Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.425

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები კი ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო და ათასობით ადამიანი დააპატიმრა. „ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგე

ბელარუსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე კიევი UN-ის უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 26 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ინფორმაციას “უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის განზრახვა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების თაობაზე პუტინის რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია, ძირს უთხრის ბირთვულ

ბელარუსის საგარეო უწყება - ბელარუსში რუსეთის ბირთვული ქობინების განლაგება მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს

რუსეთის ფედერაციის ბირთვული ქობინების განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე, მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მინსკში აცხადებენ, რომ ბელარუსი ზარალს განიცდის სანქციებისგან, ზეწოლისგან და დასავლეთის ქვეყნების შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან. ბელარუსის საგარეო უწყების განცხადებით, ეს არ არის სიახლე არაბირთვულ და ბირთვულ სახელ

ბელარუსი ოპოზიციონერი - ლუკაშენკო პუტინთან შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბელორუსმა ოპოზიციონერმა ვალერი ცეპკალომ განაცხადა. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ლუკაშენკო პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება“, - განაცხადა ცეპკალომ. იპნ

ბედრია სიჭინავა - საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც ბევრი “ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს

რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც ანა-ბანა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს, რითიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე  6 პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსების მიღებას ეხმიანება.   მისივე განცხადებვით, პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამის

ბებიის გადასვენება გალში – დავით ჯიშკარიანი

ბებიამ მთელი ცხოვრება აფხაზეთში გაატარა. შვილი ომის დროს წამებით მოუკლეს. მისი საფლავი არც მაშინ მიატოვა, როდესაც სოფელში არავინ იყო და ჯიუტად ყოველდღე დადიოდა სასაფლაოზე. მის სიფრიფანა სხეულში ძლიერი ნებისყოფისა და ვაჟკაცობის ქალი ცხოვრობდა – აი, ისეთი, ზოგიერთ წიგნში რომ აღწერენ. ტრაგედია ჩაანაცვლა მომავალზე, შვილიშვილებზე ზრუნვით  და ამისთვის იბრძოდა. როდესაც 2023 წლის მაისში თბილისში  გარდაიცვალა, უმთავრესი პრობლემა მისი აფხაზეთში გადასვენება და შვილის და მეუღლის გვერდით დაკრძალვა იყო. ეს მი

ბებია-ბაბუები აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ

ბებია-ბაბუები აქცია-მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. მათ მსვლელობა მეტროსადგური „რუსთაველიდან“ დაიწყეს. მსვლელობისას კი საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი ჰქონდათ. მათ უჭირავთ პლაკატები „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“. როგორც ისინი აცხადებენ, მათ უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მაინც უნდა

ბეა გაზდელიანი: განყოფილებაში მეუბნებოდნენ, შენზე ვიცით, სტრიპტიზს რომ ცეკვავ ჩახდილიო

ბეატრის გაზდელიანი, რომელიც ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყოფა მიაყენეს. გაზდელიანი 7 დეკემბერს დააკავეს. მას დღეს ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი აქვს. სხდომის დაწყებამდე ქალმა ჟურნალისტებთან თქვა: პუბლიკა

ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სხვა მებრძოლები ავრცელებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-ზე მეტი ქართველია დაღუპული. ნეტგაზეთი

ბაციაშვილის ფანტასტიკური შედეგი - ნინომ სერბეთის ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა (2462) ჩინებული შედეგი დააფიქსირა სერბეთის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა მოჭადრაკემ 11 ტურში 10 პარტია (!) მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და ფანტასტიკური საბოლოო მაჩვენებელი (10.5 ქულა) ჰქონდა. ნინომ აღნიშნული შედეგი ყველაზე ძლიერ პირველ დაფაზე აჩვენა და პირად რეიტინგს 22 ქულაც შემატა. სერბეთის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული ბელგრადის რადი ცნობისთვის, ბაციაშვილი ბელგრადის რადის ღირ

ბაჩო ოდიშარია ადასტურებს, რომ კინოცენტრში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას ადასტურებს, რომ  დაინიშნა  კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში: „რეორგანიზაციების საკითხებში ჩავერთვები, შევისწავლი როგორ მოქმედებს, ფუნქციონირებს კინოცენტრი. გავიგებ ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს, ვეცდები ამის გამოსწორებას. მაგასაც გავარკვევ რატომ არის ეს პროტესტის საგანი.” ჟურნალისტის კითხვაზე – ვერ ხვდება, რატომ შეიძლება იყოს ეს პროტესტის საგანი, ოდიშარია პასუხობს:

