Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.944

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აქციის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება გაუქმდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია აქციის ჩატარებამდე მუნიციპალიტეტის წინასწარ, 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება. სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 14 დეკემბერს დააკმაყოფილა. უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი – მანიფესტაციის ჩატარებამდე 5 დღით ადრე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება – არ შეესაბამება კონსტიტუციის 2

აქციის მონაწილეებს აქვთ კარვებისა და პარკების გაშლის უფლება - ომბუდსმენი მშობლების აქციაზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდა. ომბუდსმენის განცხადებით, ის აპროტესტებს პოლიციელების მიერ პოლიეთილენის ცელოფნის ჩამოხევას, რომლითაც აქციის მონაწილეები წვიმისგან იცავდნენ თავს. ამის უფლება აქვს ყველა ადამიანს, მით უმეტეს მათ, რომლებიც 2 კვირაა აქ ღამეს ათენებენ და რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა კიდეც“, – განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქციაზე მისულმა სახალხო დამცველმა. დღეს, 30

აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები

აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ, მათ შორის დემონსტრანტების ნაწილი ქაშვეთთან საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სანთლებით, პასკებითა და წითელი კვერცხებით იყვნენ მისული. მათ საავტომობილო გზაზე სანთლებით გააკეთეს წარწერა: "ენა, მამული, სარწმუნოება". მომიტინგეებმა რამდენჯერმე ერთად შეასრულეს საქართველოზე სიმღერებიც. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა წუხანდელმა ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან დიპლომებით მივიდნენ

საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. შესაბამისად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. „ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, - აცხადებენ აქციის მონაწილე

აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე - დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, ამოღებულ ნივთიერებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნობია, თუმცა გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალს სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე წაუყენებენ. „ჯერ ბრალი არ წარუდგენ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი - ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ, - ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე აქციებზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, დავით გოგილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მას მხოლოდ ტელეფონი აღმოაჩნდა, „თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ“. „მეც ერთ-ერთი დაზარალებული ვარ, რომელიც გამქურდეს. ეს ნივთების ჩამორთმევა არაფ

აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა ჯერ დაკავებისას სცემეს, შემდეგ განყოფილებაში

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ  ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანატოლი გიგაური ჰყვება, რომ აქციაზეც და  განყოფილებაშიც პოლიციამ აქეთ სცემა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა გამოიყენა. როგორც ანატოლი გიგაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, 25 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ

აქციის დროს დაკავებული ისაკო დევიძე ვივამედში გადაჰყავთ - ადვოკატი

ისაკო დევიძე, რომელსაც 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, კლინიკა ვივამედში გადაჰყავთ. როგორც პუბლიკას მისმა ადვოკატმა უთხრა, იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სასწრაფო გამოიძახეს და ისაკო დევიძე კლინიკაში გადაჰყავთ, ადვოკატი ამ წუთებში მიემართება „ვივამედისკენ”. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ, რომელსაც 8-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მშრალი შიმშილობა დაიწყო. 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბ

აქციების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია კვლავ პატიმრობაში რჩება

აქციების გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. 2006 წელს დაბადებულ ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა. საბა ჯიქია წარ

აქციების დროს პოლიციის მხრიდან დარღვევებზე 138 შეტყობინება მივიღეთ, დაზარალებულად ცნობილია 10 პირი - საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილ-მაისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მათ აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტზე 138 შეტყობინება მიიღეს და უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყეს. „გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 137 პირი (13 ჟურნალისტი), ხოლო 78 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა (ამ დროისთის მხოლოდ 1 ექსპერტიზის დასკვნაა მოსული)“, –

აქციებზე ძალადობისთვის ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ მიუციათ პასუხისგებაში

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც აპრილ-მაისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციცელების ჩადენილ ძალადობას იძიებს, პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუცია არც ერთი პოლიციელი. ამის შესახებ ირკვევა ინფორმაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დღეს, 8 ივნისს გაავრცელა. აღნიშნულ ინფორმაციაში საუბარია რუტინულ საგამოძიებო მოქმედებებზე — რამდენი ადამიანი გამოკითხეს, რა დოკუმენტაცია ამოიღეს, რამდენი ადამიანი ცნეს დაზარალებულად, თუმცა კონკრეტული არაფერი

