ჩვენ მზად ვიყავით, ძალიან ბევრი დაგვეთმო. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო მეორე მხარის მიერ, „ლელოს“ უნდა მოეხდინა კონსესუსი შიგნით, პარტნიორებში და ეს შეთანხმება, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა მის პარტნიორებთან.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/498932259691702/
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2019-2022 წლებში, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არჩევნები საქართველოში პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა.
ამის შესახებ ბორის ჯონსონმა X-ზე დაწერა.
„სურათი, რაც საქართველოში ჩანს, ნათელია — გუშინდელი არჩევნები პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა თბილისში.
მე ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში”, – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.
სა
მას შემდეგ რაც ივანიშვილმა დასავლეთისგან დისტანცირება მოახდინა და საქართველო ავტორიტარული კლუბის წევრი გახადა, რუსეთი დღეს კიდევ უფრო მეტად გვაწვება.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1087392166161699
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს.
„მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, - - ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზი
დედაქალაქში ვეტერანთა მარში და მსვლელობა სახელწოდებით „ანწუხელიძე“ მიმდინარეობს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.
ორივე მარშის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები.
ასევე, ბანერი წარწერით:”ევროპულ მომავალს ვერ გადათელავთ”. ისმის შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს”.
მარშის მსვლელობისაც გაშლილი აქვთ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო.
გმირთა მოედანზე მოძრაობა შეფერხებულია.
ცნობისთვი
ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გუშინ, ორბელიანზე, საახალწლო სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალთა მარშის აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი აგინებენ აქციის მონაწილეებს, ერთი კაცი კი ხელს ურტყამს აქციის მონაწილე ქალს.
მიმდინარე აქციების გა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება“, - წერს დონალდ ტრამპი.
ტემი ბრიუსი, რომელიც 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს შეცვლის.
ipn
სოციალური ქსელების გიგანტი Meta ფაქტების გადამოწმების ამჟამინდელ პროგრამას წყვეტს და X-ის მსგავს „საზოგადოების შენიშვნების“ პროგრამაზე გადადის.
ამის შესახებ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დროა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს თავისუფალი გამოხატვის გარშემო. ჩვენ ვცვლით ფაქტების შემმოწმებლებს Community Notes-ით, ვამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და ყურადღებას გავამახვილებთ შეცდომების შემცირებაზე“, — თქვა მარკ ცუკერბერგმა.
ცვლილება გავლენას მოახდე
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
აქტის წარმდგენია „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი, თანაწარმდგენი კი „დემოკრატი“ კონგრესმენი სტივ კოენი.
„ამერიკის ხმის“ თანახმად, საკანონმდებლო მაცნეში წერია, რომ კანონპროექტი წარდგენილია და მისი განხილვა ახლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის და დამატებით, იურიდიული კომიტეტის პრეროგატივა იქნება იმის შ
"ახალგაზრდების საპატიმროში დატოვება მოსალოდნელი იყო, რადგან პერსონალურად ივანიშვილის ისინი მძევლად ჰყავს აყვანილი" - ამის შესახებ განცხადება "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროპული მომავლის მცველების უკანონოდ დაკავებითა და მათი გისოსებს მიღმა გამოკეტვით ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს.
"(ივანიშვილი) ფიქრობს, რაც უფრო დაამძიმებს ამ საკითხს, უფრო მეტ სარგებელს მიიღებს" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და იქ
ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს.
ამის შესახებ საერთაშორისი ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებსა და ამ აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებს ეხმაურება.
„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი,
დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - „იფიცება საქართველო!“ იწყებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.
მათივე ცნობით, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოცია
ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერი ადასტურებს, რომ ღამით პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია. მისი თქმით, თავად ნახა ეს ჩანაწერები და მზად არიან მასალა საგამოძიებო უწყებებს გადასცენ.
მენეჯერს ჰკითხეს რატომ დაალაგეს ტერიტორია, სადაც გიორგი გახარიაზე თავდასხმა მოხდა და იყო სისხლის კვალი, მისი თქმით, ეს იყო შესასვლელი და სტუმრები მოძრაობდნენ. ქალი ამბობს, რომ პოლიცია გამოიძახეს რომელიც ადგილზ
გახარიამ 10:0 მოუგო ამ ნაძირალა ხელისუფლებას - მას არ პატიობენ იმას, რომ ამბობს, მხოლოდ კონსტიტუციური გზით შეიძლება ქვეყანაში ამ აღვირახსნილი უსამართლობის დასრულება. ამიტომ მას ასე უპასუხეს. გახარიას ხელი გაარტყა არა იქ მყოფმა ვიგინდარა დეპუტატმა, ან კიდევ სხვამ, არამედ თავად ივანიშვილმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი მდგომარეობს “პოლიტიკური პატიმრების“
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ „საქართველო, საქართველო!“.
მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან, რომლებიც უკვე 51-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან.
პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილ წინადადებას “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ, 18 დეპუტატი აწერს ხელს. ინიციატივაზე ხელმომწერთა პარტიული შემადგენლობა მრავალფეროვანია – მათ შორის არიან როგორც ლიბერალ-დემოკრატები, ისე ლეიბორისტული პარტიისა წვერი და დამოუკიდებელი დეპუტატი.
ინიციატივა 13 იანვარს, 6-მა დეპუტატმა წარადგინა, მალევე ხელმომწერთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, 18 იანვრის მონაცემებით კი მას 18 ადამიანი აწერს ხელს.წინად
იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა.
უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებ
თბილისის მერიის რიგებიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, 3 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები - ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ტატა ხვედელიანის თქმით, თბილისის მერი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები.
„ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ",- აღნიშნავს კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზ
მთავარი ჩემთვის ისაა, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი - ცხადია, რომ არის - ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ამის გაცნობიერება მაძლიერებს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს.
გვარამიას თქმით, თავად თავისუფალია და ბრძოლას აგრძელებს სხვისი და ქვეყნის თავისუფლებისთვის. მან საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს.
„დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სე
„ქართუ“ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლითაც წითელ წიგნში შეტანილი ფრინველთა სახეობები გადარჩება და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება - საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმე კეთდება, როგორც „ქართუს“ მიერ გაკეთებული არაერთი სხვა საქმეა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
“როგორც “ტვ პირველმა“ განაცხადა, გნოლები, ხოხბები და ქათმები ბიძინა ივანიშვილმა დაატყვევა. დაატყვევა მუხებით, მოაქცია ბადის ქვეშ და მიწები მიიტაცა, რაც რბილად რომ ვთ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთს ხერსონიდან ჯარის გასაყვანად სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გამოცხადებული უკან დახევის მიუხედავად, რუსეთს ხერსონის ოლქში ამჟამად 40 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. რეზნიკოვის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები რჩებიან როგორც ქალაქ ხერსონში, ასევე მის გარშემო და მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთი გააძლიერებს პოზ
წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გ
რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი.
„საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართ