Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.598

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ჯგუფს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ გადაუვადდა თავის მიერ დაყენებული საკითხი კომიტეტების მხრიდან (ვიდეო)

“პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკურ ჯგუფს ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ გადაუვადდა თავის მიერ დაყენებული საკითხი კომიტეტების მხრიდან. ამიტომ გვიწევს საჯაროდ პოზიციონირება და მოთხოვნა, იქნებ დროულად დააყენოთ ჩვენი ინიცირებული პროექტები კომიტეტებზე განსახილველად.”  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  398150637_1311345916214875_2410621577682532945_n.mp4

"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" - ლუგელას ხეობაში ტყის მასივი იწვის, ჩვენმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისედ შევუერთდეთ ჩვენს გმირ მაშველებს

"მოგესალმებით მეგობრებო! ალბათ საინფორმაციო საშუალებებითაც შეიტყობდით, რომ ლუგელას ხეობაში ტყის მასივი იწვის. ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია,შესაბამისად მის ლიკვიდაციაში 150-მდე მაშველია ჩართული რეგიონის მასშტაბით. ჩვენმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისედ შევუერთდეთ ჩვენს გმირ მაშველებს. დღეს მუხურის ცენტრში შევიკრიბებით 13:00 საათზე. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შემოგვიერთდით." ჩხოროწყუ საქართვეელოსთვის

მეთიუ მილერი - აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს

აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და თანაგრძნობას გამოვხატავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს. „ეს სიკვდილი არის იმ დესტრუქციის ნათელი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია“, - აცხადებს მეთიუ მილერი. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგა

რიში: „თუ საქართველოს მართლაც სურს EU-ს წევრობა, აქტიურად უნდა შეასრულოს პირობები“

„თუკი საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირის წევრობისკენ სვლა, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები“, აცხადებს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში. რიშის მოსაზრებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს გარკვეული პირობებით მიენიჭოს სტატუსი, „კარგი კომპრომისია“. სენატორის თქმით, ნახსენები ცხრა პირობის შესრულების შემდეგ, ბედნიერი იქნება იხილოს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ. 8 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოე

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ამას არ დაასრულებს იქამდე, ვიდრე ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას

პუტინი ამას არ დაასრულებს იქამდე, ვიდრე ჩვენ ერთად არ დავასრულებთ მას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პუტინი გაჩერებას არ აპირებს. „ჩვენი მთლიანად ოკუპირება სურს. ხანდახან პარტნიორების გაუბედაობა უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების, სწრაფი რეაგირების მხრივ, რუსეთის ფედერაციას გამბედაობასა და ძალებს მატებს. რუსეთის პრეზიდენტი, ვიდრე უკრაინას არ დაანგრევს, არ დამშვიდდება. უკრაინის შემდეგ მ

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევი

ვოლოდიმირ ზელენსკი - მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „მას უკრაინასთან არანაირი მშვიდობა არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, მისი თქმით, არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა. „თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს განმეორდეს,

გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება - პანიკის საფუძველი არ არის

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინ

პიტერ სიიარტო - ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უწყების ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალი

მიხეილ დაუშვილი - ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ - რასაც გვთავაზობენ, მისაღებია, არც არაფერს გააფუჭებს, თუმცა არც არაფერს გააკეთებს სიღრმისეულად

ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, რასაც “ქართული ოცნება” სთავაზობს, ვერ იქნება ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ეფექტური. “ჩვენი მიზანია, რომ ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. მიუხედავად იმისა, მოლოდი

ბერდია სიჭინავა - ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე და ყველა ის არაკეთილსინდისიერი გავლენის ჯგუფის წევრი, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, უნდა მოშორდეს სასამართლო ხელისუფლებას

“ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე და ყველა ის არაკეთილსინდისიერი გავლენის ჯგუფის წევრი, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს და სასამართლო სისტემას მართავს, რა თქმა უნდა, უნდა მოშორდეს სასამართლო ხელისუფლებას და აქ, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან კომპრომისი არავისთან არ იქნება.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/10594

პრეზიდენტი - რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, წარსულს ვერ აღადგენს - საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს გზიდან

რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს. მისი თქმით, საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან. „25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია. დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარ

საია-ს თავმჯდომარე - ე.წ. ვეტინგის სისტემა არის მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს - რეკომენდაციების შესრულების გარეშე, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არის კეთილსინდისიერების შემოწმება და მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე, სამწუხაროდ, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა. „ეს არის კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში გვხვდება. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი არ

სალომე ზურაბიშვილი - დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის, სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს!

დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს. იპნ

დავიწყეთ განხილვა, რა იქნებოდა პასუხი, თუკი კანონი ამოქმედდება, გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, 27 მაისს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რითი შეიძლება, უპასუხონ საქართველოში რსრული კანონის ამოქმედებას. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. ასევე კომიტეტმა ხელახლა დაუჭირა მხარი რუსული კანონის პირვანდელ ვერსიას.

გიორგი ჭანტურია -  “ოცნების” ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები, მხოლოდ მათ შიშებზე მიუთითებს, ისინი ყოველთვიურად ატარებენ შიდა კვლევებს და ხედავენ, რომ მათი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

“ოცნების” ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები, მხოლოდ მათ შიშებზე მიუთითებს, ისინი ყოველთვიურად ატარებენ შიდა კვლევებს და ხედავენ, რომ მათი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1123712525390776/

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა. ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის, მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს დახმარებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. „ჩვენ პატივს ვცემთ მის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან ა

PACE-ს წარმომადგენლები - ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს, - ამის შესახებ განცხადებას PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდება, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ავრცელებენ. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „მთავრობა“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, - - ნათქვამია განცხადებაში. აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზი

ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის. მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები საავადმყოფოში. ალექსანდრე ქეშელაშვილს ჩამოართვეს აპარატურა. პოლიციამ სცემა „ტვ პირველის” ოპერატორ გიორგი შეწირულს –  ის წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორნენ. დაუმტვრიეს კამერა. ფოტოზე: გიორგი შეწირული აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრ

პრეზიდენტი - საკონსტიტუციო სასამართლო სხდომას არ ნიშნავს - ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა - სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში

საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას, ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა - სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მის სარჩელზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მ

ესტონეთმა ირაკლი კობახიძე და კიდევ 13 პირი დაასანქცირა

ესტონეთმა დაასანქცირა “ქართული ოცნების” 14 მაღალჩინოსანი. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ. “ესტონეთმა დაასანცირა საქართველოს ხელისუფლების 14 მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობა არის კრიმინალი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს რეაგირებისა და მოქმედებისკენ”, – დაწ

რასა იუკნევიჩიანე - „საქართველოს მეგობრების“ ქსელმა სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით პირველი შეხვედრა გამართა

„საქართველოს მეგობრების“ ქსელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით პირველი შეხვედრა გამართა, რომელიც წამოვიწყეთ ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, „დეპუტატებისა და ექსპერტების კოალიცია ევროპიდან და აშშ-დან გაერთიანდა, რათა დაეხმაროს ქართველებს დემოკრატიული ხმის და ევროპული გზის აღდგენაში“. იპნ

ანა ბუჩუკური - პრეზიდენტს როდის აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, ეს პირდაპირ განსაზღვულია კონსტიტუციით

პრეზიდენტს როდის აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, ეს პირდაპირ განსაზღვულია კონსტიტუციით. კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ კიდევ უფრო კი არ უნდა გავიდეთ, არამედ პირიქით - ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1150456739772844
×
×
  • შექმენი...