ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 14 თებერვალს განათლების სამინისტროს მხრიდან ნინი მაისურაძის მიმართ შშმ ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
გთავაზობთ ნინი მაისურაძის ამბავს, რომელიც PHR-მა გამოაქვეყნა:
ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა
ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრით, მაგრამ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის ნიმუში. თვეების განმავლობ
მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი, ჩვენ არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები თავად არ იმყოფებვიან საქართველოში.
„რაც შე
არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პოზიცია განსაკუთრებით გაუგებარია ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არ
როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს“
5 ივლისის ძალადობის გამო არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშში წერია.
“ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე ძალადობა განახორციელეს. ჯგუფებმა ასევე გაანადგურეს ოპოზიციის საპროტესტო ბანაკი პარლამენტთან, სცადეს პარლამენტის შტურმი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს”, - წერია ანგარიშში
დარწმუნებული ვარ, დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც აღკვეთს კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, ადამიანების ხარჯზე ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულების, პირადი მიმოწერის გავრცელებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის 5 ფაქტი გახსნა.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბ.ტ., 2022-2023 წლებში, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით მოტყუებით მოპოვებულ, დაზარალებულის შიშველი
გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს ხუთი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა, ასევე 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან.
უკრაინული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზეა მობილიზებული. დაიბომბა სუმის ოლქი
რეგლამენტით გათვალისწინებულია ე.წ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შემოიტანოს, ჩვენ, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით, როდესაც განვიხილავდით რეგლამენტს, გაკეთდა ამ ინსტრუმენტის ანალიზიც და ჩანს, რომ, თუ არ ვცდები, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში 500 საკანონმდებლო წინადადება იყო შემოსული, საიდანაც გაზიარებული იქნა, საბოლოო ჯამში, სამი თუ ოთხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუ
ფრაქცია "სენაკი საქართველოსთვის" ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, რომლის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის საქმეში მოქალაქეთა ჩართულობისა და განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით, მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.
"შენ შეგიძლია დაწერო პროექტი, მიაწოდო იდეა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას და შეცვალო გარემო შენს ირგვლივ!", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სენაკის
მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციების განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.
განცხადებ
ოცნება ღიად აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში იგეგმება ცვლილებები, რომელიც ცესკოს ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე მთლიანად უქვემდებარებს მმართველ პარტიას.
"ცესკოს დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშნელოვანია 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად. შემოთავაზებული ცვლილებებით აღნიშნული გამოირი
მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი პროვოკაციული, „უდროო და მიუღებელია“.
„დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს პროვ
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰაკან ფიდანმა დაიკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა.
ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. ყოფილი სამხედრო ჰაკან ფიდანი ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე ცნობილია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს პასუხისმგებლობას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე.
გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას ეხება, ნათქვამია, რომ „რუსმა ტერორისტებმა“ ომის კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს და კახოვკის ჰესის შიდა კონსტრუქციები ააფეთქეს, რათა არ დაეშვათ უკრაინის ჯარების წინსვლა. გენერალური შტაბის განცხადებით, ტერაქტის შედეგად, დატბორვის ზონაში აღმოჩნდა 80-მდე დასახლებული პუნქტი.
კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 412 ადამიანი.
შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახიფათო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.
იპნ
კახოვკას კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ბოლო დღეებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს გენერალურმა პროკურორმა სტიქიის გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალ
„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს.
მისი თქმით, „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან”. ამავდროულად, თავად დარტყმებში პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
„ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სი
„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის სრულად იქვემდებარებს ცესკოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს, თუმცა, არ აქვს მოლოდინი რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.
„პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვიზიარებ და მივესალმებ
მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჩაუბარებელ ჭარბ მოსავალს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
შალვა კერესელიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ძალაუფლების შენარჩუნების ნაცვლად, უმჯობესია საქართველოს მოსახლეობისა და ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე იფიქრონ.
”სანამ
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ დავით ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს არც პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
მათი კანდიდატურების მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ კი ხმა სამმა დეპუტატმა მისცა, შედეგად კენჭისყრაზე ორივე საკითხი ჩავარდა.
პლენარულ სხდომაზე საკითხის ჩაგდებამდე ბაქრაძეს და ჯაფარიძეს 26 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთ
თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. მსოფლი
ვხედავთ ვითარებას, როდესაც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე ნახსენები შეიძლება არ იყოს - გულწრფელად მჯერა, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.
„2022 წლის სექტემბერში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ა
ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება.