Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.088.186

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა და მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკდაფენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა მოიპოვა, მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და

„კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა საჭირო“ — ბორელის მიმართვა

ჟოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის რანგში პირველად სტუმრობს საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, პარლამენტსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ბორელის თქმით, მათთან განიხილავ აქამდე მიღწეულ პროგრესს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელ

პაპუაშვილი ოჩამჩირეში სამხედრო ბაზაზე რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს საჭიროებას, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა – საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირეს. პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას საქართველოს მთავრობა ახორციელებს და ამაში მას სრული ნდობა აქვს. მისი თქმით, ამასთან დ

მედია - ისრაელში 1 300 ადამიანია დაღუპული, ღაზაში - 1 900

ისრაელი და პალესტინა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებენ. ბოლო მონაცემებით, ისრაელში 1 300 ადამიანია დაღუპული, ღაზაში - 1 900. ისრაელში, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 1 300 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 3 418. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, ღაზაში 1 900 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 256 ბოლო 24 საათში და დაშავებულია 7 696. იპნ

ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა | დაკავებულია 3 პირი

გვიან ღამით ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი. მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. პუბლიკა

ვლადიმერ პუტინი ბელარუსში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში ჩავიდა. ის ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს. კრემლის ლიდერთან ერთად, ბელარუსში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც, რომელმაც ბელარუს კოლეგასთან, სერგეი ალეინიკთან შეხვედრა გამართა. როგორც მედია წერს, ორი ქვეყნის დიპლომატებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის „დასავლეთის უკანონო ს

ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება, - ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება. IPN

ლატვია უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ ავტომანქანებს გადასცემს

16 თებერვალს ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ. შესწორება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილების უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით თებერვლის დასაწყისში ლატვიის ფინანსთა მინისტრი არვილს აშერადენსი გამოვიდა. სააგენტო Delfi-ის თანახმად, აღნიშნული კანონი უკრაინისთვის, სხვადასხვა ავტოტექნიკასთან ერთად, ლატვიის ხელისუფლების მიერ ნასვამი მძღოლე

რა ხდება მოლდოვაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

„ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც – ყველა დანარჩენს“, – ამბობს კენეტ იალოვიცი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი მოლდოვაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ ის, რაც ახლა რუსული გავლენით კიშინიოვში ხდება, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. 13 თებერვალს პრეზიდენტმა მაია სანდ

რუსეთის პროკურატურაში ვალერი მელაძის შემდეგ ლია ახეჯაკოვაც დაასმინეს

რუსმა „აქტივისტმა“, „უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს მსახიობ ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. რუსული მედიის ცნობით, ბოროდინმა განაცხადა, რომ ახეჯაკოვა აკრიტიკებს „სახელმწიფო ორგანოებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით“ და თითქოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აფინა

რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი შემთხვევით რუსეთის ქალაქში ჩამოაგდო

რუსულმა „სუ-34“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ბომბი შემთხვევით ჩამოაგდო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.„2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გაუთვალისწინებელი გაშვება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლა

აქონდროპლაზია: მშობლის თქმით, სამინისტროსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზე მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. მშობლები ელიან, რომ უახლოეს თვეებში სახელმწიფო მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტს შემოიტანს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე მშობელი, სალომე გაბელაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრას დაახლოებით 25-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მშობლები, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროს, სახალ

პუტინი აღიარებს, რომ მას თანამედროვე იარაღი არ აქვს

,,ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები გვაქვს, ზარალი კლასიკურ მაჩვენებელს აღემატება,” - განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც მან უკრაინის კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს. პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები არტილერიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, რადგან ქვეყანას ამ დროისთვის საკმარისი თანამედროვე საბრძოლო სისტემები არ აქვს. თუმც

ონის მერი აცხადებს, რომ შოვში დაღუპული 18 პირიდან ამ ეტაპზე 14 არის იდენტიფიცირებული

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 16 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს. როგორც ხიდეშელი აცხადებს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გამოცხადდა გლოვის დღედ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც შეეხება სტიქიის ზონას, 18 მოქალა

გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღზე რიგგარეშე სხდომას გამართავს

სომხეთის მიმართვის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭო 16 აგვისტოს რიგგარეშე სხდომას გამართავს ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომას ნიუ-იორკში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დაესწრება. სომხეთის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, ჩაერიოს ადამიანების წინააღმდეგ მასობრივი დანაშაულის, მათ შორის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის წინააღმდეგ. აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლა

„ახლა საქართველო არასანდო პარტნიორია“ – ინტერვიუ ეველინ ფარკასთან

„აშშ-სთვის საქართველო ახლა სუსტი და არასანდო პარტნიორია“, – გვითხრა ეველინ ფარკასმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მაკკეინის ინსტიტუტის ამჟამინდელმა დირექტორმა, რომელსაც „ნეტგაზეთი“ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მე-7 კონფერენციაზე ესაუბრა. ყოფილმა დიპლომატმა აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის უფრო ღია კომუნიკაციის საჭიროებაზე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საფრთხეებზე და ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველოს ჩამორჩენაზე გაამახვილა ყურადღება. ფარკას

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, სხვა მომავალი იყოს რუსეთი

მთავარია, რომ ყველას, საზოგადოებას, უნდა ევროპული მომავალი, სხვა მომავალი არა გვაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ შეიძლება, სხვა მომავალი იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო „ევროპის კართანაა მისული“ და ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. „ჩვენ როცა ვართ მისული ევროპის კარებთან, ვიც

ირანის ელჩი საქართველოში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვს

ირანის ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლის შესაძლებლობას სთხოვს. “დიპლომატიისა და სამართლიანობის სულისკვეთებით, ოფიციალურად ვითხოვ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსგან, უზრუნველყოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მიმართვის თანაბარი შესაძლებლობა. ისრაელის რეჟიმის ელჩის ცრუ ბრალდებების შემდეგ, აუცილებელია, განვმარტოთ ჩვენი პოზიცია”, – წერს მაჰმუდ ადიბი  პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ტურნირის ფინალში იასპარეზებს. მაჭარაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი მაგომედხან მაგომედოვი 5:0 დაამარცხა. ამ დროისთვის, საქართველოს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლ

ფირცხალაიშვილი: ევროსაბჭოს დატოვებით ქვეყანას მოუწევს გასვლა უფლებათა ევროპული კონვენციიდან

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაიშვილი ხსნის, რა ელოდება საქართველოს, თუ ევროსაბჭოს დატოვებს. გუშინ, 29 იანვარს, მას შემდეგ, რაც PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნების ორგანიზებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ. PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – „ოცნების” დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტის სასარგებლოდ

იაგო ხვიჩია ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში „კანონიერი ქურდების“ უფლებების დაცვის პირობას დებს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებების დასაცავად იბრძოლებს და ამისთვის კანონპროექტის ინიციირებასაც აანონსებს. იაგო ხვიჩიას თქმით, ის უკვე წარდგენილია მისი პოლიტიკური პარტიის მიერ ოფიციალურად პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატად და სურს კოლეგებს გააცნოს რიგ საკითხებზე მისი ხედვა, სანამ მხარდაჭერას სთხოვს ომბუდსმენად არჩევისთვის. პირველი საკითხი, რაზეც დღეს იაგო ხვიჩიამ პარლამენტარებს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8432 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7963 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0469 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. როგოც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის. მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა, ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნესვიზი

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა

ხორვატია პირველი იანვრიდან შენგენის ზონასა და ევროზონას შეუერთდა. ქვეყანა ეროვნული ვალუტა კუნადან ევროზე გადავიდა და ევროზონის რიგით მე-20 ქვეყანა გახდა. ხორვატია რიგით 27-ე ქვეყანაა შენგენის ზონაში, სადაც 400 მილიონამდე ადამიანს წევრ სახელმწიფოებს შორის თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროზონაში გაწევრიანება ხორვატიის ეკონომიკის დაცვას დაეხმარება. თუმცა, თავად ხორვატები შიშობენ, რომ ევროზე გადასვლა ფასების მატებას გამოიწვევს. ნოემბერში ხო

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს

ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
×
×
  • შექმენი...