Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.804

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ასაფეთქებელზე სავარაუდო ინფორმაციის გამო, ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან დაეშვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მათი განცხადებით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. აეროპორტი წერს, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ. პუბლიკა

არძინბა აფხაზეთში გაეროს პროექტებს ისევ დახურვით ემუქრება

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს პროგრამებს გამჭვირვალობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დახურვით ემუქრება. როგორ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების შესახებ ინფორმაციის კონტროლის მიზნით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში UNDP-ის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვა. 2021 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საგარეო უწყება აფხაზეთის ტერიტორიაზე მო

არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნა მოსამართლეებზე შურისძიების მორიგი მცდელობაა - რადიკალური ოპოზიცია ვერ ეგუება იმას, რომ ამ მოსამართლეებმა გაასამართლეს მათი ყოფილი პოლიტიკური ლიდერები

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მისივე თქმით, ინიციატივა ასევე, ევრორეკომენდაციების საბოტაჟია, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით, ისინი რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ეფექტურად შეუშლიან ხელს. ამასთან, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, საგამოძიებო

არჩილ თალაკვაძე - თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ევროპელ კოლეგებს მივაწვდით არგუმენტაციას, რის გამო ვერ მივიდა საკითხი ბოლომდე - რადიკალური ოპოზიცია მთელი ოპოზიციის დაშანტაჟებას ცდილობს პარლამენტში

პარლამენტის ვიცე სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტებას, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებს მიაწვდის სრულ არგუმენტაციას, თუ რის გამო ვერ შესრულდა ეს საკითხი. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ. „ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების ნაწილი. სწორედ ამ პასუხისმგებლობით მიუდგა ხელისუფლება და პარლამენტ

არჩილ თალაკვაძე - ვეტომდე ჯერ ბევრი დროა - განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს

ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ამ კანონთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებში და და

არჩილ თალაკვაძე - IRI-ს კვლევები 8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას - ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს თუ ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს

გვახსოვს, რომ ეს კვლევები 7-8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას. ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. თალაკვაძის შეფასებით, რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ნებისმიერ მათ მხარდამჭერს გაუჭირდება ამ შედეგების დაჯერება ისე, როგორ

არჩევნების შედეგების საპროტესტოდ, რუსთაველის გამზირზე დღეს აქცია გაიმართება

გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება გუშინ, ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. "უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის თქმით, "გამოვუცხად

არჩევნების ლეგიტიმაციისთვის არ ვარ ჩამოსული, ეს სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა – ბერსე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის ცნობა არა მისი, არამედ სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა და თბილისში ამისთვის არ ჩამოსულა. ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტი შეაჯამა. „საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მ

არჩევნების გამო, ცხინვალი თბილისთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოსური მედიის ცნობით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] ე.წ. საზღვრებს დაკეტავს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ხუთშაბათს ცხინვალში, რესპუბლიკის [დე ფაქტო] ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა. “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტ

არჩევნების არჩევნებამდე გაყალბების მცდელობა: ფაქტები და გამოსავალი ამომრჩევლისათვის (ვიდეო)

არჩევნების არჩევნებამდე გაყალბების მცდელობა: ფაქტები და გამოსავალი ამომრჩევლისათვის: ვიდეო:   

არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთავრობამ ცესკოს შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა

23 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“. – ვკითხულობთ განცხადებაში. სისხლის სამართლის კოდექ

არჩევანი ქართველებზეა, საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია – EU-ს 13 ქვეყნის მინისტრი

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ქვეყნის ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა. ევროპელი მინისტრების განცხადებით, ახლა  არჩევანი ქართველებზეა და საქართველოს მომავალი მათ ხელშია.

არტისტის წარწერის საქმეზე დაწყებული გამოძიების მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს. როგორც შსს ამბობს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; აღნიშნულ

არსებული ინფორმაციით, ხონში მკვლელობა მოხდა - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოკლეს. მკვლელობას სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი.

არსებული ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ipn

არსებული ინფორმაციით, ფანასკერტელის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

ფანასკერტელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს წარმომადგენლებმა ადგილზე უთხრეს, საგამოძიებო ღონისძიებები საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ შემთხვევას ეხება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. "ინტერპრესნიუსი" მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს. ipn

არსებული ინფორმაციით, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.   იპნ

არსებული ინფორმაციით, სამტრედიაში ქალმა მეუღლე მოკლა

სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი მეუღლემ მოკლა. მკვლელობის სხვა დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.   იპნ

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი

არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში დისტრიბუციის მანქანის მძღოლი გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრეს

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა. დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის მეწყვილეც. უცნობია, დააკავეს

არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვანი ბიძამ გააუპატიურა

არსებული ინფორმაციით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. ისინი საქონლის ფერმაში მწყემსად მუშაობდნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მო

არსებული ინფორმაციით, გორში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლების თქმით, მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ახლობლები მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. IPN

არსებული ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო

არსებული ინფორმაციით, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სოციალური ქსელის მომხმარებლები ადგილიდან ვიდეომასალასაც ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. იპნ

არსებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში საგამოძიებო სამსახური შევიდა

თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან. იპნ

არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. იპნ
×
×
  • შექმენი...