Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    863.009

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არის საქართველო -  საქართველო არის სახელმწიფო და მთავარი არის ქართველი ხალხი! (ვიდეო)

არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არის საქართველო -  საქართველო არის სახელმწიფო და მთავარი არის ქართველი ხალხი!     ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1264996608157388/

სოფო ხორგუანი განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს

იურისტი სოფო ხორგუანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს ღია წერილით მიმართავს და სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. წერილში ხორგუანმა ძირითადი აქცენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებზე გააკეთა. „მოგეხსენებათ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ონკანებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირე

სკოლის დირექტორობის კანდიდატების პროტესტი მასწავლებლის პრემიის პარალელურად

მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების პარალელურად საპროტესტო პერფორმანსი მოაწყვეს. დაჯილდოება ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში მიმდინარეობს. მასწავლებლის ეროვნული პრემია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ჯილდოა. დაჯილდოების პარალელურად შენობასთან სკოლის დირექტორობის კანდიდატები, მაია ეკალაძე და დავით ფერაძე მივიდნენ და უწყების პოლიტიკა გააპროტესტეს. ეკალაძემ და ფერაძემ ადგილზე მიიტანეს დიმანიკი, საიდანაც ისმოდა საპროტესტო მოწოდებებ

„პრეზიდენტისთვის მოღალატე არ მიწოდებია, არც ვუწოდებ“ – ლაშა ტალახაძე კობახიძეს არ ეთანხმება

ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, არ იზიარებს პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქვეყნის მოღალატეა“. ტალახაძე დღეს პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიაზე იყო, ხოლო მის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: „[სალომე ზურაბიშვილისთვის] არ მიწოდებია ქვეყნის მოღალატე, და არც ვუწოდებ“. ტალახაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერი ირაკლი კობ

14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება. შეზღუდვის მიზეზი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. შეზღუდვის პერიოდში გზაზე აიკრძალება ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სე

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს

ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ ღირსებას იცავს, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ზივზივაძემ ამ სეზონის 5 შეხვედრაში უკვე ექვსი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო „შალკესთან“ დღევანდელ დაპირისპირებაში 2 გოლი გაიტანა. უახლოეს მდევარს იგი 2 გოლით უსწრებს. გარდა ამისა, ზივზივაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერიცაა – 5 შეხვედრაში მათ 4 გამარჯვება მოიპოვეს, ერთხელ კი ფრე ითამაშეს და აქტივში 13 ქულა აქვთ. ნეტგაზეთი

Edison Research: „ოცნება" — 34%, „ერთიანობა" — 19.2%, გახარია — 10.6%

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 34% ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19.2% გახარია – საქართველოსთვის – 10.6% ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.8% ახალი ერთობა გვარამია მელია – 9.1%

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ოლიმპიელები და პარალიმპიელები ორდენებით დააჯილდოვა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ:   ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში;

აშშ-მა დიმიტრი კისილოვსა და რუსულ მედიაჰოლდინგს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ მედიაჰოლდინგ “რასია სეგოდნიას” და მის დირექტორ დიმიტრი კისილოვს სანქციები დაუწესა. ეს მედიაჰოლდინგი აერთიანებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ ფინანსდება. ჰოლდინგში შედიან: რაშა თუდეი რია ნოვოსტი ტვ-ნოვოსტი Ruptly სპუტნიკი რაშა თუდეი აშშ-ს წარსულში უკვე ჰყავს სანქცირებული, თუმცა 13 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ მოიპოვეს ახალი

ბერდია სიჭინავა - ივანიშვილმა უნდა გაბედოს და დაუჯდეს გიორგი გახარიას დებატებში და მერე ნახავთ, საერთოდ რა დარჩება “ოცნების” რეიტინგიდან (ვიდეო)

ივანიშვილმა უნდა გაბედოს და დაუჯდეს გიორგი გახარიას დებატებში და მერე ნახავთ, საერთოდ რა დარჩება “ოცნების” რეიტინგიდან.   “ედისონ რისერჩის” კვლევების შეფასებით, ბერდია სიჭინავა - “გახარია საქართველოსთვის” ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/480535381489934/  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პირველი ოფიციალურად დამტკიცებული პრეპარატია. პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა. ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მ

ბექა ლილუაშვილი - ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია - პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან

ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია - პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ჟოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი” ავრცელებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორის 82 რიგითი და სერჟანტი, ასევე 21 ოფიცერია. „კიევის ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და”აზოვსტალის”, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს ოლქის, ხარკოვის ოლქის დამცველები. უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეე

გორში ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბაბაევი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დღეს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  „ქართული ოცნების” მოსახლეობასთან შეხვედრაა დაგეგმილი. მედიის ცნობით, ბაბაევის რესტორანი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედაა, სადაც დღევა

მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა

მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.   პუბლიკა

ჯავახიშვილი: ჩვენი დამოუკიდებლობის მტერი იყო და არის რუსეთი, ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის გამჩაღებელი რუსეთია და ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი. „2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი. ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა,

„დიდი შვიდეული“ – ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკანონო ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების და დრონების მიწოდება

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ. „ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტ

„ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“

2008 წლის, რუსეთ – საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან. 15 სექტემბერში, გორში გამართული პარტიული შეკრებისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს „ენმ“-ის მიერ, ჩვენი ოსი დების და ძმების ცეცხლის ალში გახვევის გამო, ბოდიში გვაქვს მოსახდელი“ „ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რით იამაყონ ჩვენმა შვილებმა?

შონ ო’ მალი - პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი

ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო’ მალიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიში მოუხადა. "პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ", - დაწერა ო'მალიმ „ტვიტერზე“. ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.   იპნ

გიორგი გახარია - ეს იქნება არჩევნები, როდესაც "ოცნება" დამარცხდება, ახლა ამის  გააზრების მძიმე ეტაპს გადიან

"ბიძინა ივანიშვილს, პირველ ნომრად გასვლა იმიტომ მოუწია, რომ ვერ ჩაატარებენ ეს პატარა ბიჭები საარჩევნო კამპანიას. "ოცნების " მიერ წარდგენილ სიაში არაფერია ახალი, ვერავინ - ახალი, ძლიერი პოლიტიკური სახე ვერ მიიყვანეს და ახალი ამომრჩეველი რანაირად უნდა მიიყვანონ არჩევნებზე? ეს იქნება არჩევნები, როდესაც "ოცნება" დამარცხდება, ახლა ამის  გააზრების მძიმე ეტაპს გადიან. აკვარიუმით დაატარებენ სოფელ-სოფელ ივანიშვილს და ჰგონიათ ამით რამეს გამოასწორებენ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის"

გახარია - "ოცნება" მივიდა იქამდე და ივანიშვილი დაეცა იმ დონემდე, არჩევნების მოსაგებად - უკვე გამოიყენა ბავშვები, ეკლესია, ომი და მიადგა ტერიტორიული მთლიანობის თემას...

"გორში რა განცხადებებიც გაკეთდა, ომის და მშბვიდობის საკითხს ივანიშვილმა დაამატა ტერიტორიული მთლიანობის მინიშნებები. "ოცნება" მივიდა იქამდე და ივანიშვილი დაეცა იმ დონემდე, არჩევნების მოსაგებად - უკვე გამოიყენა ბავშვები, უკვე გამოიყენა ეკლესია, უკვე გამოიყენა "ნაცებს გავასამართლებ" ტყუილი, უკვე გამოიყენა ომი და რომ ხედავს მაინც ძალიან უჭირს, საბოლოო ჯამში მიადგა ყველადთვის ძალიან მტკივნეულ,  ტერიტორიული მთლიანობის თემას. ამას აკეთებს ისე უხეშად, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას აზი

გიორგი გახარია - ვინმეს ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ ივანიშვილს ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში რაიმე ხელში უჭირავს, ძალიან ცდება, არაფერი არ უჭირავს, ეს არის ქვეყნის ბედით თამაში არჩევნების მოსაგებად

"ბიძინა ივანიშვილმა, თავის განცხადებით, ომის კონტექსტიდან გაიყვანა საერთოდ რუსეთი, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი ამ დიალექტიკაში არ არის და ახალი დამნაშავე შემოგვთავაზა ომის კონტექსტში - დასავლეთი, ევროპა, ამერიკა და თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო მათი პროვოკაციის შედეგი. მეორე, რაც გააკეთა, მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ შეიძლება ჩვენი რაღაც აღიარებით თუ ბოდიშით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდეს, ამაზე გამოდის 5 ლარიანი ექსპერტებით. სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ დასავ

ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც თემო კიღურაძე სოციალურ ქსელში წერს, მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში დააკავეს და სავარაუდოდ, პოლონეთში აბრუნებენ. უარის თქმის დოკუმენტში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის და მითითებულია, რომ ის „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წელი მიესაჯა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს სასამართლომ  4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გიორგი შანიძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა: სასამართლოს ეზოში სოლიდარობისთვის შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები: გიორგი შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავებოდა: სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობ
×
×
  • შექმენი...