Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    862.347

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ექიმების თქმით, შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძის მდგომარეობა დამძიმდა

ექიმების თქმით, შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძის მდგომარეობა დამძიმდა, ის კლინიკაში გადაჰყავთ – დღეს შუქრუთელების შიმშილობის 30-ე დღეა. დღეს დილით შუქრუთელები მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებოდნენ, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მათ მიერ შეტანილ წერილთან დაკავშირებით პასუხი მოესმინათ, თუმცა, როგორც შუქრუთელები ამბობენ, პოლიციამ კანცელარიასთან დარჩენის საშუალება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა. მათი თქმით, პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების გასატანად პოლიცი

ფიშერი: საქართველოს მთავრობა ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ეხმაურება საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების ბერლინში დღეს გამართულ შეხვედრას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, „რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“, ა

პრეზიდენტი: „თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს ცესკოს განცხადებას საზღვარგარეთ მცხოვრები მისი შვილის სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. დღეს, 30 სექტემბერს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტის შვილს, ქეთევან გორჯესტანს, საკონსულო აღრიცხვა გავლილი ჰქონდა და შესაბამისი დასტურიც ჰქონდა მიღებული. თუმცა, საარჩევნო სიაში იგი არ იყო. ცესკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ქეთევან გორჯესტან

PACE-ს წარმომადგენლები - ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს, - ამის შესახებ განცხადებას PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდება, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ავრცელებენ. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები

ელგუჯა ხოკრიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გაკეთდება - ევროპა საქართველოში და საქართველო არასდროს რუსეთში (ვიდეო)

დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გაკეთდება - ევროპა საქართველოში და საქართველო არასდროს რუსეთში.  ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=886618199650095

კახაბერ ქემოკლიძე -”ოცნებისთვის” ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი გუნდია, ამიტომ ისინი შეეცდებიან ჩვენი ხმების მოპარვას, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ (ვიდეო)

26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მობილიზების შემთხვევაში “ოცნება” განწირულია მარცხისთვის. ”ოცნებისთვის” ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი გუნდია, ამიტომ ისინი შეეცდებიან ჩვენი ხმების მოპარვას, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. კახა ქემოკელიძე., პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1065821561600332/

ნათია მეზვრიშვილი - თუ ბიძინა ივანიშვილი არ გამოვა და არ გააკეთებს შესაბამის განმარტებებს, პირველ რიგში იმ სამ კითხვას არ გასცემს პასუხს, რომელიც გახარიამ დასვა ბრიფინგზე, დასკვნის გაკეთება მარტივია - ეს არის მორიგი წინასაარჩევნო "ტრიუკი"

ბუნებრივია თუ ეს ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) არ გამოვა და არ გააკეთებს შესაბამის განმარტებებს, პირველ რიგში იმ სამ კითხვას არ გასცემს პასუხს, რომელიც დღეს გახარიამ დასვა ბრიფინგზე, ძალიან მარტივი იქნება დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის მორიგი წინასაარჩევნო “ტრიუკი”.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1061768395594487/

იაშვილის საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსი - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები სიმაღლეში იზრდებიან, ზოგმა 3 სანტიმეტრით, ზოგმა 4-ით, ზოგმა კი 2.5-ით მოიმატა - ის ეფექტი, რაც მედიკამენტს უნდა ჰქონოდა, პრეპარატმა აჩვენა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილმა, სამკურნალო პრეპარატის მიღების შედეგად, თითქმის ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სანტიმეტრით მოიმატა, გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხიც. როგორც “ინტერპრესნიუსს” იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა განუცხადა, ამ ეტაპზე სამკურნალო პროგრამაში დიაგნოზის მქონე ბავშვების მე-3 ნაკადია ჩართული. ინექციის მისაღებად მე-4 ნაკადიც უკვე ემზადება. „ამ ეტაპზე, ჩვენ აქონდროპლაზიის მქონე პაციენ

ზვიად ძიძიგური - დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ - გამოსავალი ერთია: არც ბიძინა და არც მიშა

12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს - დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მთავრობა, პარლა

თეონა აქუბარდია - იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს აჩვენებს, რამხელა საფრთხეა საქართველოსთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“

იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს ცალსახად აჩვენებს, თუ რამხელა საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“, - ეს შეფასება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა. აქუბარდიას აზრით, “ქართული ოცნება“ სადღაც კულუარულად, ბნელ ოთახებში არაფორმალურ საუბრებს აწარმოებს და “გარეჯი საქართველოა“-ს მსგავსი მაშველი რგოლის ძიებას ცდილობს“.

