Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.031
  • comments
    0
  • views
    730.428

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია, იწყება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება. რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება. „დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემ

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი ღვთის სიტყვას დაუღალავად ქადაგებდა და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლოდ იქნა დამტკიცებული. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლ

კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა - ქალაქში Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს

კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს. "მტერი დედაქალაქს Shahed-ის საბრძოლო მასალით უტევს. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში უკვე ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებენ ადმინისტრაციაში. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებსა და ქალაქ კიე

რომის პაპი - ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა - ეს არის მსოფლიო ომი

ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა. „ეს მსოფლიო ომია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება ეს. ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული. ის გლობალურია. ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, - აღნიშნა პაპმა. მისივე თქმით, ვერ ხედავს, რომ ომი მალე დასრულდება. „რაც შემიძლია, ვაკეთებ. ისინი ა

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას, გასული ღამის განმ

ზელენსკი: უკრაინა აპირებს ამ ზამთარსავე მოიწვიოს „სამიტი მშვიდობისთვის“

უკრაინა ამ ზამთარსავე აპირებს სპეციალური სამშვიდობო სამიტის მოწვევას. ამის შესახებ 18 დეკემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ამზადებენ „სამიტს მშვიდობისთვის“ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, რომელმაც შესაძლოა, განიცადოს ისეთივე აგრესია და ტერორი, როგორიც რუსეთმა მოიტანა უკრაინის მიწაზე. ზელენსკის თანახმად, უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა - ათი მკაფიო პუნქტი, რაც შექმნის უსაფრთხოების ახალ, გლობალურ

მესისა და მბაპეს საოცარი დუელი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო]

36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო.   2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს. ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

გორში, სასმელი წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორში, ერთ-ერთი გარეუბნის, ვერხვების დასახლების მცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. “მეხუთე დღეა წყალი არ გვაქვს, იმდენჯერ თიშავენ, რომ სათვალავი აგვერია. ხშირად არც შეტყობინება მოგვდის, რომ წყალი უნდა გამოირთოს. სულ რაღაც როგორ ზიანდება, მიზეზები არ ელევათ”, – ამბობენ ვერხვების უბნის მცხოვრებლები. მათ ყურადღების მისაქცევად საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

კიევში აღდგა რუსეთის ბოლო თავდასხმის შედეგად დაზიანებული გათბობის სისტემა

18 დეკემბერს კიევში შესაძლებელი გახდა რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული თბომომარაგების სისტემის მუშაობის სრულად ამოქმედება. "სითბოს მიწოდების ყველა წყარო ნორმალურად მუშაობს", - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამში. დღის განმავლობაში, კიევის მერის თანახმად, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები ადგილობრივად მოაგვარებენ სითბოს პრობლემებს იმ სახლებში, სადაც ისინი შეიძლება წარმოიშვას.   პარასკევს, 16 დეკემბერს, რუსმა სამხედროებმა კიევს 40 რაკეტა ესროლეს, რომელთ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გააგზავნის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გააგზავნის. როგორც უწყება რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, „შემოქმედებითი ბრიგადის“ შემადგენლობაში საოპერო მომღერლები, მსახიობები და ცირკის შემსრულებლები იქნებიან. „2022 წლის 14 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი "ფრონტის ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" დაარსების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. როგორც მედია აღნშნავს, ხერსონი და მიმდებარე რეგიონი რუსული ძლაბეის უკან დახევის შემდეგ ხშირი თავდასხმის ქვეშ არიან.

მიხაილო პოდოლიაკი - რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“ - რუსეთმა უნდა წააგოს

რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან. „ამ ტიპის ომი მხოლოდ ერთ გამარჯვებულს მოიცავს. რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“. რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან და გადაიხადოს გადასახადები... ეს არის მსოფლიოში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაბრუნების ერ

იმერეთის პოლიციამ ხონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპა

ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს. ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატო-ს უნდა დაუკავშიროს". გარდა ამისა, კისინჯერმა დასძინა, რომ რუსეთის დაშლაზე ოცნებებმა შეიძლება ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს. IPN

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს შეხვდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტი

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ელექტროენერგია კიევის მოსახლეობის ნახევარს მიეწოდება

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, კიევის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე ჯერ კიდევ 600 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ამის შესახებ უკრაინულ მედიას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განუცხადა. "კიევის ოლქი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ფეხზე წამოდგომას აგრძელებს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის კიევის ოლქის მომხმარებლების მხოლოდ ნახევარს მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისად, 50% ახლა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა კულებამ. მისივე თქმით, ბოლო ო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვია დეპორტირებული

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებიდან 2 მილიონი მოქალაქის, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვების დეპორტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვჯერა, რომ 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის ბავშვების დიდი პროცენტი დეპორტირებულია. ბევრი ბავშვი მძევლად აიყვანეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პირველი პირის თქმით, ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს აშანტაჟებდნენ მათი შვილების რუსეთში „რეკრეა

არსებული ინფორმაციით, ხონში მკვლელობა მოხდა - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოკლეს. მკვლელობას სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი.

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი„ ავრცელებს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, აღნიშნული ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ“. სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: „პირველი მოლდოვაში“, „რტრ მოლდოვა“, „აქცენტ ტვ“, „ენ-ტე-ვე მოლდოვა“, „ტვ6“, „ორჰეი ტვ“. ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული

„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა

აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის ხაზზე აპირებდა ჩასვლას, ვაშინგტონი შეეცადა ეს ინფორმაცია უკრაინელებისთვის დაემალა, თუმ

უკრაინული ძალების მიერ 98 280 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული

უკრაინული ძალების მიერ 24 თებერვლიდან დღემდე, 98 280 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უწყება ავრცელებს ინფორმაციას რუსული ძალების ქვეყანაში შეჭრის დღიდან უკრაინული მხარის მიერ ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკის განადგურების შესახებ. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 2987 ტანკი, 5963 ჯავშანტექნიკა, 1948 ერთეული საარტილერიო სისტემა, 410 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 211 ერთეული საჰაერო

საქართველო უდიდესი კულტურის ტურისტული ქვეყანაა, პირდაპირი ფრენებია საჭირო - იაპონიის ელჩი

საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ გადაცემაში „Forbes Talks“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა და თქვა, რომ იაპონელებს საქართველოს აღმოჩენა შეუძლიათ. „ვფიქრობ, იაპონელი ტურისტები ყოველთვის გამოცდილებაზე დაფუძნებული ტურიზმით ინტერესდებიან. რა თქმა უნდა, მათ მოსწონთ ლამაზი პეიზაჟები, თუმცა, მათ ასევე, მოსწონთ გამოსცადონ ისტორია, კულტურა, ხელოვნება და რა თქმა უნდა, სამზარეულო. საქართველოს ყველ

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აე

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, პოლონეთში მუშავდება კანონპროექტი, რაც იმ მეწარმეებს დააზღვევს რისკებისგან, რომლებიც მზად არიან, უკრაინის რეკონსტრუქციაში ინვესტიციები ჩადონ

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, პოლონეთი შესაძლოა უკრაინისთვის არა მხოლოდ ლოჯისტიკური, არამედ ეკონომიკური ჰაბიც გახდეს. როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც ამჟამად პოლონეთში მუშავდება, მიზნად ისახავს იმ მეწარმეების რისკებისგან დაზღვევას, რომლებიც მზად არიან უკრაინის რეკონსტრუქციაში ინვესტიციები ჩადონ. უკრაინული მედიის ცნობით, კერძოდ, საუბარია რუსებისგან ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბიზნესპროექტების განხორციელებაზე. „ყველას შესანიშნა

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი - რუსების ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან

რუსების მთელი ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული სახელმწიფო პროექტის - “მინდა ვიცხოვრო” საინფორმაციო რესურსებით, რომელიც ოკუპანტებს ტყვედ ჩაბარების საშუალებას აძლევს, უკვე 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რომელთაგან უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება. „1 მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი - ეს ის ხალხია, რომლებმაც ისარგებლეს “მინ
×
×
  • შექმენი...