აქციებზე დაკავებულთა ადვოკატებმა მოსამართლეს დარბაზის შეცვლის და პროცესის უფრო დიდ დარბაზში გაგრძელების შუამდგომლობით მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძესთან, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, ვიდრე შუამდგომლობას განიხილავდა, ჯაჭვაძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ დარბაზს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ამასთან, საუბარი იყო 11 დაკავებულის უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მოსამართლის თქმით

აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ NGO-ები მათ საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობენ

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ მედიას უთხრა, რომ ორგანიზაციები პატიმრების საქმეებს საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ. მისი თქმით, ოჯახის წევრებმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათი შვილების დაკავების გარემოებები გააცნეს, ადვოკატები კი მათ სისხლის სამართლის საქმეების მასალებს მიაწვდიან. ლიკა გუნცაძის შეფასებით, აუცილებელია

აქციებზე დაკავებულ 17 და 21 წლის პირებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17  და 21 წლის პირები არიან დაკავებული. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით,  მიმდინარე აქციების ფარგლებში, „ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე

აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს. სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ბიზნესმენი 18 დღეა წოლით რეჟიმზეა, მისი სხდომა იანვრამდე გადაიდო

ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო სხდომა 15 იანვრამდე გადაიდო. ესტონეთის მიერ სანქცირიებულ მოსამართლე ნინო ენუქიძის ინიციატივით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს, თავად კუჭავას მოსმენა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. 30 ნოემბერს სასტიკად ნაცემ კუჭავას უკვე 18 დღეა წოლითი რეჟიმი აქვს. მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სწორედ ამ მოტივით შესთავაზა მოსამართლემ მათ საქმის განხილვის გაგრძელება იანვარში. თავდა

აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე - მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს - ჩემი გიტარა მენატრება

ჩემი გიტარა მენატრება, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა 21 წლის მათე დევიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს. დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს. „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახ

აქციაზე ნაცემი მოქალაქის თქმით, ტელეფონიც წაართვეს - ამის გამო $68 000-ის კრიპტოაქტივი დაკარგა

აქციაზე ნაცემი მოქალაქე, „კრიპტობაზრის“ დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა ამბობს, რომ ტელეფონიც წაართვეს, რის გამოც $68 000-ის კრიპტოაქტივი დაკარგა. ავთანდილ კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას ჰქონდა ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა. მისივე თქმით, ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტოსაფულე ჰქონდა, ხოლო გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა. ვინაიდან ეს პოლიციის ქმედებების გამო ვერ მოახერხა, კრიპტოსაფულესა და

აქციაზე ნაცემი ზურაბ შონია: თავჩახრილს მირტყეს და მერე ჩამსვეს მანქანაში

2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ საპოლიციო ძალების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ სანამ დაკავების მანქანამდე მიიყვანდნენ, სასტიკად სცემეს. ეს კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა – კადრებში ჩანს, რომ ზურაბ შონიას თვალი აქვს დაზიანებული. 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯ

აქციაზე მუშაობის დროს „პუბლიკის" ჟურნალისტი, ლექსო ქეშელაშვილი დააკავეს და სცემეს

საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. ალესანდრე ქეშელაშვილი უკვე გაათავისუფლეს. „პუბლიკის” ჟურნალისტი პოლიციამ ძალადობით დააკავა. როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში. პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები. „მცემეს, დამაკავეს, კამერები წამართვეს. მივყავარ ჯეო ჰოსპიტალში. დაკავებული ვიყავი. ცხვირი მაქვს გატეხილი. თავზეც ვნახავ, რომ გადამი

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა - ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით - აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა მისი დასრულება ვერ შეძლეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბიჭს ტვინის დაზიანება აქვს. „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და დამსხვრეული აქვს ძვ

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ განუცხადა, ექიმებმა პაციენტის გაწერის გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს. ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 დეკემბრიდან მკურნალობდა.   იპნ

აქციაზე დაშავდა „ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა

აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტის მიმართულებით გარბის, რის შემდეგაც გურამ როგავა ძირს ეცემა. პოლიციელმა მას, სავარაუდოდ, ჩაარტყა და გაიქცა. რუსთაველის გამზირზე პოლიცია მოქალაქეებს ძალადობრივად აკავებს და მათ ფიზიკურად უსწორდება. ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის. მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა

აქციაზე დაშავდა „ახალის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ის კლინიკაშია გადაყვანილი

„კოალიცია ცვლილებებისთვის” ცნობით, პარტია „ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, მათივე განცხადებით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე. მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.
×
×
  • შექმენი...