Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.647

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დღემდე სანქცირებული „ქართული ოცნების" წარმომადგენლები | სია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს ერთიან სიას „ქართული ოცნების” იმ მაღალჩინოსნების, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სანქცირებული 150-ზე მეტი პირისგან მხოლოდ 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. ბიძინა ივანიშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ირაკლი კობახიძე – სავიზო და სა

ცესკოს ცნობით, თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკო გავრცელებული განცხადებით პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს ახსენებს. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის არჩევნების წესებით ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა 4%-იანი

აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიო დაამტკიცა

99 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – შეერთებული შტატების სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ის ტრამპის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ინაუგურაციის დღესვე დაამტკიცეს. მან სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. რუბიომ სენატის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. ვინ არის მარკო რუბიო? მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ  53 წლის მარკო რუბიო მაიამიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კუბელი ემიგრანტების ოჯახში დაიბად

დიმიტრი ცქიტიშვილი - ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს გაზრდილი, მათი როლი და ფუნქცია იყოს ადეკვატური, რაშიც ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ მნიშვნელოვანი როლი

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს გაზრდილი, მათი როლი და ფუნქცია იყოს ადეკვატური, რაშიც ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ მნიშვნელოვანი როლი. ქალთა მიმართ პრობლემები განსხვავებულია, უბრალოდ ამ პრობლემებს სჭირდებათ სენსიტიური მგრძნობელობა პოლიტიკაში და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.   დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/991674226237564

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას

საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

ზაზა თავაძე - სასაცილოა, რომ „ოცნების“ რეჟიმს 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან აქვს კითხვები, შეკითხვები თავიანთ რიგებში უნდა ეძებონ

ჩვენს გუნდში, ცალკეული წევრები ვფიქრობთ, რომ ე.წ. კომისიაში მისვლა, იქ მათი პირდაპირი მხილება, საზოგადოებისთვის სრული სიმართლის ჩვენებით, ამ კომისიას, ფაქტობრივად, დაუკარგავდა ფუნქციონირების მორალურ უფლებასაც კი, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზაზა თავაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა. თავაძის თქ

დიმიტრი გვრიტიშვილი - ე.წ. „კლანურობის“ თემა არანაირი მტკიცებულებითა და ფაქტებით არ დასტურდება - ჩვენ მზად ვართ რეფორმისთვის, მაგრამ არა „კუდიანებზე ნადირობისთვის“

ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მოწმობს ჩემი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებაზე, რომ განვახორციელო ამ მაღალი სტატუსის ფუნქციები. ის ბრალდებები, რომლებიც ისმის ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, არც ის და არც მისი კოლეგები სასამართლო რეფორმების მოწინააღმდეგე არ არიან და პირიქით, მათ ესმით, რომ „რეფორმა უნდა ი

უნგრეთის პრემიერი - ჩვენ გვინდა აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს და რუმინეთის გავლით - თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ენერგეტიკულ საკითხზე თანამშრომლობა იგეგმება. როგორც ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა, უნგრეთმა საქართველოს და რუმინეთის გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მიიღოს. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება თანამშრომლობა სხვა მიმართულებებითაც. „უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნ

ზურაბ ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ქცევებსა და ნაბიჯებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რის გამოც მაღალი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარი გვექნება

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში „ქართული ოცნების“ ნაბიჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. მისივე თქმით, ამის გამო დიდი ალბათობით, ქევყანა მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. „არის კითხვების ჩამონათვალი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამდე და შემდეგ „ქართული ოცნების“ ქცევებს, ნაბიჯებს. ეს არის კითხვები, რომლის გამოც ძალიან მაღალი ალბათობით – 99 პროცენტიანით, მომავალი წლის ბოლო

თურქეთმა რუსეთის სამხედრო გემები შავ ზღვაში არ შეუშვა, ისინი ვლადივოსტოკში ბრუნდებიან

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები თებერვლის შემდეგ ელოდნენ თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის სრუტეში გავლის ნებართვას, რათა შავ ზღვაში შესულიყვნენ, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა. წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი დიდი გემი „ადმირალი ტრიბუცი“ გემების მოძრაობაზე დამკვირვებლებმა კვირას, 6 ნოემბერს, შენიშნეს სინგაპურში. ისინი თავიანთი ბაზირების ადგილზე, ვლადივოსტოკში მიემართებოდნენ. როგორც შავი ზღვის სტრა

სომხეთმა საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა. მის სიტყვებით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია მკაცრად აკვირდება, რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას. ქერობიანის თქმით, კომპანიისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტვირთის გაშვება-არგაშვების თაობაზე. „ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირი იყოს ისეთი სტაბილური და პროგნოზირ

