Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    862.701

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გუჯა ხოკრიშვილი - იზოლაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ნიშნავს ომის საფრთხის გაზრდას (ვიდეო)

“ოცნება” საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, რათა საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. იზოლაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ნიშნავს ომის საფრთხის გაზრდას. გუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069247177934436/

ზვიად ძიძიგური -“ოცნების” ყოფილ მხარდამჭერებს, რომელიც არის იმედგაცრუებული, რომელიც არ აპირებს არჩევნებზე მისვლას მინდა ვუთხრა, რომ არ გეგონოთ ეს არჩევნები იოლი, იქნება ძალიან დაძაბული, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი

“ოცნების” ყოფილ მხარდამჭერებს, რომელიც არის იმედგაცრუებული, რომელიც არ აპირებს არჩევნებზე მისვლას მინდა ვუთხრა, რომ არ გეგონოთ ეს არჩევნები იოლი, იქნება ძალიან დაძაბული, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, რასაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ. ამიტომ შედეგის გადაწყვეტა შეუძლია ყველას, არჩევნებზე მისულ კონკრეტულ ადამიანს. სულ არ ეგონა სააკაშვილს, რომ წააგებდა იმ არჩევნებს, მაგრამ ისეთი დარაზმულები მივიდნენ “ოცნების” მხარდამჭერები, რომ სწორედ ამან გადაწყვიტა არჩევნების ბედი.  

დიმიტრი ცქიტიშვილი - “ოცნებას” უნდა რომ პარლამენტში ისეთი დებუტატები ჰყავდეს, რომლებიც დავალებების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან (ვიდეო)

“ოცნებას” უნდა რომ პარლამენტში ისეთი დებუტატები ჰყავდეს, რომლებიც დავალებების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/961613629062857/

28 და 29 სექტემბერს ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაც ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან. „ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანი

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა

სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისვლას დღეს პოლიტიკოსები გეგმავენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რ

უკრაინის საელჩო - მოძმე ქართველებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს - მემორიალზე ამოტვიფრულია უკრაინელების სახელებიც - გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია! უკრაინას ახსოვს!

მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ უკრაინის საელჩოს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს ცნობით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და უკრაინის

პრეზიდენტმა „ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით მისი მიღება „ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. მისივე განმცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა. „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნი

“ქართული ენა გალში არასდროს გაქრება”- მოხალისე მასწავლებელი გალიდან

25 წლის გიგა ბენია თბილისში მომუშავე ჟურნალისტია გალის რაიონიდან. სკოლა გალის რაიონის სოფელ წარჩეში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩააბარა. როგორ ყველა გალელმა, გიგასთვისაც არაა უცხო ქართულ ენაზე სწავლების სირთულეები გალში, შესაბამისად, ამჟამად ცდილობს, გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ქართული ენისა და ისტორიის შესწავლაში უსასყიდლოდ დაეხმაროს. “სკოლის პერიოდში, რადგან ქართულის სწავლება აკრძალული იყო, მე კი ეროვნულებისთვის უნდა მოვმზადებულიყავ

ISFED: მოვუწოდებთ საგარეოს, გაასაჯაროოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ეხმაურება ცესკოს გადაწყვეტილებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 უბნის გახსნის შესახებ და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას. ISFED წერს, რომ ცესკოს მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უბნები არ არის გახსნილი საზღვარგარეთ, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიღმა, მოქალაქეების ფაქტობრივი სა

ნათია მეზვრიშვილი - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892083308937038/

პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრებმა სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრებმა სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს   

გიორგი გახარია - გიორგი ქობულია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტი - არ იყო საკმარისი დრო, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო იმისთვის, რათა მსგავს მძიმე ბრძოლაში შევსულიყავით

მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად, თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური, ისევე როგორც მიშა დაუშვილი იქნება, - ასე უპასუხა „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში გიორგი ქობულია და მიხეილ დაუშვილი. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეთანხმების ვერ მიღწევასთან საუბრისას

გიორგი გახარია - პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ - უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო

ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმება. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, „ერთი კონკრეტული

ზვიად ძიძიგური - დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ხელისუფლებას (ვიდეო)

დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ხელისუფლებას. ”ოცნება” ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბანერები, რომლებიც გამოიტანეს თბილისის ქუჩებში სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1457717848257455/

ლევან გოგიჩაიშვილი - ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს მოუწევს მოპარული ფულის უკან დაბრუნება (ვიდეო)

ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს მოუწევს მოპარული ფულის უკან დაბრუნება. ”ოცნებას” იმდენად ცუდად აქვს საქმე, რომ კაკებეშნიკურ, უბინძურეს მეთოდებზე გადავიდნენ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/896276632396797/

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა - ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი

საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას განაცხადა, მთავრობამ ივანიშვილი მეთაურობით „პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“. „ჩვენ შევიკრიბეთ დღეს,

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, ის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარმა აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. იპნ

გიორგი შარაშიძე უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა და სასმელი წყლის დაბინძურების რეალური საფრთხის შესახებ (ბრიფინგი)

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი შარაშიძის და გარემოსდამცველ ანა გაბრიაძის ერთობლივი ბრიფინგი - დიღმის ტყე-პარკსა და აღმაშენებლის ხეივანში, სადაც გადის წყლის ცენტრალური მაგისტრალი, შექმნილი უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა და სასმელი წყლის დაბინძურების რეალური საფრთხის შესახებ! ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1181330179626963/

ბექა ლილუაშვილი - 26 ოქტომბერს, ვერც “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში და ვერც “ნაცები” დაბრუნდებიან (ვიდეო)

26 ოქტომბერს, ვერც “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში და ვერც “ნაცები” დაბრუნდებიან. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1286798402731575/

კონსერვატორიის ცნობით, საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდა კაცი ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ცნობით, 27 სექტემბერს საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა. „გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი. კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მ

ქალაქი ევროპაში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს, თუმცა საარჩევნო უბანს არ ხსნის

ემიგრანტების არაერთგზის მიმართვისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ადგილზე აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბანი არ იხსნება. ცესკოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ერთადერთი საარჩევნო უბანი პარიზში გაიხსნება. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის“. თუმცა არსებული პრაქტიკით, საკონსულო აღრიცხვაზე

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს

სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს. ისინი შეიკრიბნენ ჟ. ჰერმანის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, სადაც განთავსებულია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში. მათივე ინფორმაციით, ამავე შენობაში ემსახურებიან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენს. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, “არანაკლებ

მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს თბილისს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც “მეზობელ ქვეყნებთან” შერიგებაში

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს“, — ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2008 წლის ომის სააკაშვილმა დაიწყო. ლავროვის თქმით, ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო ყველასთვის ცნობილი იყო, „შესაძლოა გარდა დასავლელი კოლეგებისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა“. ამ კონტექსტში ლავროვმა დაიმოწმა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგ

პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეხვედრა ბოლნისის მოსახლეობასთან (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეხვედრა ბოლნისის მოსახლეობასთან:         

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ნაბილ კაუკი დაიღუპა. ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ კაუკი იყო „ჰეზბოლას“ უსაფრთხოების პრევენციული განყოფილების მეთაური და დაჯგფების ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი. „კაუკი პირდაპირ იყო ჩართული ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. „ისრაელის
×
×
  • შექმენი...