აშშ-ს საელჩო - ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის - რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკ

ცქიტიშვილი შუქრუთელების პროტესტზე: მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა ამ კრიზისში შუამავლობა

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრი და საარჩევნო სიის მე-3 ნომერი, დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტთან მიმდინარე შუქრუთელების პროტესტს ეხმაურება და მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. მისი თქმით, მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობაა, „უსირცხვილოდ დუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას”. ცქიტიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ კომპანია „ჯორჯი

თეონა აქუბარდია - მხოლოდ ივანიშვილი გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა (ვიდეო)

მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის “ოცნება” ახდა და არსად არაფერი არ არის მასში ქართული, მხოლოდ ივანიშვილი გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა, მხოლოდ ივანიშვილის უფლებები და ინტერესებია მთავარი და ამისთვის ის მზად არის ქვეყანა, მის ხალხი შესწიროს.   თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1461088107913626/

ბექა ლილუაშვილი - “ოცნებას” ობიექტურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან რაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს მოპარეს კორუფციით, მათი დაბრუნება მოუწევთ (ვიდეო)

დღეს “ოცნება” დაცლილია ფასეულობებისგან და მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივებაზე ფიქრობს.     “ოცნებას” ობიექტურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან რაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს მოპარეს კორუფციით, მათი დაბრუნება მოუწევთ.     ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/544793287928294/

პრეზიდენტი - ევროპამაც და აშშ-მაც კარგად იცის, მაგრამ ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის

ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში, - ამის შესახე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყვე

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. შესაბამისი განცხადება ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „სიტყვა - „გაუმჭვირვალობა“ - შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან. ფაქტების უკანონო დამალვიდან მომდინარე საფრთხე ბევრად აღემატება იმ მიზეზებს, რითაც ცდილობენ გაუმჭვირვა

ნეთანიაჰუ: ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის

Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu speaks during a news conference in Jerusalem, September. 2, 2024. Ohad Zwigenberg/Pool via REUTERS/File Photo ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის”. მან ამის შესახებ ირანის ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გამართულ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და მოუწოდა

სოფიო ხორგუანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა

სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა. სოფო ხორგუანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, კომისია შექმნას. „მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგ

ნათია მეზვრიშვილი - მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით - უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები

კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს „შავი ფულით“ შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა - მოვუწოდებ პროკურატურას დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით, უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს მისამართით კობახიძის მოწოდებას სახელმწიფო უწყების საქმ

ლევან გოგიჩაიშვილი - “ოცნება” ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, რადგან კორუფციით მოპარული ფული შეინარჩუნოს, სასამართლო გააუქმოს და ევროპული გზიდან საბოლოოდ გადაუხვიოს (ვიდეო)

“ოცნება” ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, რადგან კორუფციით მოპარული ფული შეინარჩუნოს, სასამართლო გააუქმოს და ევროპული გზიდან საბოლოოდ გადაუხვიოს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212070710100305/

გიორგი გახარიას და გუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) წარმომადგენლებთან (ფოტოები)

გიორგი გახარიას და გუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) წარმომადგენლებთან.        

ლევან გოგიჩაიშვილი - მივმართავ “ოცნების” მხარდამჭერებს, თუ გინდათ, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ “ნაცები”, 26 ოქტომბერს გააფერადეთ 25 (ვიდეო)

მივმართავ “ოცნების” მხარდამჭერებს, თუ გინდათ, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ “ნაცები”, 26 ოქტომბერს გააფერადეთ 25. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1250058446353312

მედია: იაფაში ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. ინფორმაციის მიხედვით, ჰამასმა თქვა, რომ ორი ტერორისტი, ვინც 7 ადამიანი მოკლა და 16 – დაჭრა, მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმოუნი, ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. 7 მსხვერპლიდან ექვსის სახელი ცნობილია, მათგან ერთი ქართველი ილია ნოზაძეა. ასევე დაიღუპნენ 24 წლის რევიტან ბრონსტეინი, 30 წლის შაჰბარ გოლდმანი, 33 წლის ინბარ სეგევ ვიგდერი, 40 წლის ნადია სკოლენცო, 26 წლის ჯონას ქროსისი. თავდასხმა 2 ოქტომბერს იაფ

სალომე ზურაბიშვილი - ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს

პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან „ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ”, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს

პრეზიდენტი - ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევნებზე ქართველ ხალხს გააძლიერებს

ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. ზურაბიშვილის თქმით, „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს”. „ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩ
×
×
  • შექმენი...