ირონიაა - „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა, ახლა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, დღეს ქვეყანა იმდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მეასე ხარისხოვანია, რაც "ნაციონალურ მოძრობაში" ხდება.
"ეს მთავარი განსახილველი თემა არ უნდა იყოს. კიდევ უფრო დასანანი ის არის, რომ როგორც საკუთარ თავს უწოდებენ - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარ
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა.
ჩინეთში, გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ გუანჯოუში და ჩუნცინის მუნიციპალიტეტში. დაინფიცირების შემთხვევებმა ახალ რეკორდს მიაღწია დედაქალაქ პეკინშიც, სადაც, გასული დღის განმავლობაში, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების ორი ახალი
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავთ მოვლენების განვითარების ტენდენციებსა და მიმართულებებს და ეძებთ კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თქვენ გაქვთ გავლენა და როცა გავლენა გვაქვს, პასუხისმგებლობაც გვეკისრება, - ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბუქარესტის ფორუმის მონაწილეებს მიმართა.
მან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე რჩება.
„რატომ აკ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლ
„უკრაინსკა პრავდაის“ ინფორმაციით, საზღვაო ქვეითს, მიხაილო დიანოვს აშშ-ში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რეაბილიტაციის შემდეგ „აზოვსტალის“ მებრძოლის დაზიანებული მარჯვენა ხელი სრულად იფუნქციონირებს.
საზღვაო ქვეითი უკრაინაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.
საზღვაო ქვეითი მიმდინარე წლის მარტში, მარიუპოლის დაცვისას დაიჭრა მძიმედ და რუსეთის ტყვეობაშიც იმყოფებოდა.
ფოტო: FC SHAHTAR
ბათუმელები
რუსეთში, უკრაინასა და ევრაზიაში აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის ლორა კუპერის განცხადებით, უკრაინული ძალების კვალიფიკაციის ამაღლება „მაღალი გადაუდებლობის“ რეჟიმში განხორციელდება.
აშშ ასევე აპირებს ბატალიონამდე გაზარდოს, უკრაინელ სამხედროთა რიცხვი, რომელთაც ყოველთვიურად წვრთნის. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, „ახლა სრულად განსხვავებული თამაშია“ უკრაინული ძალების უნარ-ჩვევების თვალსაზრისით, ვიდრე 2014 წელს იყო, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-მ უკრაინელი სამხედ
დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ამით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ირაკლი კობახიძის ციტატა მოჰყავს, რომლითაც კობახიძემ 2020 წელს, საარჩევნო სიის დასახელებისას საკუთარი თავი წარადგინა.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს გამოეხმაურო
უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ბელოგოროვკას დასახლებებთან და დონეცკის ოლქის ვიემკას, ფედოროვკას, ბახმუტის, კრასნაია გორას, პარასკოვიევკა, ივანოვსკოე, ჩასოვ იარი, ნოვოკალინოვოიე, ვოდიანოეს, პერვომაისკოეს, ვესელოეს, კრასნოგორ
უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე მის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას - 25 000 ლარის ოდენობით.
ამას საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ასევე გათვალისწინებულია
ოპოზიციას წინასწარ განსაზღვრული კლიშე აქვს, რომ ხელისუფლების ყველაზე ევროპულ გადაწყვეტილებას პრორუსული უწოდონ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებები შეაფასა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას აქვს მცდელობაა, რომ „რუსულ ორიენტირებაში დაადანაშაულოს ხელისუფლება“.
"ეს ადასტურებს ჩვენი ოპოზიციის დამოკიდებულებას საკითხებისადმი, როდესაც
ბრიყვო, ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში შემოთავაზებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ რუთი „ტვიტერზე“ წერს.
გერმანელი დეპუტატი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კანონი არ მიიღოს.
„ეს არის თავდასხმა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის, პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის თანმიმდევრული ევროპული არჩევანისთვის. ძვირფასო საქართველოს პარლა
სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“, - მოუწოდებენ მოქალაქეებს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციაზე კვლავ ხმაური და დაძაბული ვითარებაა.
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდა
ნატოს წევრები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი.
“მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე”, - წერია ანგარიშში.
ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული
ეს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა. ე.წ. ჩვენი მეგობრები, პოლარიზაციას, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ხელს თავად უწყობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ისეთ ადამიანებს, როგორიც ვიოლა ფონ კრამონია, საქართველოს განვითარებისა და წინსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ.
„ეს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა.
აღჭურვილობის გადაცემა პროექტების – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) – ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და “საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)” ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა.
პირველად 300 წლის განმავლობაში კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა.
როგორც მედია წერს, ღვთისმსახურება ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა აღავლინა. ტაძართან გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიცია შესასვლელში მოქალაქეების დოკუმენტებსა და სააღდგომო კალათებს ამოწმებდა.
კიევ-პეჩერის ლავრაში სააღდგომო ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით კელი დეგნანის გუშინდელმა განცხადებამ ხალხს დაანახა, რომ აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების ინიციატორი ელჩი დეგნანი ყოფილა.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას ემსახურება.
„ამ განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვის სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი. მან ეს პირადად განაცხადა. ასევე განაცხად
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მზადდება სანქციების ახალი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც რუსული აგრესიის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
„ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე მნიშვნელოვან, მძლავრ ნაბიჯს, რათა უფრო მეტად გავაერთიანოთ პარტნიორები და მივცეთ მეტი ენერგია რუსული აგრესიის დანაშაულისთვის ტრიბუნალის შესაქმნელად და რომ დაჩ
მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.
ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორ
უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა პრობლემას არც აქამდე არ წარმოადგენდა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ტყუილად აპელირებენ ჰუმანიტარულ
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბახმუტთან, საბრძოლო მოქმედებებისას ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა.
როგორც მედია შოიგუს უწყებაზე დაყრდნობით წერს, დაიღუპნენ რუსეთის არმიის მე-4 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და სამხედრო-პოლიტიკური მუშაობისთვის საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო.
ipn
მმართველმა უმრავლესობამ ოპოზიციის მოთხოვნა გაიზიარა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის “ჩაგდების“ გადაწყვეტილება მიიღო.
საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმელ იმ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა სავალდებულო ხდება.
საპარლამენტო ოპოზიციამ აღნიშნულ ინიციატივაში მმართველი პარტიის ხრიკი და ოპოზიციური პარტიების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გარეშ
წარმოუდგენელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ნატო-ს გაფართოებას ადანაშაულებს, - ასე ეხმაურება ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, ბენ ჰოჯესი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას.
„რა დაემართა საქართველოს“? - წერს ბენ ჰოჯესი „ტვიტერზე“.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება.
„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი.
ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია.
მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერისა და რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ კიევის დახმარების მნიშვნელობას და აღნიშნა „უკრაინელი ხალხის შთამბეჭდავი გამძლეობა და დაჟინება“.
„უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 500 დღე არის გასული, ახლა ჩვენს ვალდებულებას ამ ხალხის მხნეობის შესაბამისობა წარმოადგენს. შემდგომი ექვსი