ოსური მედიის ცნობით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] ე.წ. საზღვრებს დაკეტავს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ხუთშაბათს ცხინვალში, რესპუბლიკის [დე ფაქტო] ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა.
“სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუ „საქართველო ბოდიშს მოიხდის, მიესალმებიან”. შამბა აქვე აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება”.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მან აღნიშნა ისიც, რომ დღის წესრიგში განხილვის მთავარი საკითხები ეხება „სამხედრო მოქმედებების განუახლებლობას და საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას”.
14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორშ
კრეატიულ სააგენტო JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ. თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს, 10 ოქტომბერს, JWT Metro-ს დამფუძნებელმა, ნიკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი გადაღებულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი.
ნიკა ბოჭორიშვილი წერს: „ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“.
კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელი სანდრო ჯავახიშვილი წერს, რომ არაფერი იცოდა მმართველი გუნდის მხარდამჭერ პროექტზე. ის ამბობს, რომ სააგე
„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების [გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წუხილს გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რამლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეფაქტო შეჩერება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე.
"ვაიმარის ქვეყნები" კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს
კირ სტარმერის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე „გამარჯვების გეგმა“ განიხილა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს, დაუნინგ სტრიტზე შეხვდა.
კირ სტარმერმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესაც უმასპინძლა.
„ჩვენ ახლახან პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდით. თუ უკრაინის კონფლიქტი რაიმეს გვაჩვენებს, ეს არის ის, რომ ნატო დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაარსების დღეს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ჩვენი სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევისგან, ასევე უკრაინელი ხალხის სისხლსა და ტანჯვაზე მასხარაობისგან, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, „რომელიც მოიცავს
ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო. დახმარების პაკეტი ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე დაეხმარება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რის შემდეგაც დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ევროკომისიას მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის “ზრდის გეგმა” მიიღო, რაც ევროკავშირისგან ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების პაკეტია ქვეყნის დამოუკიდებლობის
„რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად“, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებას.
მისივე თქმით, ტექსტი, რომელიც დღეს ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ წაიკითხა, „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაწერილია.
როგორც გიორგი გახარია ამბობს, „ოცნება“ ძალიან სახიფათო ველში შედის“ და ის „ისტერიკა“, რომელიც „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს პარტიის „გახარია საქართველოს
ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ეთერში აღარ განათავსებს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” საარჩევნო ვიდეოებს, სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ არ გაუშებენ „ოცნების” კლიპს.
„მთავარმა არხმა“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ კლიპის გაშვებაზე უარის მიზეზად დაასახელეს ის, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.
ეს არხები კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღ
“ოცნებას” ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი პოლიტიკური გუნდის.
ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე, საიდანაც “ოცნებამ” გადაიყვანა ქვეყანა.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/589939703355895/
გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა - ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელ
მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება მათემატიკურ ციფრებზე დაყრდნობილი შიშიდან გამომდინარეობდა - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა კახა ქემოკლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ქემოკლიძის შეფასებით, “ქართული ოცნების” წევრები შიდა კვლევებზე დაყრდნობით გრძნობენ ამ შიშებს და ამიტომ, გიორგი გახარიასა და სხვა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ აწარმოებენ ე.წ. შავ პიარს.
“მათემატიკურ ციფრებზე დაყრდნობილი შიშიდან გამომდინარე, ისინი ხვდებიან, რომ რეალუ
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ვებგვერდი ავრცელებს.
რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები - "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღმდეგ წავიდნ
ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ვეიმარის სამკუთხედის მინისტრებმა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ თავის მხარდაჭერას და გვერდში დგომას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს.
განცხადებაში ასევე ხაზი გაესვა მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალი და სამართლიანი ჩატარების მნიშვნელობას.
„ჩვენ მოველით საქართველოს ხელისუფლები
ცესკოს განცხადებით, უახლესი მონაცემით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, ეს მონაცემები საბოლოო არაა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება სხვადასხვა უწყებასთან.
თუმცა, ცესკოს ცნობითვე, „განახლებული მონაცემების საფუძველზე ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი“.
„ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში მყოფი და აღრიცხვაზე დამდგარი ამომრჩევლის რაოდენობის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქალაქში 7 დამატებითი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები გაიხსნება 7 ქალაქში - ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში.
„არსებული საარჩევნო უბნების რაოდენობას ყველა აღნიშნულ 7 ლოკაციაზე დაემატება თითო-თითო საარჩევნო უბანი, რაც, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი გადაწ
კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის და მისი ხელმძღვანელის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, სასამართლოს ოფიციალურად მიმართეს.
„კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამ
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის პროგრამა.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
AQMmMX6VW5mLdk9fdxIdEz7qvGoycYOGhYd0r1iJ5tojv-uGrM1gndJa_Dxwqec_Cge_A5KB9B8zkiiG7uZNCA5c.mp4
გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა.
„წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების - ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის - დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს - IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, ჰაუბიცებს, თვითმავალ საარტილერიო სი
საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკითა და აღქმებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ხშირად განიხილებიან, როგორც ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. ასევე, ერთგვარი “გარანტირებული ხმები” მმართველი პარტიისთვის.
ამას ორი მიზეზი აქვს:
ხელისუფლებას ზეწოლის მეტი ბერკეტი აქვს მათზე, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს. წლების განმავლობაში, არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა საჯარო სამსახურებში ადამიანები ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობით დაუნიშნავთ,
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი
“ჩამოართვეს პირადობის მოწმობები” – გახარია საქართველოსთვის რეგიონული წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი, საჯარო მოხელეების, ა(ა)იპებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების მხრიდან, მოქალაქეებზე სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს.
კერძოდ, ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას პირადი მონაცემებით, პირადობის მოწმობის ასლებს და მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც.
დეპუტატობის კანდიდატის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში საჯარო მოხელეებზე, ააიპ–ებსა და სსიპ–ებში დასაქმებულების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. მისი განმარტებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას, ზოგიერთს კი პირადობის მოწმობებიც ჩამოართვეს.
„სამწუხაროდ ხორციელდება ზეწოლა მოქალაქეებზე, საჯარო მოხელეებისგან და არა მხოლოდ მათგან. ეს ეხებათ ააიპ-ის, სკოლების და ბაღების თანა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს.
ამასთან, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში კიდევ ერთ მატჩს ჩ