უკრაინული მედია რენდ პოლისა და ვიქტორია სპარცის კონგრესში მანდატების კვლავ მიღებისა და უკრაინისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ წერს

უკრაინული მედია აშშ-ის კონგრესში რენდ პოლისა და ვიქტორია სპარცის მანდატების კვლავ მიღებაზე წერს. რესპუბლიკელმა რენდ პოლმა, რომელმაც მიმდინარე წელს უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარება შეაფერხა, ხმების 61.4 პროცენტი მიიღო. დემოკრატ ჩარლზ ბუკერს კი 38.6 პროცენტი აქვს. უკრაინული მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ კონგრესმენ რენდ პოლს რესპუბლიკელმა ჯონ მაკეინმა 2016 წელს „კრემლის აგენტი“ უწოდა, რადგან იგი ნატო-ში მონტენეგროს გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა,  2018 წელს გავრცელდა ხმ

კვარაცხელია განაცხადშია - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაროკოსთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს შედგება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული. შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – 21 წლამდე ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი,

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას პოლონეთში რუსეთიდან რაკეტების ჩავარდნის შესახებ

ამერიკის თავდაცვის უწყება ამ დროისთვის ვერ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. „შემიძლია, გითხრათ, რომ ამ დროისთვის არ ვფლობთ არანაირ ინფორმაციას გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით და მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ შესაბამის უწყებებთან“, – განაცხადა პატრიკ რაიდერმა.

„ასეთ ენას, არც ერთი ქართველი გამოიყენებდა“ - კელი დეგნანი დეპუტატ ზარქუას გამონათქვამზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ირაკლი ზარქუას გამონათქვამი. დეპუტატმა სენატორი ჯინ შაჰინი „ჩათლახად“ მოიხსენია. „როგორც მესმის, ასეთ ენას არცერთი ქართველი გამოიყენებდა არავის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არასათანადო [გამოხატვა] იყო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასე ჩათვლიდა“, - თქვა კელი დეგნანმა დღეს, 18 ნოემბერს, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული ბავშვების რაოდენობამ 437-ს მიაღწია

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული ბავშვების რაოდენობამ 437-ს მიაღწია. უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად კიდევ 837 ბავშვი დაშავდა. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი, 423 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა ან დაშავდა. უწყების განმარტებით, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან მუშაობა მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა მონაცემების შესაგროვებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებები

რიში სუნაკი - უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, შევუნარჩუნებთ ან გავზრდით სამხედრო დახმარებას

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პირობას დებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს. რიში სუნაკის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ დახმარების მოცულობა გაზარდოს კიდეც. „ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ შევუნარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს და უზრუნველვყოფთ ახალ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვისთვის“, – განაცხადა სუნაკმა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პრემიერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო საერთა

CNN - აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. “ყველა შესაძლებლობა განიხილება… Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი სისტემაა, რომელიც განიხილება”, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა. CNN-ის ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის “მთავარ პრიორიტეტს” წარმოადგენს. “ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინ

იენს სტოლტენბერგი - ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს

განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინადან, საქართველოდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა, რომელსაც საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებიც ეს

თამარ გაბუნია - სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, უნდა იმართოს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ - თუ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა

როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა

თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება, რამაც შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს - კლინიკები გადატვირთულია

საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება - ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას და მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსახლეობა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად ტესტს COVID-ზე დროულად აღარ იკეთებს, შედეგად კი, კლინიკებში დაგვი

პრეზიდენტი - გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში, ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს

წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომელიც, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს, თუმცა, სამწუხაროა, ისეთი აქცენტების

საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, შაბათს, კოტროჩენის სასახლეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა ავრცელებს. შეთანხმებას ხელს მოაწერენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთის

ზელენსკის აშშ-ის კონგრესში ფეხზე წამოდგომით და ოვაციებით დახვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 დეკემბერს ვაშინგტონში სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესს, სადაც მას ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით დახვდნენ. ზელენსკისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები ორ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. კონგრესში მისვლამდე, ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა.   რადიო თავისუფლება

მიხაილ პოდოლიაკი - პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს, ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, ჩვენ ტრიბუნალისკენ მივდივართ

პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, არამედ ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. „პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს. არანაირი სხვა ქვეყანა, მოტივი, გეოპოლიტიკა არ არსებობს. რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, ის ცდილობს, თავი
×
×
  • შექმენი...