აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება 44.9 მილიარდი აშშ დოლარი, ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი - 40.6 მილიარდი აშშ დოლარი.
დაფინანსების მიზანია დაეხმარონ აღნიშნულ ქვეყნებს ბუნებრივი კატაკლიზმებით ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევა
ლიეტუვამ უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 283 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა კიდევ 40 მილიონი ევროთი გაიზრდება, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.
„მომავალ წელს დაგეგმილი მხარდაჭერა დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს. დაგეგმილია ახალი აღჭურვილობისა და მსგავსი ნივთების შეძენა, რომლებიც წარმოებულია ლიეტუვაში და უკრაინელებს ესაჭიროებათ“, - განაცხადა მინისტრმა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხ
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებულ 20-მდე პროექტს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
როგორც ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, თბილისში არსებული ყველა შადრევნის უსაფრთხოება შემოწმდება და ამის შემდეგ მოხდება სეზონის მოახლოებისას მისი ექსპლუატაციაში გაშვება.
„მშენ-ექსპერტის“ მიერ შესრულებული, დაახლოებით, 20 პროექტი უკვე განმეორებით ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რომელიც მომდევნო წლის მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, უკვე დასრულდება და მოხ
ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვაა საჭირო იმის დასაგეგმად, თუ რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს გელათთან ურთიერთობა. ვინაიდან გამოშრობის პროცესი შესაძლოა, ძალიან ხანგრძლივი იყოს, ამასობაში შეიძლება კედლებს მოსწყდეს ნალესი - მდგომარეობა ძალიან მძიმეა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა გაჩეჩილაძე გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას.
როგორც მან განმარტა, მძიმე მდგომარეო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია.
ბურჭულაძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, სადაც საუბარია სამინისტროს ბიუჯეტიდან მობილური ტელეფონების შესყიდვაზე.
„ყველა ზღვარს გადასული კამპანიაა. ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენ ახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში
პატივცემულო კომისარო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილისთვის, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ჯგუფის მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის წერილს, რომელიც საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.
როგორც შალვა პაპუაშვილი წერილში ა
მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებად?- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
„ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა“, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.
ინტერპრესნიუსი
ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა - უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა.
როგორც კალიურადმა აღნიშნა, ევროპას არ აქვს სურვილი, საქართველო ომში ჩაითრიოს.
„მე, როგორც სამხრეთკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს ორი „მესიჯი“ მაქვს - საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიო იყო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და
შარლ მიშელის თქმით, მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 12 აპრილის სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.
ხვალ გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე როგორ შეიცვლება პროექტი და რა ცვლილებები აისახება მასში.
ხვალვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პროექტზეც იმსჯელებს.
“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა
ისტორიაში პირველად, ლიეტუვა რუსეთის ელექტროქსელიდან სატესტო რეჟიმში მთლიანად გაითიშა, – ამის შესახებ ლიეტუვური მედია წერს. როგორც მედია იუწყება, ლიეტუვა რუსეთის ელექტროქსელიდან გათიშვას და ელექტრომომარაგების სისტემის იზოლირებულ მუშაობას ამოწმებდა.
მედიის ცნობით, ტესტირება 10 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ლიეტუვას ელექტროენერგიას ადგილობრივი ელექტროსადგურები აწვდიდნენ, ასევე ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოდა პოლონეთიდან და შვედეთიდან.
„ლიეტუვა სიამაყით აცხადებს, რომ ჩვენ
იმედია, სტატუსის მონიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს არ მიმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკური გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს განცხადებას და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები ხედავენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მათი განწყობაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებს.
"ის, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ლიდერი იყო ბევრი
უკრაინისთვის სამართლიან და მყარ მშვიდობაზე ვისაუბრეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
“ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დავუთმეთ.
უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვი
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა არ გულისხმობს საგამოძიებო უწყების ჩანაცვლებას. კომისიას და საგამოძიებო უწყებას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზნები აქვთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, კომისიის შექმნის აუცილებლობა დგება მაშინ, როცა არსებობს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მხრიდან კანონის დარღვევაზე და სახელმწიფო (საგამოძიებო) უწყებები სათანადოდ არ რეაგირებენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის ქვეყანას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაპირებული დასავლური დახმარება.
„იმით, [რაც გვაქვს] შეგვიძლია წინსვლა და წარმატების მიღწევა, მაგრამ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, უნდა დავიცადოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საბრძოლო ბრიგადები, რომელთა ნაწილი ნატო-ს ქვეყნების მიერაა გაწვრთნილი,
პარტია საქართველოსთვის ყველა ამ ქმედებას აფასებს, როგორც ანტიქართულს, ანტიეროვნულს და მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას, მოუწოდებს მმართველ გუნდს 12 პუნქტის შესრულებისკენ, სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ რუსეთის მოქალაქეებისადმი და რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების კონტროლს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით რუსეთთან საგარეო პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს საქართველოს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცულობას.
- ალექსანდრე მოწერელია - პარტია „საქართველოსთვის"
346803840_935
პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მეტწილად სარგებელს მოუტანს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გასაგებია, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული, რატომ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
„მესმის
არსებული ინფორმაციით, ფოთის პორტში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ყურადღება 12 რეკომენდაციაზე გავამახვილეთ, ასევე, „ქართული ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც სერიოზული საფრთხე გააჩინა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ლილუაშვილი განმარტავს, უცხოელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა კარგად ესმით.
„ბუნებრივია, კარგად უნდა გვესმოდეს ორი ასპექტი: ერთი - თავდაცვისუნარიანობა, მეორე - დემ
ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს საკუთარი შვილების მომავალს, არ დათმობს თავისევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შეასრულო ის, რისთვისაცხალხმა აგირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს საქართველო ზეიმობს, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს.
„დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების
საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართვლოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ აქვს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო რობერტა, პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით
ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. „გუბერნატორის“, ვლადიმირ როგოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში პიატიხატკის დასახლება გაათავისუფლეს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოქცევა მოახერხეს. მტრის შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო“, - წერს როგოვი „ტელეგრამზე“.
მისი შეფასებით, თუ უკრაინა პიატიხატკში გამაგრდება, შეეცდება ჟერებიანკას მიმართულებით დარტყმის განხორციელებას და ეს გამოიწვევს იმას, რომ უკრაინი
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშსა და მეოთხედფინალში გასვლას უცხოურ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
„2023 წლამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. მასპინძელთა ნაკრებმა ბოლო ტურში ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ზურიკო დავითაშვილის გოლმა გაიყვანა“.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე, ქუთაისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა.
ოკუპანტების მიერ მოკლული მალხაზ კვიჟინაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, სამხედროებმა და რიგითმა ადამიანებმა გააცილეს.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას მხარს უჭერს და მზად არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა მიიღოს.
მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ნატო-სთან კოორდინირებით უსაფრთხოების გარანტი გახდეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ერთად ვიყოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ევროკავშირსა და ნატო-ს შორის ჩინებული თანამ