მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი-„ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელს, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩატარებული არჩევნები შეაფასა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კა
NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა დაცული დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტები.
ეკლუნდმა თქვა:
„ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონ
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მისია 530 დამკვირვებლისგან შედგებოდა.
ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალური კოორდინატორი, საფრანგეთის სენატის წევრი პასკალ ალიზარდი ამბობს, რომ კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა კენჭისყრის დღე დაძაბული იყო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა.
ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა ხაზი გაუსვა პარტიებს შორის ფინანსურ დისბალანსს და ასევე ისაუბრა
ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება არ ასახულიყო ამ არჩევნებზე.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/605579051791936/
არჩევნების დღეს, ისე როგორც წინა საარჩევნო პერიოდში იყო სისტემური დარღვევები, რამაც გავლენა მოახდინა შედეგებზე, გვაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/472767512473716/
დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, საარჩევნო უბნებს გარეთ ამომრჩეველზე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა - ეს არის საკითხები, რაც პირადად მე მაწუხებდა, - აღნიშნული შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოსთრეკმა გააკეთა.
ოსთრეკის განცხადებით, ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, ხოლო მისი შ
საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
„უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდე
გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიც
აშშ-ის ჰელსინკის კომისია ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს გაყალბებას, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება.
თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გაყალბდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ამასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება”, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
პუბლიკა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს გავრცელებული დარღვევების შესახებ ცნობებზე.
საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება”, – აცხადებს ის.
პუბლიკა
პარტია „საქართველოსვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
იგი ხაზს უსვამს, რომ „არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას“ და ამატებს, რომ პარტია ახლა ამის აღიარებაზე მუშაობს.
„ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი:
ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ ი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2019-2022 წლებში, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არჩევნები საქართველოში პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა.
ამის შესახებ ბორის ჯონსონმა X-ზე დაწერა.
„სურათი, რაც საქართველოში ჩანს, ნათელია — გუშინდელი არჩევნები პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა თბილისში.
მე ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში”, – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.
სა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით.
„მე შეშფოთებული ვარ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით.
ასევე შეშფოთებული ვარ კარგად დასაბუთებული მცდელობებით რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესახებ.
ამიტომ, მე მოვუწოდებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, საფუძვლიანად გამოიძიოს თაღლითობის ბრალ
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება.
„ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას და უწესრიგობას. რა სირცხვილია. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც მრავლად გამოვიდა ხმის მისაცემად, მიუხედავად დაშინებისა. ევროპული მომავლის სურვილს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა სცეს პატივი“, – ამბობს იგი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
მიშელის თქმით, იგი აპირებს, საბჭოს ბუდაპეშტში გასამართ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დააყენო.
„ყურადღებაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცესკოს და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა სწრაფად, გამჭივრვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული საარჩევნო უწესრიგობები და ბრალდებები.
უწესრიგ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ.
„ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ“, - წერს ბლინკენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.
ბლინკენის განცხადებით, ისინი გმობენ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებუ
ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების განმარტებით, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქ
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
„შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევენოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს.
საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება“, – აცხადებს იგი.
ნეტგაზეთი
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უწესრიგობების შეტყობინებებით. ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და გააუქმოს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, – წერს უწყება.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლი
ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
„ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება ეს ოცნება მანიპულაციით და დაშინებით მოიპაროს. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს იგი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერ
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ისინი მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას
დანიის ყოფილი პრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.
„გაყალბებისა და ძალადობის ამბები საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია.
უნდა დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, რომელიც თავისუფალია რუსეთის მავნე გავლენისგან.
საქართველო ევროპაა“, – წერს იგი.
ნეტგაზეთი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„სერიოზულად შეშფოთებული ვარ დარღვევებით, რომლებზეც ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები იუწყებიან.
ნდობის აღდგენისთვის, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოაგვაროს ეს საკითხები პოლიტიკურად ინკლუზიურ პროცესებში.
მზად ვართ, საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვიმუშაოთ პარლამენტში ყველა იმ ძალასთან, ვინც ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და