ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესზე განაცხადა, რითაც უპასუხა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვას, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესზე თავად სააკაშვილის დისტა
ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია - ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა.
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად
„უკრაინსკა პრავდაის“ ინფორმაციით, საზღვაო ქვეითს, მიხაილო დიანოვს აშშ-ში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რეაბილიტაციის შემდეგ „აზოვსტალის“ მებრძოლის დაზიანებული მარჯვენა ხელი სრულად იფუნქციონირებს.
საზღვაო ქვეითი უკრაინაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.
საზღვაო ქვეითი მიმდინარე წლის მარტში, მარიუპოლის დაცვისას დაიჭრა მძიმედ და რუსეთის ტყვეობაშიც იმყოფებოდა.
ფოტო: FC SHAHTAR
ბათუმელები
პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ.
განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს გააკეთა.
„სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ოდნავ შევამციროთ საშობაო დანახარჯები. მოდით, უფრო თავმდაბლად აღვნიშნოთ შობა, უფრო თავმდაბალი საჩუქრებით და მოდით, დანაზოგი უკ
თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.
როგორც კალაძე აღნიშნავს, „ბოლო დღეებში საოცარ განცხადებებს ვისმენთ“.
„ერთ-ერთი ადვოკატიც გ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა.
როგორც მედია წერს, ზელენსკი ისტორიაში, მეორე უცხოელი ლიდერია, რომელსაც ახალი ზელანდიის პარლამენტისთვის ოდესმე მიუმართავს.
უცხო ქვეყნის მთავრობის ერთადერთი მეთაური, რომელმაც ახალი ზელანდიის პარლამენტს ზელენსკიმდე, 2011 წელს სიტყვით მიმართა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი იყო.
ზელენსკიმ ახალ ზელანდიას მოუწოდა, ხელი შეუწყოს მშვიდობას და გაერთიანდეს იმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გა
ჩვენ ვიხილეთ დებატები ევროპარლამენტში, რომელიც თავისი არსით ევროპისგან დაცლილი იყო, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობას ამჯობინებენ. მისივე შეფასებით, არანაირი კავშირი ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან არა აქვთ.
„ევროპარლამენტში გამართული დებატები დაცლილი იყო ევროპისა
დღეს, 14 დერეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. კემბერს, ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშის ავტორი ესტონელი ევროპარლამენტარი ს
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი მოსახლეობაში დიდ მხარდაჭერას იწვევს. ეს კი უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, დაძლიონ განსხვავებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების სრული იმპლემენტაცია იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად.
„პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან შერეული სიგნალე
გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანა ასევე აპირებს, უკრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს.
„რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.
ავტორი - ს
ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.
„საქართველო ეკუთვნის ევროპას. ამ ქვეყანას ევროპასთან აშორებდა საბჭოთა რუსეთი. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირე
საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა აღნიშნა, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და დაასახელა ხუთი პუნქტი.
„სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქ
ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს, რუსეთის ომის შედეგად განადგურებულმა საქართველომ არ გადაუხვია თავის პროდასავლურ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ქართველებს სჭირდებათ დახმარება ამ მიზნის მიღწევაში.
„ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ
კიევში საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ორი ადმინისტრაციული შენობა და ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის ამსახველ ფოტომასალასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე კი, საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის სამ ოლქში, მათ შორის კიევის, ჟიტომირსა და ვინიცაში გამოცხადდა.
ავტორი - სალომე თორაძე
თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობაზე დასაქმებული დაღამეს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოთახში ათევდნენ.
„ბიჭები ხაშურიდან იყვნენ და აგვისტოდან მშენებლობაზე მუშაობდნენ. ღამით ელექტროღუმელს რთავდნენ და ისე თბებოდნენ. სავარაუდოდ, ერთს კართან ახლოს ეძინა, მან ხანძრიდან მხოლოდ ერთი კაცის გამოყვანა შეძლო, ორი კი, ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებს ობიექტზე
უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ.
„ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურ
გუშინ არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, ვერ მივადევნე თვალი [ევროპარლამენტს], თუმცა, იქ, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იქნებოდა, წარმომიდგენია, რა იქნებოდა -კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია, ფოტიგა დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებსა და ასოცირების შესრულების ანგარიშში
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა, რომ რთულია მისთვის ამის აღაირება, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს წამყვანი ქვეყანა იყო, დღეს არის მიტაცებული სახელმწიფო.
მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ბევრი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაგალითად, ერთ-ერთია ნიკა გვარამიას საქმე.
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა ჯენიფერ გრანჰოლმმა საზოგადოებას დიდი სამეცნიერო გარღვევის შესახებ ამცნო — საქმე ეხება ბირთვული სინთეზიდან ენერგიის მიღებას, რომელზეც მეცნიერები უკვე ათწლეულებია მუშაობენ; სწორედ ამ სახის რეაქციებით საზრდოობს მზეც. შესაბამისად, ექსპერიმენტულ დანადგარებს, რომლებშიც ასეთი რეაქციის წარმოებაა შესაძლებელი, „ხელოვნურ მზესაც“ უწოდებენ.
მსგავსი: ამერიკელი მეცნიერები ბირთვულ სინთეზში მიღწეულ დიდ სამეცნიერო გარღვევას აანონსებენ — #1tvმეცნიერება
კალიფორნ
ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება.
„ჩემთვის მძიმე სათქმელია, მაგრამ საქართველო ახლა არის მიტაცებული ქვეყანა. დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. სასამართლო სისტემა იმართება კლანების
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიისგან განახლებულ ინფორმაციას მიიღებს.
„ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპ
უკრაინაში მეომარი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ, ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. იმის გამო, რომ ოჯახებისთვის ჯერჯერობით მათი დაღუპვა ცნობილი არ არის, მეომრების ვინაობა არ სახელდება.
უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა.
რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინ
ბელგიის პოლიციის ცნობით, ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბელგიის პოლიცია ამოღებული თანხის ფოტოსაც ავრცელებს.
ამასთან, ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ორი დღის განმავლობაში ცხრამეტ ადგილზე ჩატარდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლიდან ამოღებულია 600 000 ევრო, 150 ათასი ევრო აღმოჩენილია ევროპარლამენტარის ბინაში, ხოლო კიდევ 750 ათასი ევრო ამოღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ფული ჩემოდანში
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პერსონალური სანქციების შესახებ ჩანაწერის მხარდაჭერაზე საპარლამენტო ჯგუფი „მწვანეები – თავისუფალი ევროპული ალიანსი“ თავს შეიკავებს.
ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ქართველი ჟურნალისტების კითხვას: „დაუჭერთ თუ არა მხარს პერსონალურ სანქციებზე შესწორებას თუ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა ინსტიტუციურ დონეზე უნდა გადაწყდეს?“
„ზოგადად, კარგია ამაზე საუბარი, მოდით, დავდოთ ეს მაგიდაზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე 24 ნოემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ ორი პირი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ.გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხო