"ჩვენი გუნდისთვის მთავარია მაქსიმალურად პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირების რეალური რისკები, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თავიდან იქნეს აცილებული. „ოცნებამ“ ვერ აუხსნა საზოგადოებას, რომ ეს კანონი რუსული არ არის, ვეღარც აუხსნის. თუ მართლა გამჭირვალობა უნდოდათ, ჩვენს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს გაიტანდნენ. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ სამოქალაქო სიმშვიდე. თავიდან უნდა ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, რომლის საფრთხეც ძალიან რეალური
ჩვენი გუნდისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის არჩევნებისთვის მზადება და ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვა - ეს არის ჩვენთვის ერთადერთი კონტექსტი.
ანა ბუჩუკური., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1488227171879299/
ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო - „ლელოს“ წარმატებები! ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი სტრატეგიაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ.
ბუჩუკურის განმარტებით, ამისთვის მათი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლ
ჩვენმა გუნდმა, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, დაუსჯელი არავინ დარჩება.
მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით გამოძიებას დაიწყებს.
„როგორც იცით, მასობრივად ხდება საქართველოს მოქალა
“ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს ამ მავნებლურ კანონზე ვეტოს უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ნაცვლად იმისა, რომ ინსტიტუტებს ვაძლიერებდეთ, კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებას ვუყურებთ, რაც პარტიულ ვერტიკალზე დაქვემდებარებას გულისხმობს.”
ანა ბუჩუკური , პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
358096590_575660981445890_745980998879988025_n.mp4
რამდენიმე დღეა “ლელოს” სპიკერები ორგანიზებულად მედიაში მხოლოდ გახარიაზე საუბრობენ, ჩვენი გუნდი, როგორც აქამდე, პარლამენტში გააგრძელებს მათ შორის “ლელოსთან” თანამშრომლობას იმ საკითხებზე, რაზეც ვთანხმდებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.
მისი თქმით, მათ გუნდს არასოდეს არავისთან თანამშრომლობის კომპლექსი არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება.
"პოლიტიკურ პარტიას არაფერი ასახსნელი სხვა პარტიასთან არ აქვს. მთავარია ხალხი -
“ჩვენი გუნდი გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს!
ჩვენი გუნდის კარი ნებისმიერი იმ ადამიანისთვის არის ღია, ვისთვისაც მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილს მძევლად დარჩეს; ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
360161239_595943986058268_396957498612923875_n.mp4
ხელისუფლების შესაცვლელად, ორი შანსია - არჩევნების გზა და ძალადობრივი გზა. ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მაქსიმალურად, ყველა ველზე, ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ასე უყურებენ ჩვენი პარტნიორებიც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ბუჩუკურის განმარტებით, მათი პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერავინ ვერანაირ
ზუსტად ეს არის, რატომაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის, გახარიას გუნდისთვის, პარტია “საქართველოსთვის” მოცემული ხმა არ დაიკარგება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1469469860621090/
"ჩვენთვის მოცემული ხმა არ დაიკარგება, რადგან ორნიშნა რეიტინგი გვაქვს, თან სტაბილურად მზარდი. ხოლო იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და ყველა მსაგვი ხმა "ოცნებასთან" არ წავიდეს, მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლური პარტია, რომელსაც არ აქვს გარანტია, რომ გადალახავს ბარიერს და ერთმანეთთან ფასეულობითი შეუთავსებლობა არ აქვს, გაერთიანდნეს."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2353
ჩვენ, ჩვენ თავს მივხედავთ ხაბეიშვილის რჩევის გარეშე. ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ სთავაზობს საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას, „რადგან კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება“.
როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხ
ჩვენ პრეზიდენტს პატივს ვცემთ და მისი წინადადება მივიღეთ, უპირობოდ! ამიტომ შეხვედრაზე ვიქნებით.
"ლელოსთან" არანაირი პროცესი ახლა არ მიმდინარეობს და არც ყოფილა. სხვა ყველაფერი ჭორაობაა.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1582963079292001/
ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების დღის წესრიგის შესრულებაზე, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების და დროებითი მთავრობის ნაწილში პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომ ეს არის პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩიხში შემყვანი ჩანაწერი.
ახლა ძალიან მნიშვნრლოვანია ძალების მაქსიმალური გაერთიანება არჩევნების დაცვაზე, იმიტომ, რომ ჯერ არჩევნები გვაქვს დასაცავი, რომ ვიმსჯელოთ მომავალზე და მათ შორის ევროპულ პერსპე
ჩვენ მზად ვიყავით, ძალიან ბევრი დაგვეთმო. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო მეორე მხარის მიერ, „ლელოს“ უნდა მოეხდინა კონსესუსი შიგნით, პარტნიორებში და ეს შეთანხმება, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა მის პარტნიორებთან.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/498932259691702/
„ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ტყუილი რუსთავი 2- გან. ეს არ არის პირველი შემთხვევა მათგან.
ზუსტად რუსთავი 2 იყო, რომელმაც ვითომ „ექსკლუზიური“ ამბავი - აბსოლუტური ტყუილი გაავრცელა და იქიდან დაიწყო პროპაგანდა, თითქოს ვაშინგტონში გიორგი გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, ეს იყო დიდი ტყუილი #1, დიდი ტყუილი #2 - გიორგი გახარიას „კოკაინშიკობასთან“ დაკავშირებით და გუშინდელი დიდი ტყუილი #3, რაც ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან კადრში, ვიდეოში ჟურნალისტებთან გახარია სხვა რამეს ამბობს და რ2-მა მაგ
"ჩვენ ვთქვით, კოალიცია არ შევუქმნათ არც “ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” ამაზე მათი თანხმობა არ იყო."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/366439519897247/
გასაგებია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია “ნაცებთან” აპირებს კოალიციის შეკვრას. ახლები “ნაცები” არიან, “ლელო” 2021-ში “ნაცებთან” ერთად გადიოდა არჩევნებზე…
ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც დიდი ხანია გაცხადებული გვაქვს, რომ არც “ნაცებთან”, არც “ოცნებასთან” კოალიცია არ გვექნება და ეს არ შეცვლილა.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/408730098903066/
“ჩვენ დასაცავი გვაქვს ჩენი მომავალი, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას კონკრეტული რეფორმების გატარება, რადგან ლიდერის სტატუსის დაბრუნება შევძლოთ.
არ მესმის ოპოზიციის იმ ნაწილის, რომელიც ამბობს - აზრი არ აქვს სამუშაო ფორმატებში მონაწილეობას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამიტომ მოიპივა ქართველმა ხალხმა კანდიდატის სტატუსი. სწორედ ხალხის მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატი გვავალდებულებს მაქსიმული გავაკეთოთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტი
ყოველდღე მოვთხოვთ ხელისუფლებას, დანიშნონ სუბსიდირებული რეისები და გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
387838323_1040170963833811_8178069425383169019_n.mp4
"ყველაფერი რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, ღალატია საგარეო კურსის ცვლილება, ღალატია კორუფცია, ღალატია ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის ქმედებებზე რომ ხმას ვერ იღებენ, ღალატია კონსტიტუციის დარღვევა, კონკრეტულად 78-ე მუხლზე ხაზის გადასმა და ღალატია ადამიანებზე სისტემური ძალადობა."
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/971348307920207
ყველაზე საშიში რასაც ივანიშვილი ცდილობს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დააკარგინოს რწმენა არჩევნების, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1102929648124288
ყველაზე მთავარი პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. ჯამში რომ აიღოთ, როგორ პროპაგანდას ეწევა თავად „ოცნება“, რამდენჯერ ახსენებს ლგბტ-ს, რამდენჯერ ახსენებს ერთსქესიანთა ქორწინებას, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მმართველი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველა
ყველაზე დიდი “რუსულობა” ამ კანონის არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს და ოფიციალურ მოკავშირეებს ერთ სიბრტყეზე აყენებს.
არჩევნები არის ყველაზე ძლიერი ინსტურმენტი, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, რომ ევროპას ვუთხრათ კი! რუსეთს ვუთხრათ არა!
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/713844654009999/
ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი. მთელი ეს პროპაგანდა უმცირესობებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდის გაღვივებას ემსახურება, - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ბუდაპეშტში კონსერვატორთა კონფერენციაზე.
ბუჩუკურმა ღარიბაშვილის გამოსვლის კომენტირებისას ასევე აღნიშნა, რომ კორუფცია და ადამიანების დაჩაგვრა ქრისტიანული ღირებულებები არ არის.
"ღარიბაშვილისთვის ამის შეხსენებას აზრი არ აქვს, მაგრამ საზოგადოებას მინდ
წარმოუდგენელია, რაც ხდებოდა სხდომათა დარბაზში, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა ივაჭრა, მათ დარბაზი დატოვეს.
„რაც ვნახეთ დარბაზში, ეს არის ვაჭრობა და ხალხის