას, თუ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით, არანაირი შანსი არ აქვს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ევროპის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, პოლიტიკური მოტივით მოხდა.
როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ფაქტი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როცა სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია „მოძალადეებზე, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ.
"გახარია საქართველოსთ
უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
„ახლა თავშესაფარში ვარ. აქ, ყველამ ლეპტოპი ან ტელეფონი ამოიღო და თავის საქმეს შეუდგა ან აგრძელებს შეხვედრებს. სრული სიმშვიდეა [თავშესაფარში]“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო. თვითმხილველების განცხადებ
თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები. ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რადგან ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან“, – განაცხადა საბერძნეთის ს
ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს ძალიან მჭიდრო ვადები დაუწესა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, რომლებმაც ამ საერთო ძალისხმევაში ძალიან კონსტრუქციულად უნდა მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩმა უპასუხა კითხვას, როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიისგან მიღე
ვინმეს თუ დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, ოპოზიციამ კონკრეტული საკითხების გარშემო უნდა ითანამშრომლოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც რეალურად ს
რუსეთმა დონეცკის რეგიონში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები კონცენტრირებულია დონბასში – ბახმუტთან და სოლედართან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ზარალის რეალური დონე რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის მშვიდობისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და
ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებ
ავსტრალიელმა მილიარდერმა ენდრიუ ფორესტმა ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად ფონდი შექმნა.
მილიარდერმა, რომლის კომპანიებიც ავსტრალიაში წიაღისეულს მოიპოვებს, განაცხადა, რომ მისი მიზანია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიარდი დოლარი შეგროვდეს. თავად მილიარდერმა და მისმა მეუღლემ კი ფონდში 500 მილიონი დოლარი უკვე ჩარიცხეს.
ფორესტის თქმით, ფონდში შეგროვებული თანხის გამოყენება და უკრაინის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ.
ოლიგარქიის პრობლემას ვერც „ქართული ოცნების“ რედაქციით და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით გადავჭრით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი.
„კანონი, რომელიც ფორმალურად ოთხი სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს ვინმეს მიენი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა მას შემდეგ, რაც მისმა უნგრელმა კოლეგამ „დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი უთანხმოება გამოიწვია.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ახალი კაშნე წარწერით, „სლოვაკეთი“ „ვიშეგრადის“ სამიტზე გადასცა.
„შევამჩნიე, რომ ვიქტორ ორბანს ძველი შარფი ჰქონდა, ამიტომ მას დღეს ახალი ვაჩუქე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ედუარდ ჰეგერმა.
ვიქტორ ორბანმა ასევე გაავრცელა სურათი ახალი სლოვაკური შა
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განაცხადებით, აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია. მისივე თქმით, ანაკლია დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა.
როგორც კელი დეგნანი ამბობს, რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია, მთავრობა ანაკლიის პორტზე ტენდერის გამოცხადებას მომავალი წლის დასაწყისში აპირებს.
„აშშ წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მიგვაჩნია, რომ ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი კ
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული „პოზიტიური ნაბიჯია“.
„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულებ