Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    868.780

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - ხელისუფლება, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი ცხოვრების ღირსეული პირობები, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა იყო, დღეს იბრძვის კორუფციისთვის და არა - კორუფციის წინააღმდეგ

ივანიშვილის დღევანდელი წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა - ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს - 2024 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა - ადამიანის გათელილი ღირსებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, პოლიტიზირებული საჯარო სამსახურით, გაუქმებული ინსტიტუტებით. 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ნამდვილი ღირსება. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ გულწრფელად ვიბრძოდით

დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი

ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია საპარლამენტო პროცესიდან. არა უმრავლესობით, არამედ მცირე ხმებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ბმული: https://forgeo.ge/ka/news/1334

გახარია: ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი „მუქარა” ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იმუქრება, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს და მის ლიდერს, მკაცრად მოუწევთ პასუხი აგონ. „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ მათ ვინც გიორგი გახარიას გვერდით დგას გაასამართლებენ და რომ მმართველ გუნდს „სასამართლოს დონეზე“ აქვს ყველა დოკუმენტი

USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა

USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ USAID-ში განუცხადეს. USAID-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ამერიკის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შეჩერებული 95 მლნ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი იყო. „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ, აშშ-ს მთავრობამ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველ

გიორგი გახარია - ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის - ეტყობა, რომ ემოციური კონტროლისგან გასულია

გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას. როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ადეკვატურობაში მხოლოდ მას კი არა, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას ეპარება ეჭვი. „ეს არის გასაოცარი

სიკვდილივით ეშინიათ იმის, რაც 26 - ში მოხდება - გიორგი გახარია

“სიკვდილივით ეშინიათ იმის, რაც 26 - ში მოხდება, ისეთი შიშით არიან შეპყობილები, რომ ძალიან კარგად იციან შედეგები. უკვე კედელს ეჯახებიან“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ განაცხადა. მისი თქმით, მან არაერთხელ აუხსნა ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ქმედებები ცუდ შედეგს მოიტანდა, თუმცა მან არ დაუჯერა და “მისი არაადეკვატურობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აოცებს საზოგადოებას.“

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ დღეს პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი გახარია ადასტურებს რომ დღეს პრეზიდენტს შეხვდა.  “მე ქალბატონ სლომესთან ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა“,- თქვა გახარიამ “დღის ამბებში“. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან პრემიერობის კანდიდატზე არ უსაუბრია, მხოლოდ რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს, რომელიც პარლამენტმა არჩვენების შემდეგ უნდა განახორციელოს. ვისაუბრეთ ყევლაფერზე, რაც აქტუალურია დღევანდელ დრეს ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით არჩევნებამდე 4 დღით ადრე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ

პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შეხვედრა დღეს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა. უცნობია აუდიენციის დეტალები.   ipn

როგორ შევავსოთ ახალი ბიულეტენი ისე, რომ არ გაბათილდეს

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 3030 საარჩევნო უბნიდან 2262 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რაც ამომრჩეველთა 89%-ზე მეტს გულისხმობს. 768 უბანზე კი ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული მეთოდით გაიმართება. უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ამომრჩევლებს ახალი ტიპის ბიულეტენი დახვდებათ. იმისათვის, რომ ხმის მთვლელმა მანქანამ ბიულეტენზე დაფიქსირებული არჩევანის აღქმა შეძლოს, მნიშვნ

გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შუექმნის, რადგან მისთვის ის უკვე “ტვირთია“

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შუექმნის, რადგან მისთვის ის უკვე “ტვირთია“. “რაში მჭირდება მე დღეს ივანიშვილი - არაფერში“, - თქვა გახარიამ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“. ტვ პირველი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს. პრეზიდენტის თქმით, მან ამ გადაწყვეტილებით ანგარიში გაუწია 4 პარტიას, რომლებმაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. "ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული - ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე

პრეზიდენტი - ივანიშვილმა და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, დალაგება იქნება, როცა მოვა ახალი მთავრობა - ის ჩაჯდა კონსპირაციაში, რომ ყველა ებრძვის, დღეს თურმე არაფერი ყოფილა, ყველაფერი დალაგდება, რადგან ფული დააბრუნეს

ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ ფორმულას” ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, პარტნიორებთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება. მისივე თქმით, ურთიერთობებს ახალი მთავრობა დაალაგებს. “ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მთელი პირველი პერიოდი მიყვებოდა ხელისუფლებ

სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი - ჰერჩინკის მიმართვა ქართულად

"სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი" - ევროკავშირის ელჩი საქართველოში ქართველ ამომრჩეველს ქართულ ენაზე მიმართავს.  პაველ ჰერჩინსკი ქართველებს არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდებს.  "სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი. Go and vote, choose your future. წინ საქართველო, წინ" - აღნშნავს პაველ ჰერჩინსკი. ასევე ნახეთ: თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, წადით არჩევნებზე, წინ საქართველო - ჰერჩინსკი   tv pirveli

"ჩვენი ხედვა მოიაზრებს, რომ წინ წამოვწიოთ ადამიანის როლი" - "გახარია საქართველოსთვის" პროგრამა

