Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.911

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება - ორი წელი ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს

ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის “სირცხვილიას” წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რო

პეტრას აუსტრევიჩუსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან

მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “2008 წლიდან პირველად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განზრახვა არ იქნა ჩაწერილი. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ “ლიბერალური ფაშიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან ”

გიორგი ჭანტურია - ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, სადაც ერი ერთხმად ვართ შეთანხმებული, რომ ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სამუდამოდ უნდა დარჩეს (ვიდეო)

ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, სადაც ერი ერთხმად ვართ შეთანხმებული, რომ ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სამუდამოდ უნდა დარჩეს. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1019715249766124/

ნონა ქურდოვანიძე - ძალიან ცუდი პრეცედენტია, როცა სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი - ეს არის წარმოუდგენელი რამ!

საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში - ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. მისივე თქ

კახა კალაძე - სერგეი ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა

[სერგეი ლავროვის] აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. თბილისის მერმა კახა კალაძემ მ

ამომრჩევლებს, რომელთაც გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის საჭიროება აქვთ, ცესკო-სთვის მიმართვა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ - დღეს იწურება ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების განაცხადების მიღებაც

ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის საჭიროება აქვთ, ცესკო-სთვის მიმართვა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეს იწურება, ასევე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების განაცხადების მიღებაც, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაბამისი ოლქის საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ.

თეონა აქუბარდია - ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, როგორც რეგიონებში ისე დედაქალაქში, აქტიურად ვესაუბრებით ამომრჩევლებს, ამასთან ერთად კი გვიწევს “ოცნების” თავდასხმების მოგერიება

ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, როგორც რეგიონებში ისე დედაქალაქში, აქტიურად ვესაუბრებით ამომრჩევლებს, ამასთან ერთად კი გვიწევს “ოცნების” თავდასხმების მოგერიება. “ოცნებამ” შექმნა არათანაბარი მედია გარემო და ჩვენს უფასო პოლიტიკურ რეკლამას ბლოკავს, ეს ცალსახად გამოხატავს მათ შიშებს.  თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოს" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/905615298153758/

„განხილვა მიზანმიმართულად ჭიანურდება" - ოკმელაშვილის ადვოკატმა მოსამართლის აცილება მოითხოვა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩევა, – მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და იმ არგუმენტით, რომ საქმეში არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოებები, ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. რაც შეეხება საქმის განხილვას, საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა მისული. დაცვის მხარე ოქტომბრიდან მოყოლებული საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს. როგორც ოკმელაშვილის ა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია. 6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავდა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას. ამის შესახებ 6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტებმა აცნობეს. მედიასთან განცხადებები გააკეთეს უმაღლესი განათლების ექსპერტებმა, ირი

უდესიანი: მათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან

კიდევ ერთი მოქალაქე, თათია უდესიანი წერს, რომ ათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან. მისი თქმით, მოტივი მხოლოდ ისაა, რომ საჯარო განცხადებაზე ხელმომწერია – „იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება“. უდესიანი წერს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში „სასწრაფოდ შესული ცვლილების საფუძვლით“, 31 დეკემბრის ღამეს აცნობეს, რომ ერთი თვის ვადაში დაწესებულება ცალმხრივად წყვეტს მასთან შრომით ურთიერთობას. კა

ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას უჟანგბადობის გამო შეუძლოდ გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას ირაკლი მიმინოშვილი, რომელსაც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, უჟანგბადობის, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა. მიმინოშვილმა აღნიშნული მიზეზით სასამართლო დარბაზი დატოვა და მოსამართლემ პროცესი 15 წუთით შეაჩერა. მანამდე, მოსამართლემ სხდომის დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.   formula news

TI: ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია. ორგანიზაციის ცნობით, „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებ

მეზვრიშვილი: გამოიტანონ შეწყალებულების სია - რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს

ოცნების პროპაგანდა შეწყალებაზე vs. სიმართლე: არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არ ამცირებენ. თუ არ გინდა პატიმრობა ბევრი გქონდეს, ცოტა უნდა გამოიყენო. ბევრი რატომ გვაქვს იცით? უსაფუძვლოდ, ხან შურისძიების, ხან პოლიტიკური მიზნით, ხანაც არაკომპეტენტურობით იყენებენ. პატიმრობის მაჩვენებლის შემცირების გზა მართლმსაჯულების რეფორმაზე გადის და არა ასეთ შეწყალებებზე და ამნისტიებზე. თუ პატიმრობის მაჩვენებელი გაღელვებთ, ან მზია ამაღლობელი რატომაა პატიმარი, ან ათეულობი

რადიო თავისუფლება: აშშ-ის მთავარ პროკურორს ირაკლი რუხაძის შესახებ წერილი მისწერეს

„რადიო თავისუფლების“ წამყვანმა „ტვ იმედის“ მფლობელს ირაკლი რუხაძეს ინტერვიუს დროს ჰკითხა ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია აშშ-ის მომავალ გენერალურ პროკურორთან გაგზავნილი წერილის შესახებ, რომლითაც პამელა ბონდს სთხოვენ შეისწავლოს ირაკლი რუხაძის ბიზნესსაქმიანობა. წამყვანის, ნასტასია არაბულის თქმით, „რადიო თავიუსფლება“ წერილის შინაარსს ანონიმურობის პირობის დაცვით ავრცელებს. „მეორე წერილი ანონიმურობის პირობის დაცვით გვაქვს, 15 იანვრით არის დათარიღებული და გაგზავნილია აშშ-ის მომავალ გენერალურ პრ

სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ, რომ ავტობუსებში სიმღერები ისმის

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ მათი თქმით, “ტექნიკურ ხარვეზს”, რომლის შედეგადაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებიდან დილიდან სიმღერები ისმის და აცხადებენ, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ამ აპარატების მუშაობაზე პასუხისმგებელი, საკითხს სწავლობს. სატრანსპორტო კომპანიაში ჯერჯერობით ამ საკითხზე სხვა დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ. ისინი ჯერჯერობით ვერ აფასებენ მოხდარს ჰაკერულ თავდასხმად. დილიდან ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ის სიმღერები და განცხადებებ

სოფო ხორგუანი - ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი  პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს

„ახლა ახალციხეში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს რეგიონი  პოლიტიკურად აქტიური, აქაც კი, რამდენიმე დღეა დგანან ჟურნალისტები/სამოქალაქო აქტივისტები და სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს...“ - ვრცელი ინტერვიუ სოფო ხორგუანთან | რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემის მოსმენას შეძლებთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/581178771429970

ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ქცევებსა და ნაბიჯებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რის გამოც მაღალი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარი გვექნება

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში „ქართული ოცნების“ ნაბიჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. მისივე თქმით, ამის გამო დიდი ალბათობით, ქევყანა მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. „არის კითხვების ჩამონათვალი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამდე და შემდეგ „ქართული ოცნების“ ქცევებს, ნაბიჯებს. ეს არის კითხვები, რომლის გამოც ძალიან მაღალი ალბათობით – 99 პროცენტიანით, მომავალი წლის ბოლო

ირაკლი კობახიძე - როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე

როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე, შენდება ახალი სახლები და ამ ბინების 80-90%- ს ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში 450 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხელისუფლება სიღარიბის განულებისკენ მიდის და ამას 2030 წლისთ

მარკ კლეიტონი - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად

ჩვენი პოზიციაა, რომ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე, ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ გაცნობია. მარკ კლეიტონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და შეს

გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ლა-მანშის სრუტეში გაძლიერებული პატრულირებისთვის ლონდონი პარიზს წლიურად 72 მილიონ ევროს გადაუხდის. მედიის ცნობით, გაზრდილი დაფინანსების ფონზე, სამართალდამცველთა რაოდენობაც 350-მდე გაიზრდება. მედია ასევე იუწყება, რომ თანხა მოხმარდება მიგრანტთა ცენტრებსა და საფრანგეთის პორტების სათვალთვალო სისტემებით აღჭურვას, შეიძენენ დრონებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარების გაძლიერებაზეა საუბარი

მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საუბარია საქართველოზე. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მადრიდიდან იუწყება. შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, მოახდინონ დროული იმპლემენტაცია სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტებისა, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის. რეზ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები პირველად შეიკრიბებიან უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხის განსახილველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა. შეხვედრა 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართება. „ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულების საშინელებებზე, რომელთა გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაც ჩვენ გვინდა.

პრემიერი - ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ომის და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა მიმართულებით სერიოზული პროგრესია. „ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ბოლო 2-3 წელში. გაისად მთლიანი შიდა პროდუ

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, შარლ ფრიესთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, შარლ ფრიესთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში; აღინიშნა, რომ ევროკავშ

პროკურატურამ ბრალდება წაუყენა პირს, რომელმაც დაზარალებულს სახლის კართან ალკოჰოლურ სასმელთან და ტკბილეულთან ერთად, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა

საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში, გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა.
×
×
  • შექმენი...