ბაჩიაშვილი: ივანიშვილი მთავაზობდა, რომ „რუსთავი 2“ გამეფორმებინა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მას სთავაზობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გაეფორმებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მან რამდენიმე კვირით ადრე იცოდა სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმის დასრულების შესახებ, რადგან ივანიშვილი უკვე ეძებდა, ვისზე გაეფორმებინა ტელევიზია. ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილთან სხვადასხვა პერიოდში პროკურორები და მოსამართლეები დადიოდნენ, მათ შორის მაშინ, როცა სასამართლო სისტემაში რეფორმა მიმდ

ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი გამომძიებლის ოჯახმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს შეატყობინა. შუბითიძე გუშინ ღამით კახეთში დააკავეს. სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრ

ბაღში ბავშვის ცემის საქმეზე სახელმწიფოს ოჯახისთვის 15 ათასი ლარის კომპენსაცია დაეკისრა

ორგანიზაციი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა ფოლადიშვილმა სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. PHR წერს, რომ საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. შემთხვევა 2017 წელს მოხდა. „2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის ბავშვმა ღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. პარალელურად გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მიწის გატანა დატერასების სამუშაოები დასრულებულია, ასევე აღდგენილია კომუნიკაციები. მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. რაც შეეხება სტიქიის ზონიდან გაყვანილ ოჯახებს, გეოლოგების დასკვნის მიხედვით გახდება ცნობილი დაბრუნდებიან სახლებში, თუ

ბაღდათში მძიმედ დაშავებულ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა

“ვეტერინარულ სამედიცინო ცენტრ ვეტ-მედში”, სადაც მძიმედ დაშავებულ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ოპერაცია საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ოპერაციაში კონსულტანტების სახით ჩართულნი იყვნენ ნეიროქირურგები, რომლებიც ადამიანებთან მუშაობენ. “ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია, ველოდებით. ტვინი ფუნქციონირებს. ჰემატომები მთლიანად მოშორებულია, ტვინი გათავისუფლებულია, აღარაა კომპრესია [შეკუმშვა, გაჭ####ტა, გასრესა – სინდრომი, რომელიც ვითარდება ქალაშიდა პათოლოგიური პროც

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია. იპნ

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.   ipn

ბაქომ უკრაინის დასახმარებლად 7.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

აზერბაიჯანმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 7,6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამის, განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა. “ჰუმანიზმის პრინციპზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას”. ოფიციალური ცნობითვე, აღნიშნული ფული გამოყოფილია უკრაინისთვის ელექტროაღჭურვილობის შესასყიდად და გასაგზავნად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანმა რამდ

ბარნოვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის გამო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის განცხადებით, სამუშაოებს ერთი თვე დასჭირდება. როგორც უწყებაში ამბობენ, რეაბილიტაცია ჩატარდება 400 კვადრატული მეტრის ფართობის გზაზე – „ჩატარდება კაპიტალური სამუშაოები, სავალ ნაწილზე მოეწყობა ქვაფენილი, ასევე განახლდება ბეტონის ჩამკეტები“. რეაბილიტაციის პერიოდში, მერიის ცნობით, ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: „ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლ

ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალა - ალენ ბერსეს პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, მეტად ამძიმებს შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს

ალენ ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ნათქვამია ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური ძალის ერთობლივ განცხადებაში, რომლითაც ისინი ეხმაურებიან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტს. მიმართვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს მ

ბარათაშვილი: გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს. მისი თქმით, „სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით – ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა”. რა მოხდა გელათში? გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაცი

ბანკებმა პირობა მოგვცეს, თანამშრომლებს გაფიცვას არ შეუზღუდავენ — ლიკა გუნცაძე

საქართველოს ბანკისა და თიბისის დირექტორებმა არჩილ გაჩეჩილაძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ პირობა დადეს, რომ ბანკების თანამშრომლებს, ვისაც სურვილი ექნება მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო გაფიცვაში, რომელიც 15 იანვარს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იგეგმება, პრობლემები არ შეექმნებათ. ამის თაობაზე ბანკების დირექტორებს 13 იანვარს აქციებისას დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე, პროტესტში ჩართული აქტივისტები შეხვდნენ: პაატა ციკოლია, კახა კინწურაშვილი, ელენე ქაიხოსროშვილი, ლაშა ბუღაძე,

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. 19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მას

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ. ედგარს რინკევიჩსის, ურმას რეინსალუს და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა. ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მთელი პასუხისმგებლობით
×
×
  • შექმენი...