ბექა ლილუაშვილის შეფასებით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ხედვა ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას შეესაბამება და პარტია მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სოციალურ-დემოკრატიული პრინციპების დანერგვა ამ გზას გაამარტივებს - ამის შესახებ ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. ლილუაშვილმა პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც "საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა მარცხნივაა გადახრილი. "ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ პრობლემური ს

"ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ეუბნებოდა, როცა სიგიჟეს აკეთებდა" - გახარია ივანიშვილს პასუხობს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და ექსპრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ივანიშვილთან დებატებისთვის ნებისმიერ დროსა და ფორმატში არის მზად. გახარიამ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი "TV იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ გიორგი გახარიას გუნდს გასამართლება ემუქრება, ბრალად კი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაში დახმარება ედებათ. "ბიძინა ივანიშვილს მე ბევრჯერ ვუთხარი, თუ რაიმე პ

მარიხუანას ექსპორტის თემა პერსონალურად ივანიშვილის სიგიჟე იყო - გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 2018 წელს სამედიცინო მიზნით, კანაფის კულტივაციის და ექსპორტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის „სიგიჟე“ იყო. ასე უპასუხა ყოფილმა შს მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას. ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „იმედთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიაზე თქვა, რომ „მოუშუშებელი ჭრილობაა“ და გასამართლებით დაემუქრა მას და მის პოლიტიკურ გუნდს. დღეს კი, გიორგი გახარიას პასუხი ასე

სტუმარი: გიორგი გახარია - #წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად (ვიდეო)

ინტერვიუ გიორგი გახარიასთან - პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერი; რატომ არის გახარია ივანიშვილის „მოუშუშებელი ჭრილობა?“ ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა არჩევნებამდე 4 დღით ადრე; რამდენად თავისუფალია საქართველოში (მსხვილი) ბიზნესი? არჩევნები 2024 & გიორგი გახარიას გზავნილი ბიზნესმენებს; სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია - გახარიას საარჩევნო პრიორიტეტები; როგორ გეგმავს გახარიას პარტია ელიტური კორუფციის დამარცხებას?

გიორგი გახარია - მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს, თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად მოუწევთ დღეს დგომა, მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს

მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს, თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც თავისუფლების მოედანზე, მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, საჯარო მოხელეები არიან სახელმწიფოს საყრდენი და არა რომელიმე ცა

თეონა აქუბარდია - ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია - შევჯერდებით „ტექნიკურ მთავრობაზე“, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე დავაბრუნებთ და ევროკავშირშიც შევიყვანთ

ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია, -ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს და იმასაც ვერ ბედავენ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა". თეონა აქუბარდიას განმარტებით, ახლა მთავარია 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართველი ხალხის გამარჯვება. „ახლა, როცა ნახეს, რომ „ტექნიკური მთავრობა“ არჩევნების შემდგომ დასახელდება, გაბრაზებ

უილიამ კორტნი - ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა

ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ American Enterprises Institute-ის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ორგანიზებულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც მთავრობები ძალიან დიდი ხნით არიან ხელისუფლებაში, მათ შეიძლება დაიწყონ როგორც რეფორმისტებმა, როგორც პუ

„ქართველი ხალხის აქტს“ 10 ახალი მხარდამჭერი სენატორი დაემატება

აშშ-ის სენტატში ორპარტიულ კანონპროექტს, სახელწოდებით „ქართველი ხალხის აქტი”, ნოემბრიდან კიდევ 10 სენატორი დაუჭერს მხარს. მათ შორის არიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორები. კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. „ქართველი ხალხის აქტი“ შეეხება სანქციებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვას. ჯინ შაჰინის მირ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინ

მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა

თბილისის მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. შემთხვევის შ

თეონა აქუბარდია - დღეს საქართველო იმართება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით (ვიდეო)

დღეს საქართველო იმართება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით. ივანიშვილმა საკუთარი ფინანსები დააყენა სახელმწიფოზე წინ, რითაც ქვეყნის ინტერესები, სუვერენიტეტი დააზიანა და ეს თავად აღიარა. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/860899302857816/

ლევან გოგიჩაიშვილი - იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც გინდათ, რომ ივანიშვილი გადაარჩინოთ, ხმა არ მისცეთ, რადგან საკუთარ თავსაც გადაჩეხავს და სახელმწიფოსაც (ვიდეო)

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას სახელმწიფო მიიტაცოს. იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც გინდათ, რომ ივანიშვილი გადაარჩინოთ, ხმა არ მისცეთ, რადგან საკუთარ თავსაც გადაჩეხავს და სახელმწიფოსაც. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3927855150816286/

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მშვიდობიანად დაასრულოს ეს პროცესები და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთხელ მაინც, თავის ფინანსებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დააყენოს

ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მშვიდობიანად დაასრულოს ეს პროცესები და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთხელ მაინც, თავის ფინანსებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დააყენოს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/563551516142867/
×
×
  • შექმენი...