ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, - ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.
„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები.
იპნ
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.
„15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“;
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“;
15 თებერვლიდა
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს.
კერძოდ, 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე.
ამასთან, 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე.
„5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუ
ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია.
შემთხვევა დღეს მოხდა.
ipn
ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ძებნა-შველის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.
შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული.
ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
შესაბამისი ფოტოები ჯგუფ "დაიტოვეში" გავრცელდა.
ცნობისთვის, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის
„ფრისტაილის“, „სნოუბორდისა“ და „ფრისკის“ მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმედღიანი ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით.
ამ თანხიდან 800 მილიონი დოლარი უკრაინის დასახმარებლად არის განკუთვნილი, 6 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რუსეთის შეკავებას მოხმარდება. ტაივანს ვაშინგტონი 10 მილიარდ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.
მომდევნო წლის თავდაცვის დოკუმე
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ის ისრაელში იმყოფება.
მან განმარტა ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის მიზნები – ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი “ადასტურებს შეერთებული შტატების სოლიდარობას ისრაელის მიმართ”.
ბლინკენი ამბობს, რომ ბაიდენი ასევე იმუშავებს ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.
მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მოისმენს ისრაელისგან, თუ როგორ წარმართავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას უმასპინძლა. კარა-მურზა ბაიდენმა ადმინისტრაციაში ოჯახთან ერთად მიიღო.
თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დასავლეთი და რუსეთი პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ – რუსეთმა გაათავისუფლა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, ასევე, ვლადიმერ კარა-მურზა.
publika
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დათანხმდა დასავლური ქვეყნების კოალიციას, რომლებსაც თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების, F-16-ების სამართავად უკრაინელი პილოტების გაწვრთნა სურთ.
უკრაინა დიდი ხანია ითხოვს მისთვის ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. რამდენიმე ევროპული ქვეყანა თანახმაა თვითმფრინავების გადაცემაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის აშშ-ის გადაწყვეტილებაა მთავარი.
უკრაინელი პილოტების წვრთნაზე ბაიდენმა იაპონიაში, დიდი შვიდეულის შეკრებაზე ისაუბ
ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. “პრეზიდენტი ბაიდენის მოწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტად არჩეული ტრამპი შეხვედრას გამართავენ ოვალურ ოფისში, ოთხშაბათს, 11:00 საათზე. დამატებით დეტალებს მომავალში გავავრცელებთ,” - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე მოდის, შეხვედრები ტრადიციულად ითვლება ამერიკულ პოლიტიკაში.
ცნობისთვის, 2020 წ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინის ახალ თხოვნაზე. მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინას მიაწოდოს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.
მაღალტექნოლოგიურ თვითმფრინავებს კიევი ითხოვს მას მერე, რაც გასულ კვირაში დასავლელი მოკავშირეები ტანკების მიწოდებას დაჰპირდნენ.
აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ამ დრომდე უარს ამბობდნენ უკრაინისთვის გაეგზავნათ იარაღი, რომლის გამოყენებაც შე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატიისთვის კარგი დღე უწოდა 8 ნოემბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს. მისი დასრულებიდან მეორე დღეს, 9 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა, ამერიკელმა ხალხმა და არჩევნების შედეგებმა აჩვენეს, რომ დემოკრატია ხელუხლებელია.
რაც შეეხება შედეგებს, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრესის და ექსპერტების პროგნოზი იყო „გიგანტურ
დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ბათუმელები“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ბათუმელების“ ცნობით, ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა. სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენო
ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დააკავეს. „ბათუმელების” ჟურნალისტის თქმით, ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”.
„ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემ თქვა:
ბათუმში საპროტესტო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს სწორედ პლაკატების გაკვრის გამო.
„ბათუმელების” ცნობით, თავდაპირველად ერთი ადამიანი – აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.
ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.
რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
„დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემ
ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა – ის ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-მ დაუდასტურა. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე მისულ ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
„ბათუმელების” ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მათივე თქმით, მამაკაცი ერთ-ერთი სასტუმროს 22-ე სართულიდან გადმოვარდა.
იგი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.
იპნ
უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბათუმში დააკავეს საკრუიზო რუსული გემის პროტესტის გამო, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
რუსეთიდან წამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შევიდა.
მოქალაქეები მას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.
აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 23 მოქალაქე დააკავა.
პუბლიკა
ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ ორსული გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
როგორც მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალის ოჯახის წევრი ჰყვება, ორსულს საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში ჩაუტარდა და მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის კლინიკა BAU-ში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკა „ბაოს“ რეანიმაციული განყოფილების უფროსმა გოჩა აბაშიძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, ქალი კლინიკაში სხვა კლინიკიდან „უკიდურესად მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს“ და მისი გადარჩენ
ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთთან ორი დღის წინ კალათში ჩასმული ჩვილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვი ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც გულისხმობს "სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად".
rad
ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.
„ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ხოლო ორი კი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. ხუთიდან ორი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – უთხრეს IPN-ს შესაბამის უწყებაში.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყ
ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "შეწყვიტეთ კამიკაძე-დრონების მიწოდება რუსეთისათვის", სკანდირებდნენ უკრაინელები.
მათ საკონსულოს შენობასთან გაუშვეს ქაღალდის თვითმფრინავები, რომლებზეც წითლად ეწერა "ტერორისტები". აქციის მონაწილეებმა გამოფინეს უკრაინის ქალაქებში დრონებით დაბომბვის შედეგად დაღუპული უკრანელების ფოტოები.
"10 ოქტომბრიდან ირანული წარმოების ე.წ. შაჰიდებით რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს, სადაც იღუპებიან პოლიციელები, ექიმები და მას